საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში, 2018 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 5.1%-ით გაიზარდა. 2018 წლის თებერვალში 235 712 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2019 წლის თებერვალში 247 705.
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, თებერვალში 0.4%-ით შემცირდა და ჯამში 469 545 ვიზიტორი შემოვიდა. შემცირება ერთდღიანი ვიზიტების 11%-ით კლებამ განაპირობა.
თებერვალში ყველაზე მეტი (83 511) ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 70 078 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე რუსეთია 69 675 ვიზიტორით.
ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც 2019 წლის თებერვალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
|
ქვეყანა |
ვიზიტორების რაოდენობა |
ცვლილება |
|
აზერბაიჯანი |
83,511 |
0.0% |
|
სომხეთი |
70,078 |
-10.7% |
|
რუსეთი |
69,675 |
14.7% |
|
თურქეთი |
61,594 |
-19.8% |
|
უკრაინა |
10,122 |
13.1% |
|
ირანი |
7,549 |
-48.4% |
|
ისრაელი |
7,153 |
198.4% |
|
ინდოეთი |
3,527 |
26.8% |
|
ფილიპინები |
3,252 |
11.0% |
|
ყაზახეთი |
2,768 |
34.4% |
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია











