Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home მოსაზრება ფორბს-მოსაზრება

სულიერება პირველ რიგში: ბიჰევიორიზმის დასასრული

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
სულიერება პირველ რიგში: ბიჰევიორიზმის დასასრული
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ვირთხის მიშვება ყველთან

ეს სინამდვილეში ის არის, რასაც აშშ-ის თითოეული პოლიტიკური პარტია ჰპირდება ამომრჩეველს, თუ მის კანდიდატს პრეზიდენტად აირჩევენ. ამ ანალოგიაში ვირთხა ძალაგამოცლილი ამერიკელი მშრომელია, ყველი კი მისი ჯილდო. თუ ყველა ვირთხა სწრაფად გაივლის ლაბირინთს და მივა ყველთან, ეკონომიკაც სწრაფად გაიზრდება.

ერთადერთი, რითაც დემოკრატები და რესპუბლიკელები განსხვავდებიან, ვირთხისათვის ბიძგის მიცემის ხერხია.
დემოკრატები იყენებენ Habitrail-ის (ბორბალი ზაზუნებისთვის) მიდგომას: მიეცი მშრომელს ფართო გალიისა და ლუქს-კლასის ბორბლის ეკვივალენტი და იგი საკმაოდ კარგ ფორმაში იქნება საიმისოდ, რომ ყველი მოიპოვოს. რესპუბლიკელები სტიმულზე ამახვილებენ ყურადღებას: გააორმაგეთ ყველის რაოდენობა და ვირთხა უფრო სწრაფად გაიკვლევს გზას. ვირთხის ანალოგია თანამედროვე ეკონომიკიდან მოდის. ეს დისციპლინათავის თავს განიხილავს, როგორც ლაბორატორიის მეცნიერებას – სუფთასა და სტერილურს.

მაგრამ ადამიანები ლაბორატორიული ვირთხები არ არიან. თუ სოციოლოგიამდელ სიტყვას გამოვიყენებთ, ისინი სულები არიან. და ეს სულები – ღვთისმოშიშნი თუ არც ისე – საკუთარ არჩევანს კომპლექსურად უდგებიან.

სწორედ ასეთ არახელშესახებ ნიუანსებზეა საუბარი ორ ახალ წიგნში, რომლებსაც, ეკონომისტების აზრით, ალბათ, ერთმანეთთან არაფერი საერთო არ აქვთ. პირველი წიგნი ისტორიას უკავშირდება: მელანი კირკპატრიკის “გაქცევა ჩრდილოეთ კორეიდან: აზიის ” იატაკქვეშა რკინიგზის” უცნობი ისტორია (Escape from North Korea: The Untold Story of Asia’s Underground Railroad) (Encounter Books). მეორეა სტივ ფორბსისა და ელიზაბეტ ეიმსის “თავისუფლების მანიფესტი: რატომაა თავისუფალი ბაზრები ზნეობრივი, ხოლო ზედმეტად დიდი უფლებებით აღჭურვილი მთავრობა – არა (Freedom Manifesto: Why Free Markets Are Moral and Big Government Isn’t ) (Crown Business). ბ-ნი ფორბსი ამ ჟურნალს ხელმძღვანელობს, ამიტომ მასზე წერას ჟურნალისტი მოერიდებოდა, მაგრამ “თავისუფლების მანიფესტი” იმდენად საინტერესოა, რომ უხერხულობის გრძნობა გვერდზე გადავდე.

დავიწყოთ ჩრდილოეთ კორეით, რომლის კანონების მიხედვითაც ქვეყნის დატოვება დანაშაულია. შესაძლოა ჩრდილოკორეელები ქვეყანას საკვებისა და ფულის საშოვნელად ტოვებენ. პროტესტანტული ეკლესიები ხშირად ეხმარებიან კორეელ ლტოლვილებს. ბევრი ლტოლვილი იცვლის სარწმუნოებას(ხშირადრაციონალური მოსაზრებით),- რამაც წარმოშვა ტერმინი „ბრინჯის ქრისტიანები”. სამხრეთი კორეა ჩრდილოკორეელებს კარგად შემუშავებულ პაკეტებს სთავაზობს – უფრო მეტი ყველის პრინციპით.

ყველის უფრო დიდი ნაჭერი
კირკპატრიკი არგუმენტირებულად ამტკიცებს, რომ მამაც ჩრდილოკორეელებს ამოძრავებთ რაღაც უფრო მეტი, ვიდრე მატერიალური სარგებელი. ჩრდილოკორეელებს, განსაკუთრებით ქალებს, თავისუფალი ცხოვრების მისაღწევად ურთულესი პრობლემების გადალახვა უწევთ. ბაზრები არ არის მთავარი, რაც მათ ამოძრავებთ. მართლაც, ჩრდილოკორეელებს „არ ესმით კონკურენტუნარიანობის რეალური მნიშვნელობა”, – ამბობს ერთ-ერთი თეორეტიკოსი. ბევრი მოქცეული თავის მოქმედებას საბოლოოდ სულიერი მოტივით ხსნის: „უცებ ვიგრძენი, რომ ღმერთი შესაძლოა არსებობდეს. ჩემს თავზემოთ მოციმციმე სინათლე გამოჩნდა”. ისინი, ვინც ლტოლვილებს ეხმარებიან, კომპენსაციას, ფაქტობრივად, არ იღებენ. ეს ბიჰევიორიზმის ჩარჩოში არ ექცევა.

კირკპატრიკის წიგნის ქვესათაურის მიხედვით, შეგვიძლია გავავლოთ კარგი პარალელი: ერთი მხრივ, ჩრდილოეთ კორეის სიტუაცია მისი გაქცეული მოქალაქეებით და, მეორე მხრივ, სამოქალაქო ომამდელი სამხრეთი თავისი მონებით. წლების განმავლობაში ეკონომისტები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ მონობა არ იყო მოგებიანი და პლანტაციები არ იძლეოდა კარგ სარგებელს. მათი აზრით, ეს იმის დასტური იქნებოდა, რომ ეკონომიკა არ უჭერს მხარს მონობას.
მაგრამ შემდეგ ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა, გამოჩენილმა ეკონომისტმა რობერტ ფოგელმა ნათლად დაგვანახვა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით მონობა „მუშაობდა”და პლანტაციები ნამდვილად საუკეთესო ფინანსურ მოგებას უზრუნველყოფდა. ფოგელს კოლეგებმა შეუტიეს, ის კი აცხადებდა, რომ ომამდელი სამხრეთის მთელი სურათი ვერაფრით ჩაეტეოდა მხოლოდ ეკონომიკის ჩარჩოში. როგორც ფოგელი წერდა, „მონების მიერ თავისუფლების დაკარგვა მნიშვნელობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე თავისუფალი ადამიანების ციფრებში გამოსახული მოგება”.

თავისუფლების მანიფესტი გვეუბნება, რომ სწორედ თავისუფლება – და არა მხოლოდ ყველი – ამოძრავებს ინოვაციას. „თავისუფალი ბაზრები იმისთვის არსებობს, რომ ხალხის მოთხოვნები და სურვილები დააკმაყოფილოს”, – ამტკიცებენ ფორბსი და ეიმსი. დემოკრატიული კაპიტალიზმი იმიტომაა წარმატებული, რომ ის მაგალითია „მორალური ოპტიმიზმისა”. ეს კარგი ფრაზაა. როგორც მაიკლ ნოვაკმა თქვა, „კომერციული საზოგადოების ფესვები – ნოვატორობა და გამომგონებლობა, შრომისმოყვარეობა, მომავალზე ორიენტირება – სათავეს იღებს ებრაული და ქრისტიანული რელიგიის მოთხოვნებიდან”.

კირკპატრიკის, ფორბსისა და ეიმსის ამ მნიშვნელოვანი ნამუშევრების გამოსვლა იმის ნიშანია, რომ ბიჰევიორისტების ძველი კედლები ნგრევას იწყებს. ეს კარგი ახალი ამბავია საზოგადოებისათვის, რომელიც მეტისმეტად დიდხანს იყო დატყვევებული ეკონომისტების გალიაში.

ემიტი შლაეს, George W. Bush Institute-ის The 4% Growth Project-ს დირექტორი;პოლ ჯონსონი, გამოჩენილი ბრიტანელი ისტორიკოსი და ავტორი; ლი კუან იუ, სინგაპურის ყოფილი პრემიერ-მინისტრი,და დეივიდ მელპასი, საერთაშორისო ეკონომიკის მიმომხილველი, Encima Global LLC-ს პრეზიდენტი.

Previous Post

გარდერობის დედოფალი

Next Post

Google-ის მაგისტრალი

მაგდა დოლიძე

Next Post
უფსკრულის პირას

უფსკრულის პირას

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result