Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ტელეკომპანიები ყველაზე მოცულობითი სამთავრობო რეკლამით

by Forbes.ge
February 28, 2021
in ქართულად
0
ტელეკომპანიები ყველაზე მოცულობითი სამთავრობო რეკლამით
0
SHARES
0
VIEWS

წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა ტელევიზიებთან 4 653 136,5 ლარის ხელშეკრულებები გააფორმეს. მათი დიდი ნაწილი – 3 788 721 ლარი ნაციონალური და შერეული დაფარვის ტელევიზიებზე მოდის, დარჩენილი – 864 416,5 ლარი კი რეგიონულ მაუწყებლებზე.

მედიის განვითარების ფონდის კვლევის მიხედვით, ტელევიზიებს შორის ყველაზე მეტი ღირებულების – 2 449 3834 ლარის ხელშეკრულება “იმედთან” გაფორმდა, მას მოსდევს რუსთავი 2 (503 914 ლარი).

შემდეგ ადგილებზე არიან:

  • პულსი TV (202 290)
  • მაესტრო (56 092)
  • ტვ პირველი (22 210)
  •  საზოგადოებრივი მაუწყებელი ( 16 101)
  •  GDS (14 784)
  • პალიტრა ტვ (7 361)
  •  ერთსულოვნება (4000)
  •  კავკასია (3996)
  •  ხარისხის არხი (3200)
  •  ტვ 24 (3100)
  • იბერია TV (3073)
  •  ობიექტივი (1 855)
  • არტარეა TV2.0 (1980)
  • სტარვიზია (845).

აღნიშნული თანხის 69 % – 341 376 ლარი ტელეკომპანია იმედში, რუსთავი 2-სა და მაესტროში გადანაწილდა, 19 % (91 736 ლარი) კი – იმედსა და რუსთავი 2-ზე.

კვლევის მიხედვით, ტვ “იმედის” საბიუჯეტო კონტრაქტების ღირებულება 2015 წელთან შედარებით 2017 წელს გაორმაგდა, 2016 წელთან შედარებით კი თითქმის გასამმაგდა. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შემთხვევაში კი პირიქით: 2015 წელთან შედარებით 2017 წელს ტელეკომპანიაში საბიუჯეტო რეკლამის განთავსებაზე გაფორმებული კონტრაქტების ღირებულება 4-ჯერ არის შემცირებული, ხოლო 2016 წელს თითქმის 3-ჯერ.

რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელებაზე მთავრობის მიერ გამოცხადებულ ყველაზე დიდი ღირებულების კონსოლიდირებულ ტენდერში (2 მლნ.) 2017 წელს ტელეკომპანია “იმედმა” გაიმარჯვა.  2 მილიონიანი ტენდერის ფარგლებში ტვ “იმედთან” განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 282 618,06 ლარის ღირებულების კონტაქტი გააფორმეს, რასაც მეორე დიდი ნაციონალური არხი რუსთავი 2 სასამართლოში ასაჩივრებს.

მეორე კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებული, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა იმ ტელეკომპანიებს ჰქონდათ, ვისი სატელევიზიო რეიტინგი (AMR) არაუმეტეს 4%-ია, 11 მაუწყებელი იყო. ესენია: “არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“, “პალიტრა TV”, „ტელეკომპანია პირველი“, „სტარვიზია“, GDS TV, „სტუდია მაესტრო“, რუსთავი 2-ის ტვ არხები – მარაო და კომედი არხი, “კავკასია“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და ტელეკომპანია „იბერია-TV”.  1 მილიონიანი კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში 49 136 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 9 მედია საშუალებასთან 2 უწყებამ – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ გააფორმეს.

მედიის განვითარების ფონდის ანგარიში ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს, საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციას, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებ-გვერდსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომ დოკუმენტაციას, ასევე მედიით გავრცელებულ ცნობებს.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდის ანალიტიკურ პორტალზე მონაცემები მაუწყებელთა ფინანსური შემოსავლების შესახებ 25 ოქტომბრის მონაცემებით, განახლებული არ არის. კომისიის ვებ გვერდზე განთავსებული განმარტების მიხედვით:

“2017 წლის პირველ და მეორე კვარტალში რიგი მაუწყებლების მიერ წარმოდგენილი მონაცემები სტრუქტურულად არსებითად განსხვავდება ისტორიული მონაცემებისგან, რის გამოც მიმდინარეობს აღნიშნული ცვლილების მიზეზების გამოკვლევა/მონაცემების დაზუსტება და მონაცემების გამოქვეყნება დროებით შეჩერებულია”.

მედიის განვითარების ფონდში განმარტავენ, რომ აღნიშნული კანონმდებლობით განსაზღვრული ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტის უგულვებელყოფაა. შედეგად, MDF აღნიშნავს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თანხები იხარჯება სამაუწყებლო მედიაში და რამდენად ფინანსურად მდგრადია მედია გარემო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, გარდა საბიუჯეტო სარეკლამო შემოსავლისა, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაშია ხელმისაწვდომი.

Previous Post

სექტემბერში ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 594 მილიონი ლარით გაიზარდა

Next Post

TV Companies With The Biggest Volume Of Governmental Advrtisement

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
TV Companies With The Biggest Volume Of Governmental Advrtisement

TV Companies With The Biggest Volume Of Governmental Advrtisement

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result