Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია

by იზა გვარამაძე
February 16, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია
0
SHARES
0
VIEWS

თიბისიმ ბიზნესდაჯოლდოების პროექტის 2023 წლის ფინალისტები გამოავლინა.

გთავაზობთ ნომინაცია გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში ფინალში გასულ 3 კომპანიას.

მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია „ჰერბია“ 2006 წელს, მას შემდეგ დაფუძნდა, რაც რუსეთმა ქართულ პროდუქციას ემბარგო გამოუცხადა და შედეგად, ალტერნატიული ბაზრის მოძიება გახდა საჭირო. კომპანიამ მიზნად დაისახა 5000 ფერმერის კონსოლიდაცია და მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ევროპისთვის შეთავაზება. ევროპული ბაზარი მალევე დაინტერესდა ქიმიური საშუალებების გარეშე მოყვანილი, მაღალი ხარისხის მწვანილეულით, თუმცა დამფუძნებლები მიხვდნენ, რომ მათ მოთხოვნას – დიდი რაოდენობით პროდუქციის უწყვეტ მიწოდებას კომპანია იმ ეტაპზე ვერ დააკმაყოფილებდა, ამიტომ გადაწყვიტეს, ჯერ ქართულ ბაზარზე დამკვიდრება.

Global Gap, HACCP და GEO Gap-ის სერტიფიკატების მოპოვების პარალელურად, „ჰერბიამ“ ქართული ბაზრის ათვისება დაიწყო და მალევე გახდა უმაღლესი ხარისხის სათბურში მოყვანილი მწვანილის და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო პროდუქციის დაფასოება.

დღეისათვის ჰერბიას სათბურები წყალტუბოში 10 ჰექტარზეა გაშენებული. კომპანიას მოწყობილი აქვს საწყობი-მაცივარი და დასაფასოებელი საწარმო, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და საწარმოო ხაზებით. ყველა პროდუქტი, რომელიც ჰერბიას სავაჭრო ნიშნით იწარმოება, შეესაბამება სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს და გარემოსდაცვით მოთხოვნებს. ჰერბია უკვე 17 წელია ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე, ამ პერიოდის მანძილზე კომპანიამ გაიჩინა ძალიან ბევრი პარტნიორი, მათ შორის არიან 5000-ზე მეტი ადგილობრივი ფერმერი. დაფუძნების დღიდან ჰერბია ინოვატორია ახალი ტექნოლოგიების და კულტურების დანერგვაში, რომელიც შემდეგ გავრცელდა მთელი რეგიონის და არამარტო რეგიონის მასშტაბით მაგალითად: კომპანია პირველი იყო რომელმაც ააშენა გვირაბის ტიპის სათბური და აღჭურვა თანამედროვე საირიგაციო სისტემებით, ქვეყანაში გაავრცელა ისეთი კულტურები როგორიც არის რუკოლა, როზმარინი, ჩაივსი, პომიდორი ჩერი, სალათის სხვადასხვა ჯიშები და ა.შ.

„ჰერბია“ საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ ობიექტზეა წარმოდგენილი, მათ შორის ისეთ ქსელურ მარკეტებში, როგორიცაა „ორი ნაბიჯი“, „კარფური“ „გუდვილი“, „ნიკორა“, „ფრესკო“ და სხვა.

„იმერეთის რეგიონში ჩვენ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი ვართ. ვთანამშრომლობთ 5000-ზე მეტ ადგილობრივ ფერმერთან. ნახევარ მილიონზე მეტ მომხმარებელს ვემსახურებით და მუდმივად ვცდილობთ ასორტიმენტის გაზრდას, ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ ბავშვთა კვებაშიც იყოს გამოყენებული ჩვენი პროდუქცია. ბიზნესდაჯილდოება გვეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო კარგად გავაცნოთ მომხმარებელს ჩვენი პროდუქტი და ასევე ჩვენი პარტნიორი ფერმერები, რომლებიც მუშაობენ სფეროსა და რეგიონის განვითარებისთვის.“ – ამბობს „ჰერბიას“დამფუძნებელი დირექტორი, ზურაბ ჯანელიძე.

სამთო სასტუმრო „ალტიჰათი“ ყაზბეგში, ზღვის დონიდან 3014 მეტრზე მდებარეობს და დიდი წვლილი შეაქვს ალპურ ზონაში რეკრეაციული ტურიზმის განვითარებაში – ქმნის ახალ შესაძლებლობას მაღალ-მხარჯველი ტურიზმის სფეროში, ავითარებს ინფრასტრუქტურას, ქმნის და აუმჯობესებს უსაფრთხოების ნორმებს ალპურ ზონაში. 2018 კომპანიის ინიციატივით ტერიტორია სრულად დაიფარა სატელეფონო კავშირით, რამაც შესაძლებელია გახადა მინიმუმ 10 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

ალტიჰათის მთავარი მისია ნარჩენების მართვის სისტემის შექმნაა, რაც გაზრდილი ტურიზმის გამოწვევაა ნებისმიერ ქვეყანაში, ამ მიმართულებით მოხდა სისტემური მიდგომის დანერგვა ალპურ სიმაღლეზე. ახალი ტურისტული და სათავგადასავლო მიმართულების განვითარების წყალობით, 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა birdwatching, heli-biking ვიზიტორების რაოდენობა, სკი-ტურინგი და ახალი საფეხმავლო მარშრუტები ამ მიმართულებით, ადგილობრივი მოსახლეობისათვის შეიქმნა ახალი შესაძლებლობები და წლის აქამდე არააქტიურ სეზონზე დასაქმების პერსპექტივები.

2022 წლიდან ალტიჰათმა სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი და მოგვიანებით სრულყოფილი პარტნიორობა დაიწყო შვეიცარიულ ულტრა “ლაქშერი” ბრენდ ბალისთან, შესაბამისად ბალისთან ერთად 2024 წელს დაგეგმილია სრულიად ახალი, თანამედროვე სამთო სამაშველო ქოხის პროექტის მშენებლობა ზღვის დონიდან 3700 მეტრ სიმაღლეზე, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალს ჩვენს ქვეყანაში და ადგილობრივ თემს მისცემს საშუალებას მნიშვნელოვნად გაზარდონ მათი ბიზნეს შესაძლებლობები.

„საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე ბევრმა იცის ამ პროექტის შესახებ, თუმცა საქართველოში ცნობადობა დაბალია.  ბიზნესდაჯილდოება  გვაძლევს საშუალებას, რომ ქართულ საზოგადოებასაც გავაცნოთ ეს ჩვენი „ახირება“ – აბსოლუტურად კერძო ინიციატივა, რომელიც სინამდვილეში უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა სფეროსა და რეგიონის განვითარების თვალსაზრისით. დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და არასდროს გვრჩება რესურსი იმისთვის, რომ მარკეტინგული კამპანია ვაწარმოოთ. მარკეტინგული სტრატეგიის კლასიკური დოქტრინული გეგმის შექმნა კი აუცილებელია რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მეტნაკლებად ინსტიტუციურად თანაბარი პირობებით ვიყოთ წარმოდგენილი და ისინიც კარგად ხედავდნენ ადვოკატირების ეფექტებს, ჩვენი საქმიანობის გრძელვადიან გეგმას და ხედვას.ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვება სწორედ ამ მიმართულების გაძლიერებაში დაგვეხმარება.“ – ამბობს „ალტიჰატის“ მმართველი პარტნიორი, ნიკოლოზ ალავიძე.

ნომინაციის „გამორჩეული როლისთვის რეგიონის  განვითარებაში“ კიდევ ერთი ფინალისტია კომპანია „სვანიძის ზეთისხილი“. ქართული EXTRA VIRGIN ზეთისხილის ზეთის წარმოება ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ორგზის არჩეულ პრეზიდენტს, გიორგი სვანიძეს უკავშირდება. მისი ინიციატივით, 15 წლის წინ, საქართველოში დაიწყო პირველი ზეთისხილის ბაღების გაშენება და პრემიუმ კლასის ზეთისხილის პროდუქციის წარმოება. კომპანიის საქმიანობის უნიკალურობა მდგომარეობს ზეთისხილის კულტურის საქართველოში შემოტანასა და დანერგვაში. კახეთში, ტარიბანის ველებზე გაშენებული ზეთისხილით პრემიუმ ხარისხის ზეთისა და მარინადის პროდუქტების წარმოების გარდა, ამ წამოწყების მიზანი საქართველოს აგრარული სექტორის ხელშეწყობა და ქართველი ფერმერების გაძლიერება იყო.

სვანიძის ზეთისხილის პროდუქცია მოიცავს 100%-ით ქართული, ნატურალური ზეთისხილის მარინადს და „extra virgin” ზეთს, რომელიც მხოლოდ ცივი დაწურვის შედეგად მიიღება, რის შედეგადაც ინარჩუნებს ბუნებრივ და სასარგებლო თვისებებს.

მსოფლიოს კვლევების მიხედვით ზეთისხილის ზეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებითი გავლენაა. მონოუჯერი ცხიმების მაღალი შემცველობა მავნებელი ქოლესტერინის (LDL) დონის შემცირებას უწყობს ხელს, შედეგად კი გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკები საგრძნობლად მცირდება. ამასთან, მიიჩნევა, რომ ზეთისხილის ზეთში შემავალი ცხიმები და ანტიოქსიდანტები ტვინის ჯანმრთელობასა და მის კოგნიტიურ ფუნქციას უწყობენ ხელს.

„საქართველოში ყველას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენს ქვეყანაში ზეთისხილია გაშენებული, ხარობს და მისგან ნატურალური პროდუქტები იწარმოება. ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა საშუალებას გვაძლევს, მთელს საქართველოს მივაწვდინოთ ხმა, გავაცნოთ მომხმარებელს ჩვენი საქმიანობა და მისი შედეგები, რაც საქართველოში აგრარულ სექტორს და უშუალოდ ზეთისხილის კულტურის შემოტანასა და განვითარებას ეხება. ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, თიბისის მხარდაჭერით აქტიური კომუნიკაცია დავიწყოთ მომხმარებლებთან, რათა მივცემთ საშუალება ქართველ საზოგადოებას, გამოიყენოს საქართველოში წარმოებული ნატურალური და სასარგებლო ზეთისხილი.“ – ამბობს კომპანია „სვანიძის ზეთისხილის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, თეო მამულაშვილი.

ბიზნესდაჯილდოება თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტია, რომელიც უკვე მეშვიდედ იმართება და მასში მონაწილეობა 3000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. S

Previous Post

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა

Next Post

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ახალი მწვრთნელი წარადგინა – ნაკრების მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

იზა გვარამაძე

Next Post
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ახალი მწვრთნელი წარადგინა – ნაკრების მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ახალი მწვრთნელი წარადგინა - ნაკრების მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result