Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

“თბილისის კომუნიკაციის სკოლაში” სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამა იწყება

by Forbes.ge
February 28, 2021
in ქართულად
0
“თბილისის კომუნიკაციის სკოლაში” სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამა იწყება
0
SHARES
0
VIEWS

“თბილისის კომუნიკაციის სკოლაში “სტრატეგიული კომუნიკაციის” პროგრამაზე სტუდენტთა მიღება უკვე დაიწყო. სკოლა სასწავლო აუდიტორიად უკვე გამოცდილ კადრებს მოიაზრებს. სასწავლო პროგრამა ექვსი თვის განმავლობაში 80 შეხვედრას მოიცავს. 

– “ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც კურსში ჩართულ ადამიანებს დაეხმარება, კომუნიკაციის ყველა საჭირო ინსტრუმენტს სიღრმისეულად გაეცნოს და პროფესიულ ცხოვრებაში შესაბამისად გამოიყენოს. ეს არ არის კურსი მხოლოდ მარკეტერებისთვის. ეს არის კურსი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ამ კუთხით ცოდნის გაღრმავება და სწორი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღება სურს. კურსი საინტერესო იქნება კომპანიის მფლობელებისათვის, მენეჯერებისთვის და ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვისაც ზუსტად ესმის რამდენად დიდი როლი აქვს მარკეტინგულ კომუნიკაცებს  ორგანიზაციის მართვის პროცესში.”  – აღნიშნავს ლევან გომშიაშვილი, სკოლის აღმასრულებელი დირექტორი. 

სკოლაში განმარტავენ, რომ მაქსიმალურად ეფექტური სწავლებისთვის, თბილისის კომუნიკაციის სკოლამ ჩამოაყალიბა კათედრა, რომელზეც ყველა ლექტორი კოორდინირებულად მუშაობს. 

სტრატეგიული კომუნიკაციის კურსში ჩაერთვებიან უცხოეთიდან მოწვეული პროფესიონალები. 

ლექტორთა  შორის იქნება ჯენიფერ ვონგი, რომელიც ამერიკულმა “Forbes”-მა 30 წლამდელ საუკეთესო მარკეტერთა სიაში მოახვედრა. იგი მილიარდად შეფასებული სტარტაპის Convoy-ს მარკეტინგის ხელმძღვანელია. 

ასევე, ლექციებს წაიკითხავს სიბი ტომასი – Dubai Opera-ს სპონსორებსა და პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. Dubai Opera-ში გატარებული ორი წლის განმავლობაში,  მან გააფორმა სასპონსორო კონტრაქტები ისეთ ბრენდებთან, როგორებიც არიან: Apple, Jaguar, MasterCard, Christian Dior, Bvlgari, Hermes და Pandora. 

აუდიტორიის წინაშე წარდგება პაულინა ზახიც, რომელიც გალერეა Erarta-ს ყოფილი დირექტორი და Sila Sveta-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტია. იგი თანამშრომლობს lamborghini, BMW და მომღერალ Drake-თან. 

რაც შეეხება ქართველ ლექტორთა გუნდს, “თბილისის კომუნიკაციის სკოლამ” ის იშვიათი და გამორჩეული პროფესიონალები შეკრიბა, რომლებსაც ქართულ ბაზარზე კომუნიკაციაში დიდი და წარმატებული გამოცდილება აქვთ. ასეთია, მაგალითად, ნათია სვანიძე, რომელიც ცნობილი Giovanni Morra-ს დამფუძნებელი და “სფეისის” მომხმარებელთა გამოცდილების გუნდის ლიდერია. გიორგი მირზიკაშვილი, რომელიც აუდიტორიას პროდუქტის ინოვაციებს შეასწავლის, Optio.ai-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია. გაგა დარსალია კი, რომელმაც  არაერთი ჯილდოს მფლობელი სააგენტო Redberry შექმნა, დიჯითალის მიმართულებას გაუძღვება. 

HOLMES&WATSON-ის სტრატეგიის ხელმძღვანელი უჩა ურუშაძე სტრატეგიული კომუნიკაციის საგნის ფარგლებში წარადგენს ბრენდ-პლატფორმის შექმნის გამოცდილ მეთოდს, რომელთა შედეგებია თიბისის კამპანიები “გამარჯობა”  და “შენ”

სულხან ლაცაბიძე აუდიტორიას  ჯეოსელის, კავკასუს ონლაინის, ვისოლისა და საქართველოს ლატარიის კომპანიის მარკეტინგის მართვის წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ბრენდ მენეჯმენტს შეასწავლის.

ლადო მალაზონია, Windfor’s-ის ყოფილი მთავარი სტრატეგი და ამჟამად JWT Metro-ს სტრატეგიის ხელმძღვანელი, კურსის მონაწილეებს მონაცემთა ანალიზის სიღრმეებში შეუძღვება.

ირინა ეგაძე კი დამსწრე პროფესიონალებს ღონისძიებების მენეჯმენტისათვის აუცილებელ ინსტრუმენტებს გაანდობს. 

ექვსთვიანი სასწავლო პროგრამის საფასური 6000 ლარია. გათვალისწინებულია სტიპენდია. “სტრატეგიული კომუნიკაციის” კურსი მოიცავს 8 საგანსა და 80 შეხვედრას, რომელიც “ბილტმორის” ამფითეატრში გაიმართება.

Previous Post

Strategic Communications Programme to be offered at the Tbilisi School of Communications

Next Post

“Tiflis İletişim Okulu” nda stratejik iletişim programı başlıyor

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
“Tiflis İletişim Okulu” nda stratejik iletişim programı başlıyor

"Tiflis İletişim Okulu" nda stratejik iletişim programı başlıyor

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result