Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home მოსაზრება ფორბს-მოსაზრება

ტერორის ეკონომიკა: ღირებულებითი ომი ციფრებში

by Forbes.ge
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
ტერორის ეკონომიკა: ღირებულებითი ომი ციფრებში
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ბოლო დროს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მომხდარმა ხმაურიანმა ტერორისტულმა თავდასხმებმა საერთაშორისო საზოგადოება მასობრივი საფრთხის წინაშე დააყენა. დაუცველობის განცდასა და შიშთან ერთად, ტერორიზმმა გავლენა იქონია ეკონომიკურ ვითარებაზეც. კაცობრიობისა და საყოველთაოდ გაზიარებული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული ომი კონკრეტულ ციფრებსა და ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამოისახა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა მსოფლიო, რომ ურთიერთდამოკიდებულების ერაში ვცხოვრობთ.

გლობალური ტერორიზმის ინდექსის მიხედვით, 2014 წელს ტერორიზმის შედეგად მიღებულმა ეკონომიკურმა ზარალმა $52.9 მილიარდი შეადგინა, რაც 2001 წლის 9/11-ის ტერაქტის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აშკარაა, რომ მზარდი ეკონომიკური ტემპის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, ქვეყანა მუდმივად მიმზიდველი იყოს საინვესტიციო თვალსაზრისით. რასაკვირველია, ამ მიმართულებით ლიბერალურ საკანონმდებლო ბაზას, პროგნოზირებად ბიზნესგარემოსა და საკუთრების უფლებას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება, თუმცა ამასთანავე აუცილებელია, სახელმწიფომ პოლიტიკური სტაბილურობა და უსაფრთხოება უზრუნველყოს. უსაფრთხოების გარანტიებს და დაცულობის შეგრძნებას კი მნიშვნელოვნად ამცირებს მზარდი ტერორიზმის საფრთხე.

გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ინდუსტრია, რომელიც ყველაზე მეტად ზარალდება ტერორისტული აქტების შედეგად, ტურიზმია. ხშირადაა საუბარი იმაზეც, თუ როგორ შეიძლება მოვახდინოთ ტერორიზმისგან მიღებული ზარალის კალკულაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ძირითადი დანაკარგი ადამიანები არიან, რომლებიც ტერაქტს ემსხვერპლნენ. თუმცა აშკარაა, რომ ტერორიზმის სამიზნე სახელმწიფოები იძულებულნი ხდებიან, გამოყონ ხარჯები, ერთი მხრივ, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ხოლო მეორე მხრივ ტერორისტული აქტების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი სახელმწიფო ორი ტიპის ზარალის წინაშე დგება: მოკლევადიანი ზარალი ძირითად შემთხვევებში ადგილობრივ ბაზრებზე აისახება და გამოიხატება ფრენების, რესტორნებისა და სასტუმროებისაგან მიღებული შემოსავლების შემცირებაში. 2016 წლის 22 მარტს ბელგიაში აეროპორტსა და მეტროს სადგურში მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმამ, რომლის შედეგადაც 33 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასამდე მძიმედ დაშავდა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ტურიზმის ინდუსტრიაზე. თავდასხმის შემდეგ შაბათ-კვირის განმავლობაში სასტუმროთა რეზერვაციების 40%-მდე გაუქმდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებმა ქვეყანა ჩაკეტეს. ტერორისტული აქტების შედეგად „ბრიუსელის ავიახაზებმა“ 190 ფრენა გააუქმა 20,000-ზე მეტი მგზავრისათვის მომსახურების შეზღუდვით. ბრიუსელის ავიახაზების დღიურმა ზარალმა, რომლის 45%-ს გერმანული Lufthansa ფლობს, 5 მილიონი ევრო შეადგინა, აეროპორტის ფუნქციონირება კი 22 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით გახლდათ შეზღუდული. მნიშვნელოვნად დაეცა ევროპული ავიაკომპანიების აქციებიც, FTSE 350 ინდექსის მიხედვით, ტურიზმისა და დასვენების საერთო მაჩვენებელი 1.1%-ით დაეცა, საერთაშორისო ავიახაზებისა (IAG) და იზი ჯეთის (Easy Jet) აქციებმა კი 2.4% და 0.9%-იანი დაცემა განიცადა.

ტერორისტულმა თავდასხმებმა გავლენა იქონია საფრანგეთის ტურიზმზეც. შარლი ებდოს ტერორისტული თავდასხმიდან 9 დღის შემდეგ საფრანგეთში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 25%-ით შემცირდა. ფრანგულ საფონდო ბაზარზე მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა ავიაკომპანიებისა და სასტუმროთა ქსელების აქციებმა, ფრანგული ავიაკომპანიის ეარ ფრანსისა და სასტუმროთა ქსელის, Accor-ის აქციები 5%-ით დაეცა.

რაც შეეხება ტერორისტული თავდასხმების გრძელვადიან ეკონომიკურ ეფექტს, იგი ნაკლებად შეინიშნება განვითარებულ სახელმწიფოებში. სტაბილური საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნები მარტივად ახერხებენ მოკლევადიანი დანაკარგების დაბალანსებას, რადგან მდგრადობა და მომხმარებლის სანდოობა შესაძლებლობას აძლევთ, მალე მოახდინონ პოსტტერორისტული შოკების სტაბილიზაცია. განსხვავებული ეკონომიკური ეფექტი აქვს ტერორისტულ თავდასხმებს იმ სახელმწიფოებში, რომლებიც ხშირად ხდებიან ტერორისტული თავდასხმების ობიექტი. იქ ხშირ შემთხვევაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება, შრომითი მიგრაცია და უმუშევრობის დონის ზრდა შეინიშნება2015 წელს თურქული ლირა დოლართან მიმართებით რეკორდულად – 15%-ით – გაუფასურდა. ქვეყანასა და რეგიონში სხვა ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებთან ერთად, რომელთაც გავლენა აქვთ ეროვულ ვალუტაზე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თურქეთი 2015 წელს ტერორიზმის მსხვერპლი არაერთხელ გახდა.

შესაძლებლობა თუ საფრთხე საქართველოსთვის?

როგორია საერთაშორისო ტერორიზმის გავლენა საქართველოზე, ამ კითხვაზე პასუხი შესაძლოა მრავალი მიმართულებით ვეძებოთ. ის, რომ საფრთხისგან დაცული არც საქართველოა, ამაში ქართული საზოგადოება ისლამური სახელმწიფოს მიერ გავრცელებული მიმართვის შემდეგაც დარწმუნდა, თუმცა უფრო გაგვიჭირდება ვისაუბროთ ტერორისტული აქტების ეკონომიკურ ეფექტზე. ერთი რამ ცხადია: რეგიონალურ დონეზე მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს საქართველოზე გავლენა აუცილებლად ექნება როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ კონტექსტში. რუსეთის მიერ საქართველოს სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორის, თურქეთის, სანქცირებამ შესაძლოა ახალი ტურისტული ნაკადი წარმოშვას საქართველოში. რამდენადაა მზად საქართველო, მიიღოს და წარმატებით დაასრულოს ტურისტული სეზონი, ამის თქმა რთულია, თუმცა ისიც აშკარაა, რომ საქართველოს მიმზიდველობა ტურისტული თვალსაზრისით დღითი დღე იზრდება, რაც ბადებს საფუძველს, რომ პოლიტიკური ვითარების შესაბამისად ქვეყანაში დამატებითი ეკონომიკური სარგებელი გაჩნდება. თუმცა მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ეს იქნება მოკლევადიანი ეფექტი და საქართველო რეგიონში არასტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებით დაინტერესებული ვერ იქნება.

როგორ დავაბალანსოთ ტერორიზმისაგან მომდინარე საფრთხე და შევინარჩუნოთ ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა, ამ კითხვაზე ცალსახა და მარტივი პასუხი არ არსებობს. კომპლექსური პრობლემიდან გამოსავლის ძიებას ისიც ართულებს, რომ ტერორიზმის ობიექტი არ არის კონკრეტული სახელმწიფო. მასობრივი საფრთხის წინაშე დგას სრულიად მსოფლიო, ამაში განსაკუთრებით მაშინ დარწმუნდა საერთაშორისო საზოგადოება, როდესაც აშშ-ის შემდეგ ტერორიზმის მსხვერპლი მსოფლიოს მე-6 ეკონომიკის მქონე, ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო, საფრანგეთი გახდა (მხოლოდ საფრანგეთმა 2015 წელს ექსტრემიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად 425 მილიონი ევრო გამოყო და დამატებით 2500-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა დააანონსა).

მნიშვნელოვანია ისიც, რომ განსხვავებულია ტერორისტული აქტების განხორციელების მიზეზები, მოტივები და მათი როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური შედეგები. გლობალიზებული გარემო და ტექნოლოგიური განვითარება კიდევ უფრო ართულებს კონტრტერორისტული ღონისძიებების განხორციელებას და აადვილებს ტერორისტული ქსელების მთელ მსოფლიოში გავრცელებას. რამ შეიძლება გამოიღოს შედეგი? – გამოცდილებაზე დაფუძნებულმა გაზრდილმა საერთაშორისო თანამშრომლობამ როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ კონტექსტში. 

Previous Post

DOLCE & GABBANA $34,000-ად ღირებულ მაცივარს უშვებს

Next Post

მაისში საქართველოს ექსპორტ-იმპორტი შემცირდა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
მაისში საქართველოს ექსპორტ-იმპორტი შემცირდა

მაისში საქართველოს ექსპორტ-იმპორტი შემცირდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result