Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

თავსატეხი დონალდ ტრამპისგან

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
თავსატეხი დონალდ ტრამპისგან
0
SHARES
0
VIEWS

“ძალიან მწარედ ცდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ჩემი ისტორია დასრულებულია”, – ეს პოსტი დაწერა Twitter-ზე დონალდ ტრამპმა 2015 წლის 2 მაისს, ნევადაში ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, იგი  მართალი აღმოჩნდა და სამყაროს ახალი თავსატეხი გაუჩინა. 3,7 მილიარდის პატრონმა ტრამპმა საკუთარი კარიერის ყველაზე დიდი გამოწვევა წარმატებით გადალახა და ბევრისთვის მოულოდნელად მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ქვეყნის სათავეში აღმოჩნდა.

ტრამპის ცხოვრების ბოლო ერთ წელს თუ გადავხედავთ, ვნახავთ,  რომ  ნიუ-იორკის მე-5 ავენიუზე მდგარი ფეშენებელური “Trump Tower”-დან პენსილვანია-ავენიუმდე გასავლელი გზა მარტივი არ ყოფილა. საკუთარ პარტიაში არსებული განხეთქილების, მედიასაშუალებების მძაფრი კრიტიკის, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების, რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან ფარული  კავშირების, რასისტული, მიზოგინური და ქსენოფობიური განცხადებების მიუხედავად, 70 წლის ასაკში ტრამპმა 59,5 მილიონი აშშ-ის მოქალაქის გულის მოგება შეძლო, რითაც შემდგომი 4 წლის განმავლობაში ოვალურ კაბინეტში მუშაობის უფლება მოიპოვა.

ტრამპის პრეზიდენტად არჩევა დემოკრატების რესპუბლიკური პარტიით ჩანაცვლების მაგივრად ამერიკული პოლიტიკის დღის წესრიგის შეცვლის სურვილად უნდა მივიღოთ. საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე რიგითი ამერიკელების საკმაოდ დიდი ნაწილი თავს არსებულ ეკონომიკურ სისტემაში დაჩაგრულად გრძნობს, რაშიც პირველ რიგში ვაშინგტონის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ელიტას ადანაშაულებენ. ეს გრძნობა განსაკუთრებით მძაფრად თეთრკანიან მუშათა ფენაში გამოვლინდა, რომელთა დიდი ნაწილი დაბალშემოსავლიანი სამსახურით არის დაკავებული და საშუალო  ან უმაღლესი განათლება არ გააჩნია. ეკონომიკასა და დემოგრაფიასთან დაკავშირებულმა შეთქმულების თეორიებმა ამ ფენას თავი დაჩაგრულ მდგომარეობაში აგრძნობინა, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ჯერ გაბრაზებად, შემდგომ კი სიძულვილად ტრანსფორმირდა. ელექტორატის დიდ ნაწილში გაჩენილი ზიზღი კი საჩუქარი აღმოჩნდა დონალდ ტრამპისთვის, რომელმაც მთელი  წინასაარჩევნო კამპანია სწორად ამ მოტივებზე დააფუძნა.

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა და მისმა საარჩევნო შტაბმა პოლიტკორექტულობა არაფრად ჩააგდეს, სანაცვლოდ კი მაღალი ტრიბუნიდან “სახალხო” ენით საუბარი არჩიეს. საგულისხმოა ასევე ისიც, რომ კამპანიის განმავლობაში მათ მიერ ჰილარი კლინტონი დღევანდელი “მჩაგვრელი” სისტემის მთავარ სახედ იქნა წარმოჩენილი, რამაც მოსახლეობაში ზიზღი და რადიკალიზმი   კიდევ უფრო გააღვივა. წინასაარჩევნო პერიოდის მოკლე მიმოხილვას თუ გავაკეთებთ, დავრწმუნდებით, რომ ტრამპი მართლაც გონიერი ბიზნესმენია, მოთხოვნა-მიწოდების საბაზისო პრინციპი პოლიტიკაში მან უმარტივესი ენით პირდაპირ თარგმნა. საემიგრაციო პრობლემებს მექსიკის საზღვართან გიგანტური კედლის აშენება და არალეგალების ქვეყნიდან გაყრის გეგმა დაუპირისპირა, ეკონომიკაში ამერიკული ინტერესების დაცვა და პროტექციონიზმი, საგარეო პოლიტიკაში კი, ერთი მხრივ, მტრების ადგილზე განადგურების, მაგრამ მეორე მხრივ ყველასთან მშვიდ და საქმიან თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები დაუპირისპირა.  ამ მეთოდმა საბოლოო ჯამში გაჭრა, მილიარდერი ტრამპი გაჭირვებული და უბრალო ამერიკელების ხმად იქცა.

ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს უფრო ფართო ხედით თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ დონალდ ტრამპის არჩევა იმ გლობალური პროცესების კიდევ ერთი გამოვლინებაა, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში მსოფლიო პოლიტიკაში აქტიურად მიმდინარეობს. პოპულიზმი, ზიზღზე დაფუძნებული კამპანია, იზოლაციონიზმი, ჩაკეტილი საზღვრები და სხვა მსგავსი რადიკალური მოთხოვნები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში უკვე მეინსტრიმის სახეს იღებს, რაც პირველ რიგში ცივი ომის შემდგომ პერიოდში დამკვიდრებულ ლიბერალურ ღირებულებებზე შეტევად და პასუხად შეგვიძლია აღვიქვათ. მხოლოდ მიმდინარე წლის პოლიტიკურ მოვლენებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ აღნიშნულ პროცესს ციკლური ხასიათი აქვს და მან თავი არაერთ ქვეყანაში იჩინა. ტრამპის არჩევას წინ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება და სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში რადიკალური ნაციონალიზმის პოლიტიკის წინ წამოწევა მოჰყვა. ამერიკელი ამომრჩევლების მიერ 2016 წლის 8 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება ბევრმა ცნობილი პოლიტეკონომისტის, ფრენსის ფუკუიამას ცნობილი ნაშრომის – “The End of the History and the Last Man”-ის პასუხად აღიქვა. ავტორის მოსაზრებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თანამედროვე სამყაროში ლიბერალურ დემოკრატიასა და თავისუფალ ბაზარს კონკურენტი არ ჰყავს და იგი დროთა განმავლობაში ყოვლისმომცველ სახეს მიიღებს. თუმცა  არაერთი ანალიტიკოსისთვის მხოლოდ 2016 წელს მიმდინარე მსოფლიო პოლიტიკური პროცესებიც კი  საკმარისი აღმოჩნდა, რომ ამ პოზიციას არ დაეთანხმონ.

შეასრულებს თუ არა თავის საშიშ დაპირებებს და საერთოდ, რას იზამს ახლა ტრამპი? უკანასკნელ პერიოდში ამ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა ახლა შეუძლებელია, თუმცა ფაქტია ისიც, რომ ერთია წინასაარჩევნო პერიოდში გაჟღერებული პოპულისტური დაპირებები და მეორე – მათი რეალობად ქცევა. პრეზიდენტად არჩევიდან მცირე დროის გასვლის შემდეგ ტრამპმა რამდენიმე მიმართულებით პოზიციები უკვე შეცვალა. ასე მაგალითად, იგი დაპირებული “ObamaCare”-ის გაუქმების ნაცვლად, მის რეფორმირებას აპირებს. ასევე წინასაარჩევნო  ვებგვერდიდან მალევე გაქრა  ის ნაწილი, სადაც უკვე არჩეული პრეზიდენტი მუსულმანების წინააღმდეგ ხისტი პოლიტიკის გატარებას აპირებდა, რაც ბევრისთვის აღმაშფოთებელი იყო. ცვლილებები მექსიკის საზღვართან ასაშენებელ კედელსაც შეეხება. დონალდ ტრამპის გუნდის წევრ ნიუტ გინგრიჩის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მექსიკის ხელისუფლებამ კედლის აშენება საკუთარი ბიუჯეტიდან დააფინანსოს. სავარაუდოდ, ხარჯების გაწევა აშშ-ის ხელისუფლებას მოუწევს, თუმცა გინგრიჩმა იქვე დაამატა, რომ ეს დაპირება წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან კარგად ჟღერდა.

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მომავალი ალბათ ის სფეროა, სადაც ბუნდოვანება და კითხვის ნიშნები ყველაზე ჭარბად არის დაგროვებული. ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდა ქვეყნის ტრადიციულ საგარეო პოლიტიკურ ხაზთან. NATO-ს, ევროკავშირისა და სხვა უმნიშვნელოვანესი პარტნიორების კრიტიკის გარდა, განსაკუთრებით საშიშად რუსეთისა და პირადად ვლადიმირ პუტინის მიმართ გაკეთებული თბილი განცხადებები ჟღერდა, რამაც პოზიტიური განცდები მოსკოვშიც გააჩინა. ბევრი ანალიტიკოსი იმასაც წერდა, რომ რუსეთი პირადად იყო დაინტერესებული დონალდ ტრამპის გამარჯვებით და მას ამაში ხელს უწყობდა. მიუხედავად ბევრი ნეგატიური და დამაზიანებელი განცხადებისა, ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულის მტკიცება მომავლის ფუჭი განჭვრეტის მცდელობასა და მკითხაობას დაემსგავსება, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუკი უშედეგო მოლოდინებს არ გავიჩენთ.

საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი იქნება იმ პირების ვინაობაც, ვისაც სამომავლოდ ტრამპის ადმინისტრაციაში ვიხილავთ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტის კანდიდატებს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ამ მხრივ საქმე არცთუ ისე ცუდად არის. ამერიკულ მედიაში ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ამ ადგილზე ჯონ ბოლტონი მოიაზრება. იგი  უმცროსი ჯორჯ ბუშის პერიოდში გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა. ბოლტონი ობამას დოქტრინის მკაცრი კრიტიკოსია და მიიჩნევს, რომ რუსეთთან უფრო ხისტი პოლიტიკის გატარებაა საჭირო. სასიამოვნოა ასევე ისიც, რომ იგი ხშირად აკეთებდა საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს და ჩვენი ქვეყნის NATO-ში სწრაფი ინტეგრაციის მომხრეა. 2014 წელს, ყირიმის კრიზისის პერიოდში,  იგი ასევე მომხრე იყო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის ხელისუფლება სამხედრო იარაღით აღეჭურვა, რათა რუსეთისგან თავი უფრო ეფექტიანად დაეცვათ. ზალმაი ხალილზადი კიდევ ერთი დიპლომატია, რომელიც შესაძლოა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გახდეს. ბოლტონის მსგავსად, ხალილზადიც ობამას საგარეო პოლიტიკის კრიტიკოსია და მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ აგრესიული პოლიტიკის გატარებაა საჭირო. ბოლტონის მსგავსად, ისიც საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია.

პრეზიდენტის საბოლოო სიტყვისა და უპირობო დომინაციის მიუხედავად, საგარეო პოლიტიკის შექმნაში სახელმწიფო მდივანი, მრჩეველი და რამდენიმე სხვა თანამდებობის პირი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ. შესაძლო კანდიდატების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერჯერობით ამ მხრივ საქმე არცთუ ისე ცუდად არის. ანალიტიკოსების საკმაოდ დიდი ნაწილი თანხმდება ასევე იმაზეც, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული დამაზიანებელი განცხადებების რეალობაში გადმოტანა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება და ამის სურვილი დიდად ტრამპსაც არ ექნება. ერთი მხრივ, ამერიკული მყარი და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და მეორე მხრივ მსოფლიოში დღეს არსებული გარემოებები ახლად არჩეულ პრეზიდენტს კარდინალური რყევების საშუალებას არ მისცემს. საინტერესო აღმოჩნდა ბარაკ ობამას მიერ გამართული პრესკონფერენციაც, სადაც მან დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი NATO-სა და სხვა სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. მნიშვნელოვან ცვლილებებს ამ მხრივ არც  ცნობილი ამერიკელი დიპლომატი, ჰენრი კისინჯერი ელოდება. The Atlantic-თან მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ტრამპის წინასაარჩევნო რიტორიკა სტრატეგიის ნაწილი იყო და რეალობაში მკვეთრი მანევრების გატარება შესაძლოა სულაც არ დადგეს დღის წესრიგში. მისი თქმით, წინასწარი დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია და ტენდენციები უახლოეს მომავალში გამოიკვეთება.

საგარეო პოლიტიკის მსგავსად, კითხვის ნიშნები ეკონომიკაშიც მრავლად არის. ტრამპის მიერ  ჩრდილოამერიკული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების (NAFTA) გადახედვა კვლავ ძალაში რჩება. მნიშვნელოვანია ასევე აშშ-ისა და ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობების ბედი, რაზეც ტრამპი ხშირად საუბრობდა. მისი აზრით, დღევანდელი მდგომარეობა  ამერიკისთვის წაგებიანია და იგი ელექტორატს ცვლილებებს ამ მხრივაც ჰპირდებოდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა კონკრეტული სტრატეგიით აპირებს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გადახედვას დონალდ ტრამპი, თუმცა ორ ქვეყანას შორის  არსებული ურთიერთობის დაძაბვის შესაძლებლობა ახლა უფრო დიდია. დასაქმებულების რაოდენობის გაზრდის, ამერიკული ინტერესების დაცვისა და პროტექციონიზმის აღმოფხვრის გარდა, ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის ინფრასტრუქტურის განვითარება ასევე პრიორიტეტული გახლდათ. როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევის შემდეგაც მან მოსახლეობას ახალი ხიდების, გზებისა და სხვა საჯარო მშენებლობების დაწყებას დაჰპირდა. აღნიშნულ სექტორში იგი 550 მილიარდის დახარჯვას აპირებს. ამ მხრივ საინტერესოა, გამონახავს თუ არა იგი კონგრესში საერთო ენას თანაპარტიელ რესპუბლიკელებთან, რომლებიც უმრავლესობაში არიან. გასულ  წელს  ბარაკ ობამამ გზების, პორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით კონგრესს 6-წლიანი გეგმა შესთავაზა  და 478 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ტრამპი კონგრესმენების გულის მოგებას. 

ტრამპის პრეზიდენტად არჩევამ ცვლილებები გამოიწვია აშშ-ის ყველაზე მდიდარი პრეზიდენტების ჩამონათვალში. აქამდე ყველაზე შეძლებულ  პრეზიდენტად ჯონ კენედი მიიჩნეოდა, რომლის კაპიტალიც მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა მას ლიდერობის დათმობა დონალდ ტრამპისთვის მოუწია, რომლის კაპიტალიც 3,7 მილიარდად არის შეფასებული. ტელეკომპანია CNBC-ის მონაცემების მიხედვით, ტრამპისა და კენედის  შემდეგ ჩამონათვალში ჯორჯ ვაშინგტონი ($525  მილიონი), თომას ჯეფერსონი ($212 მილიონი), თეოდორ რუზველტი ($125 მილიონი), ენდრიუ ჯექსონი ($119 მილიონი) და ჯეიმს მედისონი ($101მილიონი) არიან. ასევე ხაზგასასმელია ისიც, რომ იგი ამერიკის ისტორიის განმავლობაში მესამე პრეზიდენტი იქნება, ვინც პრეზიდენტის წლიურ  $ 400-ათასიან ხელფასზე უარს იტყვის. დღემდე მსგავსი გადაწყვეტილება ჯონ კენედისა და ჰერბერტ ჰუვერს აქვთ მიღებული.

აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპი რიგით მე-5 პრეზიდენტია, რომელმაც არჩევნებზე ჯამურად ოპონენტზე ნაკლები ხმა მიიღო მოსახლეობისგან, თუმცა გამარჯვება მაინც შეძლო. აღნიშნულის მიზეზი ამერიკის საარჩევნო სისტემაა, სადაც ხმების პირდაპირი დათვლის ნაცვლად გამარჯვებულს სპეციალური საარჩევნო კოლეგია ავლენს. კოლეგიაში შტატებს ერთმანეთისგან განსხვავებული რაოდენობის წარმომადგენელი ჰყავთ, შესაბამისად, რამდენიმე დიდი და მნიშვნელოვანი შტატის მოგების შემთხვევაში, ოპონენტი კანდიდატის მხარეს არსებული უფრო მეტი ხმის დააბალანსებაა შესაძლებელი. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ 2 მილიონზე მეტი ხმით ჩამორჩენის მიუხედავად, ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 279 დელეგატის ხმა შეხვდა, ჰილარი კლინტონს კი მხოლოდ 228. უკანასკნელად მსგავსი შემთხვევა 2000 წელს დაფიქსირდა, მაშინ  ჯორჯ ბუშმა დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატი ალ გორი  კოლეგიაში მხოლოდ 5 ხმით დაამარცხა. 

Previous Post

ნოემბერში საქართველოში 14 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

Next Post

ნოემბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 22 მილიონი დოლარით გაიზარდა

მაგდა დოლიძე

Next Post
ნოემბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 22 მილიონი დოლარით გაიზარდა

ნოემბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 22 მილიონი დოლარით გაიზარდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result