Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

თბილისიდან ერევანში – „თეგეტამ“ სომხეთის დედაქალაქს MAN-ის ავტობუსები გადასცა

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თბილისიდან ერევანში – „თეგეტამ“ სომხეთის დედაქალაქს MAN-ის ავტობუსები გადასცა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
  • საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებული ქართული კომპანია ერევანს, იანვრის ბოლომდე, ჯამში, 100-ამდე ავტობუსს გადასცემს
  • MAN-ის ბრენდის ავტობუსებით ავტოპარკის შევსებას სომხეთის დედაქალაქის მთავრობა სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში გეგმავს
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური ტექნიკური დათვალიერება „თეგეტას“ სტანდარტით კომპანიის სერვისცენტრში განხორციელდა 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განვითარებისათვის „თეგეტამ“ ერევანს გერმანული ბრენდის ავტობუსები ოფიციალურად გადასცა. სომხეთის დედაქალაქში MAN-ის სატრანსპორტო საშუალებები ჰოლდინგის ცენტრალური სერვისცენტრიდან გაიგზავნა. კომპანია ერევნის მერიის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულია. „თეგეტასგან“ სატრანსპორტო საშუალებები ერევნის მერმა და ვიცე-მერმა ჩაიბარეს. დელეგაცია სომხეთის დედაქალაქიდან, ჰრაჩია სარგსიანის ხელმძღვანელობით, თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა. სტუმრებს „თეგეტას“ სათავო ოფისში უმასპინძლეს.

ირაკლი პაპიაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი:  „მოხარულები ვართ, რომ ვუმასპინძლეთ დელეგაციას სომხეთიდან. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული ტენდერის ფარგლებში ერევნის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენმა გერმანელმა პარტნიორებმა ერევნისთვის განკუთვნილი MAN Lion’s City 12C ტიპის ავტობუსები დაგეგმილზე ადრე დაამზადეს.

შემდეგ შედგა ერევნის მთავრობისა და „თეგეტას“ წარმომადგენლების ვიზიტი პოლონეთში, MAN-ის ერთ–ერთ ქარხანაში. იქ ჩატარდა სატრანსპორტო საშუალებების პირველი ინსპექტირებაც და ავტობუსები თბილისში გამოიგზავნა, სადაც ტექნიკური დათვალიერება კიდევ ერთხელ განხორციელდა. ამის შემდეგ MAN-ის 12-მეტრიანი ტრანსპორტის პირველი ნაწილი ერევანში გავგზავნეთ. მივყვებით განრიგს, რომლის მიხედვითაც ორი ათეული ავტობუსი ყოველკვირეულად ჯერ საქართველოში ჩამოვა. საბოლოოდ კი, ერევნისათვის ტრანსპორტის მიწოდების პროცესი მომავალი წლის იანვრის ბოლოსთვის დასრულდება“. 

ერევნის მთავრობის წარმომადგენლებს კავკასიის რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიის ცენტრალურ შენობაში უმასპინძლეს. სტუმრებმა განახლებული შოურუმი, MAN-ის მიერ ავტორიზებული სერვისცენტრი და გერმანული პრემიუმ ბრენდის Porsche-ს ახალი კონცეპტუალური შოურუმი დაათვალიერეს.

ჰრაჩია სარგსიანი, ერევნის მერი: ,, 2021 წელს, როდესაც ტენდერი გამოვაცხადეთ, ,,თეგეტამ“ შემოგვთავაზა ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, – ხარისხიანი ავტობუსები მისაღებ ფასად. კომპანიამ გათვალისწინებულზე ექვსი თვით ადრე მოგვაწოდა ავტობუსები, რაც ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ შორის ძალიან წარმატებული თანამშრომლობა შედგა. იმედი გვაქვს, ეს პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“. 

2022 წლის ბოლომდე, საქართველოდან ერევანში, უახლესი, ევროპული სტანდარტის 60-მდე ავტობუსი ჩავა. პირველი ერთეულები კი სომხეთში ნინოწმინდა-ბავრას გამშვები პუნქტის გავლით ერევნის ვიცე-მერმა, ტიგრან ავინიანმა გადაიყვანა.

ტიგრან ავინიანი, ერევნის ვიცე–მერი: ,,MAN-ის ავტობუსები, რომელიც ჩვენმა პარტნიორმა, ,,თეგეტამ“ მოგვაწოდა, მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესოა. ეს სატრანსპორტო საშუალებები გერმანული ბრენდის, ფაქტობრივად, უახლესი მოდელებია. მოხარულები ვართ, რომ მოქალაქეებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების აბსოლუტურად ახალ სტანდარტს შევთავაზებთ, რაც ქალაქის სატრანსპორტო რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს თანამშრომლობა ,,თეგეტასა“ და ერევნის მუნიციპალიტეტის პარტნიორობის დიდი დასაწყისი იქნება“. 

სომხეთის დედაქალაქს ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის ძრავაზე (CNG) მომუშავე 100-ამდე ახალი ავტობუსი შეემატება. სხვა მოდელებთან შედარებით, აღნიშნული ავტობუსები გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიის შემცირებას.

MAN Lion’s City 12C ტიპის ავტობუსები 94 მგზავრზეა გათვლილი, არის თანამედროვე დიზაინის, უსაფრთხო, სრულად ადაპტირებული და კომფორტული შშმ პირებისათვის.

სატენდერო ვალდებულების ნაწილია ავტობუსების ექსპლუატაციის შემდგომი სერვისის მიწოდება. „თეგეტა“, რომელიც საქართველოში MAN-ის ოფიციალური იმპორტიორია, ყველა შესაბამის მომსახურებას გერმანული ბრენდის სტანდარტით განახორციელებს, რაც ავტობუსების გამართულ ოპერირებას განაპირობებს.

სატრანსპორტო საშუალებების მიწოდებასთან ერთად, „თეგეტა“ ავტობუსების მძღოლებისა და სერვისის თანამშრომლების გადამზადებასაც უზრუნველყოფს. პროცესი მულტიფუნქციური ტრენინგცენტრის, „თეგეტა აკადემიის“ ბაზაზე წარიმართება, რომელიც რეგიონში ამ მხრივ ფლაგმანია. ასევე აღსანიშნავია, რომ იანვარში კვალიფიკაციის ასამაღლებლად ერევნიდან ოცი ტექნიკოსი მიუნხენში გაემგზავრება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებული, „თეგეტა“, ერევნის მუნიციპალიტეტმა 2022 წლის აპრილში გამოავლინა. „თეგეტა ჰოლდინგი“ სატვირთო, კომერციული ტრანსპორტისა და ავტობუსების მწარმოებელი გერმანული ავტოგიგანტის MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელია. კომპანიას, რომლის პორტფელშიც 30-ზე მეტი შვილობილი კომპანიაა, უკვე აქვს მსგავსი პროექტის განხორციელების გამოცდილება. „თეგეტა“ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების გამარჯვებულია. 2016 წლიდან კომპანიამ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს თანამედროვე  სატრანსპორტო საშუალებები, MAN-ისა და სხვა ევროპული ბრენდების 500-ამდე ავტობუსი მიაწოდა.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-ამდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ–ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. 

Previous Post

TSMC ევროპაში ჩიპების პირველი ქარხნის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

Next Post

Axel-ის 2022 წლის შემაჯამებელი შეხვედრა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Axel-ის 2022 წლის შემაჯამებელი შეხვედრა

Axel-ის 2022 წლის შემაჯამებელი შეხვედრა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result