Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ტექნოლოგიური გარღვევა საქართველოს ჯანდაცვაში – როგორ აუმჯობესებს „რადიუმის“ ინოვაციური პლატფორმა medspace.me კლინიკების ეფექტიანობას?

by იზა გვარამაძე
May 23, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ტექნოლოგიური გარღვევა საქართველოს ჯანდაცვაში – როგორ აუმჯობესებს „რადიუმის“ ინოვაციური პლატფორმა medspace.me კლინიკების ეფექტიანობას?
0
SHARES
0
VIEWS

თანამედროვე მედიცინაში ტექნოლოგიების როლი ფუნდამენტურად იცვლება.

ხელოვნური ინტელექტის (AI), Cloud ტექნოლოგიებისა და პროცესების ავტომატიზაციის დანერგვა აღარ არის მხოლოდ ფუტურისტული ხედვა, არამედ გადაუდებელი საჭიროებაა ჯანდაცვის სისტემების ეფექტიანობის, სიზუსტისა და ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

AI-ს შესაძლებლობები – იქნება ეს დიაგნოსტიკის გაუმჯობესება მონაცემთა სიღრმისეული ანალიზის მეშვეობით, პერსონალიზებული მედიცინის ხელშეწყობა თუ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ტრანსფორმაცია Automatic Speech Recognition (ASR) და Natural Language Processing (NLP) ტექნოლოგიებით – უპრეცედენტო პოტენციალს ქმნის.

საქართველოს ჯანდაცვის ბაზარი ნელ-ნელა ამ გლობალური ტენდენციების ნაწილი ხდება. ადგილობრივი კლინიკები მუდმივად ეძებენ გზებს ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციის, ადმინისტრაციული ტვირთის შემცირებისა და პაციენტებზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველსაყოფად.

ამ გამოწვევებზე კომპლექსურ პასუხს გვთავაზობს ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი „რადიუმი“ თავისი ერთიანი, მძლავრი სამედიცინო პლატფორმით, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციონალს აერთიანებს.

„რადიუმის“ სამედიცინო პლატფორმა: ინტეგრირებული გადაწყვეტილება ჯანდაცვის ეფექტიანობისთვის

„რადიუმის“ პლატფორმა შექმნილია, რათა ეფექტიანად მოაგვაროს კლინიკების ძირითადი ოპერაციული და ტექნოლოგიური საჭიროებები.

პლატფორმის ფარგლებში გაერთიანებულია ყველა ის ფუნქციონალი რომელიც უზრუნველყოფს ერთიან საინფორმაციო სივრცეს:

რადიოლოგიური გამოსახულებების არქივაციისა და მართვის მოდული (Cloud PACS):

პლატფორმის ეს ნაწილი კლინიკებს სთავაზობს რადიოლოგიური გამოსახულებების არქივაციისა და მართვის სრულყოფილ Cloud გადაწყვეტას.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამედიცინო ინფორმაციის 15-წლიანი შენახვის ვალდებულება ხშირად დიდ ტექნოლოგიურ და ფინანსურ ტვირთს აკისრებდა კლინიკებს ტრადიციული PACS სისტემების სახით.

„რადიუმის“ პლატფორმის მეშვეობით, ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია ყოველგვარი საწყისი კაპიტალური ინვესტიციის გარეშე,

ეს მოდული ქმნის ეფექტიან მონაცემთა ბაზას კვლევების მარტივად მოსაძიებლად, რადიოლოგებსა და ექიმებს აძლევს მყისიერ, დისტანციურ წვდომას გამოსახულებებზე ნებისმიერი მოწყობილობიდან, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს დიაგნოსტიკურ პროცესს. ასევე ეს ღრუბლოვანი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მომავალში კლინიკებს გაუჩნდეთ წვდომა მოწინავე რადიოლოგიურ AI სადიაგნოსტიკო ალგორითმებთან.

სამედიცინო დოკუმენტბრუნვის ავტომატიზაციის მოდული (AI ტრანსკრიფცია): სამედიცინო დოკუმენტაციის შედგენაზე დახარჯული დროისა და შეცდომების რადიკალური შემცირება AI-ის მეშვეობით

ექიმების დროის მნიშვნელოვანი ნაწილი სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას ხმარდება, რაც ამცირებს პაციენტებთან უშუალო კონტაქტისთვის დარჩენილ დროს. „რადიუმის“ პლატფორმაში ინტეგრირებული AI-ზე დაფუძნებული კარნახის სისტემა რადიკალურად ცვლის ამ პროცესს. ASR და NLP ტექნოლოგიების გამოყენებით, ექიმს შეუძლია ნაკარნახევი ინფორმაცია ავტომატურად გადააქციოს სტრუქტურირებულ სამედიცინო ტექსტად და დააინტეგრიროს პაციენტის ელექტრონულ ბარათში ან სხვა საჭირო დოკუმენტში.

ეს ფუნქციონალი აჩქარებს დოკუმენტაციაზე მუშაობას მინიმუმ 100%-ით, ამცირებს ოპერაციულ ხარჯებს, ზრდის მიღებული პაციენტების რაოდენობას და მნიშვნელოვნად ამცირებს დოკუმენტაციაში შეცდომების დაშვების ალბათობას. ის უშუალოდ ამსუბუქებს სამედიცინო პერსონალის ადმინისტრაციულ ტვირთს.

სამედიცინო AI ასისტენტის მოდული: ინფორმირებული გადაწყვეტილებები და გაიდლაინებთან შესაბამისობა

პლატფორმა მოიცავს მძლავრ სამედიცინო AI ასისტენტს, რომელიც შექმნილია კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის მხარდასაჭერად. ეს AI-ზე დაფუძნებული მოდული ახორციელებს პაციენტის მონაცემების მყისიერ ანალიზს, ეხმარება ექიმებს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის დაგეგმვაში. ის ეყრდნობა უახლეს სამედიცინო გაიდლაინებსა და რეკომენდაციებს, სწრაფად ავლენს ნებისმიერ შეუსაბამობას ან პოტენციურ რისკს. AI ასისტენტი მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანურ შეცდომებს და უზრუნველყოფს, რომ კლინიკური გადაწყვეტილებები იყოს მონაცემებზე და გაიდლაინებზე დაფუძნებული, რაც უშუალოდ აისახება მკურნალობის შედეგებზე და ხელს უწყობს დიაგნოსტიკის სიზუსტეს.

ტელეკონსულტაციების მოდული: უსაფრთხოება და ავტომატიზაცია დისტანციურ მედიცინაში

დისტანციური სამედიცინო სერვისების მზარდი საჭიროებიდან გამომდინარე, „რადიუმის“ პლატფორმაში ინტეგრირებულია უსაფრთხო, AI-ზე დაფუძნებული ტელეკონსულტაციების მოდული. ის უზრუნველყოფს დაცულ არხს ექიმებსა და პაციენტებს შორის კომუნიკაციისთვის და მონაცემთა უსაფრთხო გაცვლას.

ამ მოდულის უპირატესობაა ტელეკონსულტაციის საფუძველზე პაციენტის სამედიცინო ბარათის ავტომატური გენერაციის შესაძლებლობა, რაც ამცირებს ექიმის ადმინისტრაციულ ტვირთს და უზრუნველყოფს დისტანციური ვიზიტების სრულყოფილ დოკუმენტირებას.

ეს ფუნქციონალი ზრდის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის.

„რადიუმის“ პლატფორმის მთავარი ძალა მის უნივერსალურობაში და ტექნოლოგიურობაშია. სხვადასხვა ფუნქციონალის ერთ სივრცეში გაერთიანება უზრუნველყოფს მონაცემთა შეუფერხებელ გაცვლას, ქმნის ერთიან და ინტუიციურ სამუშაო გარემოს სამედიცინო პერსონალისთვის.

ეს სინერგია იწვევს ოპერაციული ეფექტიანობის მნიშვნელოვან ზრდას, ხარჯების შემცირებას (როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი გზით) და პაციენტთა მომსახურების ხარისხის ამაღლებას.

„ჩვენი მიზანია, ქართველ ექიმებს მივცეთ თანამედროვე ინსტრუმენტები, რომლებიც გაამარტივებს მათ ყოველდღიურ საქმიანობას და გააუმჯობესებს პაციენტებზე ზრუნვის ხარისხს,“ – აცხადებენ კომპანიაში. „მოხარულები ვართ, რომ საქართველოს წამყვანი კლინიკები ინტერესით შეხვდნენ ჩვენს ინიციატივას და აქტიურად ჩაერთნენ ამ ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვის პროცესში.“

„რადიუმის“ პლატფორმის დანერგვა არა მხოლოდ ცალკეული კლინიკების ეფექტიანობის ზრდის, არამედ მნიშვნელოვან ღირებულებას ქმნის მთელი საქართველოს ჯანდაცვის ეკოსისტემისთვის. ის ეხმარება სექტორს მოდერნიზაციაში და ნერგავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. „რადიუმი“, როგორც ინოვაციური ქართული კომპანია, საკუთარი პლატფორმით, კატალიზატორის როლს ასრულებს საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ციფრულ ტრანსფორმაციაში, რაც გზას უხსნის უფრო ეფექტიან, ხელმისაწვდომ და მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას ქვეყანაში.

S

Previous Post

რჩევები მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მონაწილეებისათვის – პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

Next Post

Georgian Startup Radium Pioneers Healthcare Transformation with AI-Powered Platform Medspace.me

იზა გვარამაძე

Next Post
„თეგეტა ბიზნესი“ – ჰოლდინგის ახალი მიმართულება ბიზნესების მხარდასაჭერად

„თეგეტა ბიზნესი“ - ჰოლდინგის ახალი მიმართულება ბიზნესების მხარდასაჭერად

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result