Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home სიახლეები

თბილისი ტექნოლოგიების ეპიცენტრი ხდება – Global Tech Weekend Tbilisi 2025 ახლოვდება

by Anina Tepnadze
June 25, 2025
in სიახლეები
0
თბილისი ტექნოლოგიების ეპიცენტრი ხდება – Global Tech Weekend Tbilisi 2025 ახლოვდება
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
თბილისი განსაკუთრებული მოვლენისათვის ემზადება – 20-22 ივნისს სრულიად წარმოუდგენელი ციფრული იდეებიც კი ხელშესახებ რეალობად გადაიქცევა. რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Global Tech Weekend Tbilisi 2025 სამი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანს მოუყრის თავს და საქართველოს დედაქალაქს ინოვაციებზე შეყვარებული ადამიანების შეხვედრის ადგილად აქცევს.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონცეფციაა “Shaping The New Era”. ღონისძიების ორგანიზატორებს სურთ, სრულიად ახალი, დეცენტრალიზებული ფორმატი შექმნან — GTWT ქმნის მოძრაობას, რომელიც ადგილობრივ პროფესიონალებს საერთაშორისო ლიდერებს დააკავშირებს, სტარტაპერებს ინვესტორებს შეახვედრებს, ცოდნის მაძიებლებს კი მისცემს საშუალებას, მსოფლიოს საუკეთესო სპიკერებისაგან მიიღონ ინსპირაცია. ფესტივალისთვის მიძღვნილი სამი დღიდან ორი — ქომიუნითი პარტნიორების ორგანიზებულ Side Event-ებს მიეძღვნება, ხოლო ერთი სრული დღე მთავარ კონფერენციას დაეთმობა. 

ღონისძიების პროგრამა ყველა იმ თემას მოიცავს, რომელიც აქტუალურია დღევანდელი სამყაროსთვის და განსაზღვრავს, როგორ იცხოვრებს მსოფლიო ხვალ. ესენია: ხელოვნური ინტელექტი, ფინტექი, გეიმინგი, WEB3, აგროტექნოლოგიები, მედია, ციფრული მარკეტინგი, კიბერსპორტი და სხვა. 

პირველი დღე, 20 ივნისი

ქალაქის სხვადასხვა წერტილში დაგეგმილია თემატური Side Event-ები, რომლებიც შესაბამის ატმოსფეროს შექმნის მომდევნო დღეებისათვის.

Forbes Georgia, როგორც Global Tech Weekend-ის ქომიუნითი პარტნიორი, ღონისძიებას სტამბას სივრცეში გამართავს.  ღონისძიებაზე დასწრება წინასწარი ვერიფიკაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი. დეტალებს სულ მალე შეიტყობთ.

“Forbes-ი მუდმივად ცდილობს, გლობალური ტექნოლოგიურ ლიდერები და მოვლენები ახლოდან დაანახოს მკითხველს. გვიხარია, რომ Global Tech Weekend-ის ფარგლებში გამართულ ჩვენს side event-ზე გვაქვს შესაძლებლობა, ეს გამოცდილება რეალურ სივრცეში გადმოვიტანოთ და ეს ადამიანები პირადად გაგაცნოთ. Forbes Georgia აქტიურად უჭერს მხარს ტექნოლოგიურ წინსვლას როგორც ბიზნესის, ისე სამოქალაქო სფეროში, რაც ჩვენთვის ნიშნავს არა მხოლოდ ისტორიების თხრობას, არამედ ეკოსისტემის ჩამოყალიბებაში რეალურ მონაწილეობას”, — ამბობს Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი შოთა დიღმელაშვილი.

გარდა ამისა, Side Event-ებს გამართავენ: Startup Büro, Ad Summit x Hapttic, Forbes Georgia, Political Tech Summit, D-Block, Axel – Georgian Business Angel Network, Tbilisi AI Meetups, Commschool.

სრული ინფორმაცია Side Event-ებზე ეტაპობრივად დაანონსდება.

მეორე დღე, 21 ივნისი

ჩაინიშნეთ დრო – 21 ივნისი და ჩაინიშნეთ ადგილი – Radio City | District 4 – ეს დღე არ უნდა გამოტოვოთ! 

21 ივნისს Radio City | District 4-ში თავს მოიყრის 3000-ზე მეტი მონაწილე, 100-ზე მეტი პარტნიორი კომპანია, 80-ზე მეტი სპიკერი, 35-ზე მეტი ინვესტორი და 25-ზე მეტი სტარტაპი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. დაგხვდებათ არაერთი სცენა, სივრცეები დისკუსიისათვის, შეხვედრებისათვის, მუშაობისა და დასვენებისათვის, მედია ზონა, ინსტალაციები და ტექნოლოგიური ექსპო – ყველაფერი, რაც ტექნოლოგიურ ღონისძიებას ცოცხალ, მუდმივად ცვალებად ეკოსისტემად აქცევს. 

ამავე დღეს გაიმართება სტარტაპების გამოფენა და კონკურსი – მონაწილეები წარდგებიან Startup Competition სცენაზე და საკუთარ ინოვაციურ იდეებს ინვესტორებისა და ტექ.ინდუსტრიის ლიდერების წინაშე წარადგენენ. რაც ყველაზე საინტერესოა, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პირისპირ შეხვდნენ ინვესტორებსა და VC ფონდების წარმომადგენლებს. შეხვედრები ჩატარდება დახურულ ლაუნჯებში, სადაც ხანმოკლე საუბარიც კი სრულიად საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს ცხოვრებისეული ტრაექტორიის შესაცვლელად.

სტარტაპების მონაწილების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: gtwt.ge 

მოწვეულ სპიკერებს შორის არიან:

  • Jessica Tams – Atari-ს ხელმძღვანელი გუნდის დირექტორი
  • Ruben Veiga – Roblox-ის ქომუნითი მენეჯერი ევროპაში
  • Maxime Paradis – Paradis Club-ის დამფუძნებელი
  • Israel Pons – Pitch to the World-ის თანადამფუძნებელი
  • John Nee – Marvel-ის ყოფილი გამომცემელი, DC Comics-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი
  • JP Isham – Gala-ის მრჩეველი და Alchemist Fund-ის მმართველი
  • Dmitri M. Johnson – Story Kitchen-ის პროდიუსერი და თანადამფუძნებელი და ა.შ.

მესამე დღე, 22 ივნისი

ინფორმაციულად ყველაზე დატვირთული დღის შემდეგ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რა არის საქართველოსა და თბილისის დნმ-ის მთავარი ელემენტი – 22 ივნისს ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ქართულ ტრადიციებს, ხელოვნებას და ახლა უკვე ღვინის ფონზე წარმართონ საინტერესო საუბრები. GTWT-ის ქომუნითი პარტნიორები ღვინის ტურსა და კულტურულ გამოცდილებებში მიიღებენ მონაწილეობას.

Side Event-ების განრიგი ეტაპობრივად დაანონსდება: https://lu.ma/GTWT2025
ღონისძიების სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობისთვის საჭიროა სპეციალური ფორმის შევსება, რომელსაც GTWT-ის ვებ-გვერდზე იპოვით: gtwt.ge 

Global Tech Weekend Tbilisi-ს მხარს უჭერენ ადგილობრივი კომპანიები და საერთაშორისო პარტნიორები: TBC, GITA | StartUp in Georgia, Adjara Group, Atari, Game Nations, Totally Human, TEGETA, Georgia Travel, UN Women, Entrepreneur Georgia, Marketer.  ბრენდის ელჩები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კი თავიანთი პლატფორმებით მონაწილეობენ ღონისძიების მთავარი გზავნილების გავრცელებაში. 

ბილეთების გაყიდვა დაწყებულია – Early Bird ამოიწურა, ახლა კი პირველი კალათის ბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს. თუ გსურს, შენც გახდე იმ ცვლილებების თანამონაწილე, რომლითაც იქმნება ახალი ეპოქა – უბრალოდ, მიჰყევი ბმულს: https://tkt.ge/GlobalTechWeekend2025 

Tags: Global Tech Weekendტექნოლოგიური ფესტივალიშოთა დიღმელაშვილი
Previous Post

ტრამპმა საუდის არაბეთთან $142-მილიარდიან სამხედრო შეთანხმებას ხელი მოაწერა

Next Post

მოემზადე ზაფხულისთვის – თიბისის საზაფხულო შეთავაზებები იწყება

Anina Tepnadze

Next Post
მოემზადე ზაფხულისთვის – თიბისის საზაფხულო შეთავაზებები იწყება

მოემზადე ზაფხულისთვის - თიბისის საზაფხულო შეთავაზებები იწყება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result