Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე მსოფლიო

ტექნოლოგიური ინდუსტრიის მილიარდერების ლიდერი ოცეული 2021 წელს

by თინათინ ინაური
May 21, 2021
in მსოფლიო, ტექნოლოგიები, ქართულად
0
ტექნოლოგიური ინდუსტრიის მილიარდერების ლიდერი ოცეული 2021 წელს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2021 წელს საფონდო ბაზარზე საუკეთესო ფინანსურ მდგომარეობაში ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები და კომპანიები აღმოჩნდნენ. Forbes-ის წლევანდელი მილიარდერთა სიის მონაცემების მიხედვით, მათი მთლიანი ქონება 2,5 ტრილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის ნიშნულებს მთელი 80 %-ით აღემატება.

ფინანსური სექტორის შემდეგ, ტექნოლოგიური ინდუსტრია ყველაზე მსხვილი და მოგებიანი სფეროა, ამას ადასტურებს Forbes-ის წლევანდელ სიაში მოხვედრილი 365 ტექ.მილიარდერიც.

ინდუსტრიის დომინირების ძირითად საყრდენს მილიარდერთა სიის 20 ლიდერი წარმოადგენს. მხოლოდ მათი ჯამური ქონება 1,2 ტრილიონ დოლარზე მეტს შეადგენს, რაც მთელი ტექნოლოგიური ინდუსტრიის წმინდა მოგების თითქმის ნახევარია.

წარმოგიდგენთ ტექნოლოგიური ინდუსტრიის მილიარდერების ლიდერ ოცეულს.

1.ჯეფ ბეზოსი

ქვეყანა: აშშ
ქონება: 190 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: Amazon

მსოფლიო ელექტრონული კომერციის ლიდერი კომპანიის Amazon-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ბეზოსმა, თებერვალში დააანონსა, რომ კომპანიის მმართველ რგოლში ყოფნას წლის მესამე კვარტალიდან აღარ აპირებს და დროის დათმობას სხვა პროექტებისთვის გეგმავს, მათ შორისაა კოსმოსური კომპანია Blue Origin-ი, ასევე The Washington Post-ი და საქველმოქმედო ორგანიზაციები, როგორიცაა, მაგალითად,  Amazon Day 1 Fund-ი. 2020 წელს ჯეფ ბეზოსის დედამიწის 10-მილიარდდოლარიანმა ფონდმა კლიმატის გაუმჯობესების მიმართულებით მომუშავე არაკომერციული ორგანიზაციებისთვის 791 მილიონი დოლარის ღირებულების დონაცია განახორციელა.

2.ილონ მასკი

ქვეყანა: აშშ
ქონება: 147 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: Tesla, SpaceX

ილონ მასკი მთელ თავის ძალისხმევას მიმართავს, რათა  ტრანსპირტირების სრული რევოლუცია მოახდინოს როგორც დედამიწაზე, ისე კოსმოსში. SpaceX-ი – მასკის სარაკეტო კომპანია – 2021 წლის თებერვლის მონაცემებით, 74 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ქონების დანარჩენი წილი მოდის კომპანია Tesla-ზე, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი გახლავთ და მის მიმდინარე მიზანს უახლესი კრიპტოვალუტის – Dogecoin-ის – „დედამიწის ვალუტად“ ქცევა წარმოადგენს.

3.ბილ გეიტსი

ქვეყანა: აშშ
ქონება: 127 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: Microsoft

ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიის, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსის ქონება წელს პირველად ასცდა 100 მილიარდი დოლარის ნიშნულს – მისი ქონება თითქმის 30 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც გარკვეულწილად კომპანიის მარაგების 66%-იანმა ზრდამ განაპირობა. ასევე აღსანიშნავია ტრაქტორის მწარმოებლის, Deere & Co-ის აქციების მომატებული წილები. ბილ გეიტსისთვის კლიმატის ცვლილების საფრთხეები პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. თებერვლის განცხადების მიხედვით, მან 2 მილიარდი დოლარი გაიღო ნულოვან გამონაბოლქვზე მომუშავე კომპანიებისთვის.

4.მარკ ცუკერბერგი

ქვეყანა: აშშ
ქონება: 114 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: Facebook

სოციალური ქსელი Facebook-ი კვლავ ლიდერი საკომუნიკაციო პლატფორმაა, მით უმეტეს – პანდემიის პერიოდში. 2021 წლის პირველი კვარტალის მონაცემების მიხედვით, კომპანიის შემოსავალი გასული თვეების განმავლობაში $26.1 მილიარდით გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელზე 48%-ით მეტია. შედეგმა ანალიტიკოსების მოლოდინსაც გადააჭარბა -კერძოდ, $3 მილიარდით.

გარდა ამისა, მზარდია Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობაც, რომელიც ყოველთვიურად 50 მილიონით იზრდება – გასულ თვეში პლატფორმას რეკორდული რაოდენობის – 2.85 მილიარდი – მომხმარებელი იყენებდა.

5.ლარი ელისონი

ქვეყანა: აშშ
ქონება: 102,3 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: სოფთვეარი

კომპანია Oracle-ი, რომელიც ლარი ელისონმა 1977 წელს დააფუძნა, 2020 წლის მონაცემებით, ბაზარზე 172 მილიარდ დოლარზე ძვირად შეფასდა. ახლა ლარი ელისონი კომპანიის 36%-ს ფლობს.

2012 წელს ბიზნესმენმა 300 მილიონი დოლარი გადაიხადა ჰავაის კუნძულ ლანაის შესაძენად, რომელიც მან ჯანმრთელობისა და გამაჯანსაღებელ ლაბორატორიად აქცია. ელისონი ასევე ტრამპის საკმაოდ ახლო მოკავშირეა, ამასთან ერთად, ის აპირებდა სოციალური პლატფორმა TikTok-ის ამერიკული ოპერაციების შესყიდვას, თუმცა ამ ეტაპზე გარიგება არ მიღწეულა.

6.სერგეი ბრინი

ქვეყანა: აშშ
ქონება: 96 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: Google

სერგეი ბრინმა ლარი პეიჯთან ერთად კომპანია Google-ი 1998 წელს დააფუძნა. ისინი ცდილობდნენ, შეექმნათ სრულყოფილი საძიებო სისტემა, რომელიც მომხმარებლის ყველა საჭიროებას დააკმაყოფილებდა. დღეს კომპანია Google-ის საბაზრო ღირებულება 320 მილიარდი დოლარია.

7.სტივ ბალმერი

ქვეყანა: აშშ
ქონება: 72,3 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: Microsoft

სტივ ბალმერი, რომელიც 2000-2014 წლებში კომპანია Microsoft-ს ხელმძღვანელობდა, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების უმდიდრესი სპორტული გუნდის მფლობელია. საქველმოქმედო ორგანიზაცია „ბალმერ ჯგუფმა“, რომელიც მან თავის მეუღლესთან, კონისთან ერთად დააფუძნა, გასული წლის განმავლობაში 54 მილიონი დოლარი გამოყო Covid-19-ის პანდემიისგან დაზარალებულთა დასახმარებელი სხვადასხვა პროექტისთვის.

8.მა ჰუათენი

ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: 58,6 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: ინტერნეტმედია

მა ჰუათენგი (ასევე ცნობილი როგორც Pony Ma) მართავს ჩინურ ინტერნეტგიგანტ Tencent Holdings- ს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ბაზრის ზღვრული მოცულობით უმსხვილეს ბიზნესებს შორისაა. ბოლო მონაცემებით, Tencent-ის პოპულარულ სოციალური ქსელის აპლიკაცია WeChat-ს 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

9.მაკენზი სკოტი

ქვეყანა: აშშ
ქონება: 56.8 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: Amazon

ჯეფ ბეზოსთან განქორწინების ხელშეკრულების თანახმად, მაკენზი სკოტი კომპანია Amazon-ის მეოთხედის მფლობელია. გასულ წელს მაკენზი სკოტის საქველმოქმედო დონაციებმა აშშ-ში ყველა მსხვილი ფილათროპი დაჩრდილა. მან ჯამურად 5,8 მილიარდი დოლარით დააფინანსა 400-ზე მეტი ორგანიზაცია.

10.ჯეკ მა

ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: 46 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: ელექტრონული კომერცია

ბოლო თვეების განმავლობაში Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა ჩინეთის ტექნიკური კომპანიების ჩინეთის მარეგულირებელი მოქმედების ცენტრალურ ფიგურად იქცა. მისი ინვესტიციები, ელექტრონული კომერციის გარდა, ასევე მოიცავს ჩინურ მედიამაუწყებელ Huayi Brothers-ს.

11.მაიკლ დელი

ქვეყანა: აშშ
ქონება: 45,1 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: Dell კომპიუტერები

კომპიუტერების მწარმოებელი კომპანია Dell Technologies-ის აქციები გასული წლის განმავლობაში 187% -ით გაიზარდა, რამაც მისი დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ დელის  ქონება 22,2 მილიარდი დოლარით გაზარდა. ასევე გასულ წელს  მაიკლ და სიუზან დელის ფონდმა კოვიდ-19-თან საბრძოლველად 100 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა.

12.კოლინ ჟენ ჰუანგი

ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: 41,2 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: ელექტრონული კომერცია

ფასდაკლების კუპონების ციფრული პლატფორმის, Pinduoduo-ს დამფუძნებელი კოლინ ჟენ ჰუანგი გასულ წელს 38,8 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. Pinduoduo კი ჩინეთის ყველაზე მსხვილი ელექტრონული კომერციის პლატფორმა გახდა.

13.ჟენგ იმინგი

ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: 36 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: ByteDance

იმინგი ფლობს ჩინეთის ინტერნეტგიგანტ ByteDance-ის წილის 22%-ს. ჩინეთში ახალი ამბების პლატფორმა Toutiao-სა და სოციალური ქსელის, TikTok-ის მსოფლიო პოპულარობის შედეგად კი კომპანია ByteDance-ი სტაბილურად ფართოვდება. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ჟანგ იმინგი იყო 2013 წლის Forbes China 30 Under 30-ის საპატიო სიაში.

14.უილიამ ლეი დინგი

ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: 35,7 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: ონლაინთამაშები

უილიამ დინგი არის ჩინური ონლაინთამაშების გიგანტის, NetEase- ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. კომპანიის სახელს უაკვშირდება მსოფლიოში ცნობილი  როლური ონლაინთამაში  Fantasy Westward Journey.

პანდემიასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა მძაფრი მოთხოვნა განაპირობა NetEase–ის თამაშებზე. ამის შედეგად, უილიამ დინგის ქონება გასულ წელს თითქმის გაორმაგდა.

15.ლეი ჯუნი

ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: 25,5 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: სმარტფონები

ლეი ჯუნი კომპანია Xiaomi-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც მსოფლიო ბაზრის წილის მიხედვით, სმარტფონების მოვაჭრეთა ხუთეულშია. ჯუნის კომპანიებში ასევე შედის პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელი Kingsoft-ი, რომელსაც ლეიმ 2007 წელს IPO სტატუსი მიანიჭა და მისი სპინოფი, Kingsoft Cloud-ი, რომელიც გასულ წელს გამოჩნდა.

16.შივ ნადარი

ქვეყანა: ინდოეთი
ქონება: 23,1 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: სოფთვეარი

შივ ნადარი ახლა ყველაზე მდიდარი ტექნიკური მილიარდერია შეერთებული შტატებისა და ჩინეთის გარეთ. მისი IT სერვისების მომწოდებელი კომპანია HCL Technologies-ი, რომელიც მან 1976 წელს ავტოფარეხში დააარსა, პანდემიის საფონდო ჩიხში მოქცევას გადაურჩა და ახლა მისი ვაჭრობის მაჩვენებლები რეკორდულ ნიშნულზეა. გასულ წელს HCL–მ კომპანიის ისტორიაში პირველად მიიღო 10 მილიარდი დოლარის ოდენობის წლიური შემოსავალი.

17.პიერ ომიდიარი

ქვეყანა: აშშ
ქონება: 22,2 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: Ebay

პარიზში დაბადებული ამერიკელი მილიარდერის, პიერ ომიდიარის ქონება ძირითადად  PayPal-დან და eBay-დან გამომდინარეობს, რომელიც მან 1995 წელს დააფუძნა. 2002 წელს eBay– მ  შეისყიდა ონლაინგადახდის კომპანია PayPal-ი, რომელიც  2014 წელს გაყიდა. პიერ ომიდიარი ამჟამად eBay- ის 5%-ს, ხოლო Paypa- ის 6%  წილს ფლობს.

პიერ ომიდიარმა 10 მილიონ დოლარზე მეტი გაიღო Covid-19-ით დაზარალებულთა  დახმარების მიზნით,  მათ შორის 1 მილიონი დოლარი – მის საცხოვრებელ შტატ ჰავაიში.

18.ვანგ სინგი

ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: 21,3 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: ელექტრონული კომერცია

ვანგ სინგმა მისი კომპანიის, Meituan-ის შემოსავლებიდან $ 20 მილიარდი გამოიმუშავა. შემოსავლების ზრდასთან ერთად, კომპანიის წილის ფასი 2020 წლის მარტიდან 350% –ით გაიზარდა.

დივერსიფიცირებული ინტერნეტგიგანტი, რომელიც სინგმა 2010 წელს დააფუძნა როგორც Groupon-ის ანალოგი, დიდ თანხებს ხარჯავს ციფრული შეთავაზებებისთვის. მისი ბოლოდროინდელი წარმატების მთავარი წყარო საკვები პროდუქტების მომწოდებელი  DoorDash– ის მსგავსი კომპანიაა, რომელზე მოთხოვნაც პანდემიის პერიოდში მკვეთრად გაიზარდა ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით.

19. ჟენგ ჟიდონგი

ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: 21,1 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: ინტერნეტმედია

2014 წლის სექტემბერში პენსიაზე გასვლამდე, 16 წლის განმავლობაში, ჟიდონგი იყო ჩინეთის სათამაშო და სოციალური მედიის გიგანტის, Tencent– ის მთავარი ტექნოლოგი.

2014 წლის შემდეგ მისი ქონება 10 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც კომპანია Tencent-ის 3% -იანი წილის დამსახურებაა.

20.რიჩარდ ქიანგდონგ ლუ

ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: 18,9 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: ელექტრონული კომერცია

რიჩარდ ქიანგდონგ ლუმ ელექტრონული კომერციის პლატფორმა JD.com-ი 1998 წელს დააარსა და ჩინეთის საცალო ვაჭრობის სექტორის ლიდერად აქცია.

500 მილიონი აქტიური მომხმარებლის წყალობით, 2020 წელს კომპანიის წლიურმა მოგებამ 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა. გასულ წელს ლუმ და მისმა მეუღლემ, ნენსი ჟანგმა, გაერთიანებულ სამეფოს 5 მილიონი სამედიცინო ნიღაბი, 50 სასუნთქი აპარატი და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა შესწირა Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

Previous Post

საქართველოს ბანკი და  „კინგსი“ გრძელვადიან პარტნიორობას იწყებენ

Next Post

USAID-ის $330-მილიონიანი დახმარება საქართველოს – რას უნდა მოხმარდეს იგი?

თინათინ ინაური

Next Post
USAID-ის $330-მილიონიანი დახმარება საქართველოს – რას უნდა მოხმარდეს იგი?

USAID-ის $330-მილიონიანი დახმარება საქართველოს - რას უნდა მოხმარდეს იგი?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result