Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე ბიზნესი

ტექნოლოგიური გიგანტები თანამშრომელთა გათავისუფლებას წელსაც განაგრძობენ

by Salo Papalashvili
January 12, 2024
in ბიზნესი, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
ტექნოლოგიური გიგანტები თანამშრომელთა გათავისუფლებას წელსაც განაგრძობენ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ახალი წელი ტექნოლოგიური ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანიების ნაწილმა თანამშრომელთა გათავისუფლებით დაიწყო. ეს კი გარკვეულწილად შესაძლოა 2023 წლის ტენდენციის გაგრძელებად მივიჩნიოთ, რომელიც ტექნოლოგიურ სფეროში ათწლეულებზე მეტი ხნის განმავლობაში კომპანიებში თანამშრომელთა ყველაზე მკვეთრი შემცირებათა რაუნდებით გამოირჩეოდა.

უკანასკნელ რამდენიმე დღეში, იმ კომპანიათა შორის, რომელთაც დასაქმებულთა შემცირება დააანონსეს, იყო Amazon-ი. საცალო ონლაინვაჭრობის გიგანტი სტრიმინგისა და სტუდიური ოპერაციების განყოფილებაში, მათ შორის Prime Video-სა და პირდაპირი ტრანსლაციის საიტ Twitch-ში, ასეულობით თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ასობით პოზიციას ინჟინერიის განყოფილებასა და ხმოვანი ასისტენტის გუნდში შეამცირებს Google-ი. ხოლო Unity Software-ი, რომელიც ისეთი პოპულარული თამაშის მხარდამჭერია, როგორიცაა Pokemon Go, სამუშაო ძალის 25%-ს ამცირებს –  დაახლოებით 1,800 სამუშაო ადგილს.

თანამშრომელთა გათავისუფლების მიზეზად Amazon-მა გარკვეულ სფეროებში ინვესტიციების შემცირება დაასახელა, რადგან კომპანიას სურს, მათი ძირითადი ფოკუსი, დაფინანსების ზრდასთან ერთად, კონტენტისა და პროდუქციის ინიციატივების მიმართულებით გადაიტანოს. ცნობისთვის, მხოლოდ გასულ წელს, Amazon-მა სამუშაო ძალა 27,000-ზე მეტი თანამშრომლით შეამცირა.

გათავისუფლებები Google-შიც პრიორიტეტებზე ფოკუსირებით ახსნეს. კომპანიის განცხადებით, 2023 წლის მეორე ნახევარში განხორციელებული ცვლილებებიც ეფექტიანობისა და სამუშაო ხარისხის გასაუმჯობესებლად იქნა მიღებული. გასულ წელს Google-მა 12,000 ადგილი შეამცირა.

2023 წლის ხუთრაუნდიანი შემცირებების შემდეგ, გათავისუფლებების ახალი სერიები Intel-მა მიმდინარე წელსაც დააანონსა. დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას განაგრძობენ Meta Platforms-სა და Salesforce-ში, თუმცა შემცირებები ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, მკვეთრად მცირე მოცულობებით ხდება. მიუხედავად ამისა, კომპანიათა ქცევა მიუთითებს, რომ ტექნოლოგიური ინდუსტრია გასული ათწლეულის მსგავს ზრდას ჯერ კიდევ არ დაჰბრუნებია. საპროცენტო განაკვეთების ზრდასთან ერთად, კომპანიათა ნაწილი მოგებაზე უფრო მეტადაა ორიენტირებული, ვიდრე შემოსავლების ზრდაზე.

თავის მხრივ კი, დასაქმებულები სამუშაოს დაკარგვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს ხელოვნური ინტელექტის გავლენაში ხედავენ. ენების შემსწავლელი აპლიკაცია Duolingo0-მ, ნაწილობრივ მის საქმიანობაში AI-ის დანერგვით, კონტრაქტორების, როგორიცაა მთარგმნელები, 10% შეამცირა. მეორე მხრივ, თანამშრომელთა შემცირების მიზეზი შესაძლოა კომპანიათა გაერთიანებებიც იყოს. მაგალითად, Juniper Networks-თან $14-მილიარდიანი გარიგების ფარგლებში გაერთიანების შემდეგ, Hewlett Packard Enterprise-მა განაცხადა, რომ ავტომატიზაციის საშუალებით Juniper-ის ხარჯების შემცირება განიხილება.

Layoffs.fyi-ის მონაცემებით, გასულ წელს თანამშრომელთა შემცირების გადაწყვეტილება 1,186 ტექნოლოგიურმა კომპანიამ მიიღო. საერთო ჯამში, გასულ წელს, ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებმა 262,600 სამუშაო ადგილი შეამცირეს. მიმდინარე წლის პირველი იანვრის შემდეგ კი, თვრამეტმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ კოლექტიურად უკვე 2,945 თანამშრომელი დაითხოვა.

Previous Post

ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 2023 წელს 31%-ით გაიზარდა – Rho Motion

Next Post

ჰუსიტების თავდასხმების გამო გლობალური ვაჭრობა 1.3%-ით შემცირდა – IfW Kiel

Salo Papalashvili

Next Post
ჰუსიტების თავდასხმების გამო გლობალური ვაჭრობა 1.3%-ით შემცირდა – IfW Kiel

ჰუსიტების თავდასხმების გამო გლობალური ვაჭრობა 1.3%-ით შემცირდა - IfW Kiel

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result