Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ბიზნესი

ტერაბანკი საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, Meliora-ს გამარჯვებულია

by Forbes.ge
May 18, 2023
in ბიზნესი, პარტნიორის კონტენტი, ქართულად, ყველა სიახლე
0
ტერაბანკი საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, Meliora-ს გამარჯვებულია
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ტერაბანკმა საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, Meliora-ს ჯილდო მოიგო. ბანკის პროექტმა „ტერაბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად“ ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში – მცირე ბიზნესისა და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში – გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ წელს კონკურსი სწორედ იმ ინიციატივებს ეძღვნებოდა, რომლებიც კომპანიებმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, COVID-19-თან საბრძოლველად განახორციელეს.

გამარჯვებული პროექტი 2020 წელს ტერაბანკის 50 ბიზნესკლიენტისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების პაკეტით დასაჩუქრებას გულისხმობდა. პაკეტებს შორის იყო ლოგოსა და კორპორაციული სტილის, სოციალური მედიის არხებისა და ვებგვერდის შექმნა, შესაბამისი საქმიანობების ტურისტულ პლატფორმებზე პოპულარიზაცია, ფოტოგადაღება, ელექტრონული კომერციის გამართვა, სასწავლო ტრენინგების ჩატარება, ბიზნესების შესახებ ინფორმაციის სატელევიზიო ეთერსა და ტერაბანკის საკომუნიკაციო არხებზე განთავსება და სხვა. ინიციატივის განხორციელება 2020 წლის გაზაფხულიდან, პანდემიის პირველივე ეტაპიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მას წინ ბიზნესკლიენტების საჭიროებების დეტალური კვლევა უძღოდა, რათა ყველა მომსახურება მათი საქმიანობის განვითარებაზე მაქსიმალურად მისადაგებული ყოფილიყო. პროექტის მონაწილეებად კი ის კომპანიები შეირჩნენ, რომლებიც ბანკის შესაბამის განაცხადს პირველები გამოეხმაურნენ.

„ეს ჯილდო ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა. ბუნებრივია, ვამაყობთ ამ ძალიან საპასუხისმგებლო კონკურსში გამარჯვებით, თუმცა, ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის ფაქტიც, რომ ჯილდო მიიღო პროექტმა, რომელიც ჩვენთვის მართლაც განსაკუთრებულია, რადგან სრულად გამოხატავს იმ თანადგომასა და პარტნიორობას, რაც ტერაბანკსა და ბიზნესკლიენტებს შორის ზოგადად არსებობს. მოხარულები ვართ, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით პანდემიის ზიანის შემცირებაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ“, – აცხადებენ ტერაბანკში.

აღსანიშნავია, რომ  ინიციატივაში ჩართულები იყვნენ ტერაბანკის პარტნიორი კომპანიებიც, რომლებმაც ბიზნესკლიენტებს დახმარება საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში გაუწიეს. მათთან ურთიერთობა, კონსულტაცია და საქმიანობის სრულყოფაში დახმარება კვლავაც გრძელდება.

Meliora ბიზნესკომპანიებს მათ მიერ განხორციელებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივებისათვის აჯილდოებს. ნომინანტებს წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი, დამოუკიდებელი ჟიური აფასებს და გამარჯვებულს საუკეთესო CSR ინიციატივების სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობის, ეფექტურობისა და შედეგების მდგრადობის კრიტერიუმების მიხედვით ავლენს. კონკურსი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ტარდება.

Previous Post

ბიტკოინის ფასი 27%-ით შემცირდა

Next Post

აქ. ახლა იპოვე შენი კონცეპტი

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
აქ. ახლა იპოვე შენი კონცეპტი

აქ. ახლა იპოვე შენი კონცეპტი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result