Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

სტარტაპ კურსი — პრაქტიკული რჩევები შენი ბიზნესისთვის

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
სტარტაპ კურსი — პრაქტიკული რჩევები შენი ბიზნესისთვის
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ყველა დიდი თუ ცნობილი ბიზნესი განვითარების საწყის ეტაპზე სტარტაპი იყო. სტარტაპერობა არის ფაზა, რომლის გავლაც ყველას უწევს, თუმცა არც ისე ადვილია, შენი იდეა წარმატებულ ბიზნესად აქციო. ამისთვის გარკვეული ცოდნაა საჭირო, ხშირად კი ისე წამოვიწყებთ საქმეს, შესაბამისი ცოდნა ან არ გაგვაჩნია ან არ არის საკმარისი.

ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელზეც თიბისი უკვე წლებია მუშაობს. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ფინანსურ მხარდაჭერაზე მეტად, ადამიანებს ზოგჯერ ცოდნის გაზიარება სჭირდებათ პროფესიონალებისგან. ამიტომაც შევქმენით სტარტაპ კურსი, რომლის ფარგლებში, ბიზნეს საქმიანობით დაინტერესებულ ადამიანებს ცოდნის ამაღლებას ვთავაზობთ.

ეს არის პრაქტიკული კურსი, სადაც პროფესიონალები ბიზნესის დაწყების მსურველებს ცოდნასა და გამოცილებას უზიარებენ. ყველა მოდული თანამედროვე დამწყები ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა.

სტარტაპ კურსის ფარგლებში კიდევ ჩატარდება 3 ლექცია:

  • ბრენდი და კომუნიკაცია — ნინო ეგაძე, 09.11.21
  • ციფრული მარკეტინგი — პავლე გაბრიჭიძე, 16.11.21
  • ინვესტიციების მოზიდვა და ფიჩინგი — ლადი გაბუნია, 23.11.21

ამ ბლოგში უფრო ახლოს გაგაცნობთ ლექტორების ხედვებს და გაგიზიარებთ, თუ რას უნდა ელოდეთ მომავალ ლექციებზე.

სტარტაპ კურსზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაციის გავლა პროგრამა სტარტაპერზე.

ბრენდი და კომუნიკაცია — ნინო ეგაძე

ნინო ეგაძე თიბისის მარკეტინგის დირექტორია და სტარტაპ კურსის ფარგლებში ბრენდსა და კომუნიკაციაზე ისაუბრებს. ის აღნიშნავს, რომ თიბისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას ავითარებს. ამ საკითხში კი ბიზნესებისა და სტარტაპების მხარდაჭერას დიდი ადგილი უჭირავს.

„მიგვაჩნია, რომ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკის, ისე მთლიანად საზოგადოების განვითარებისთვის. რაც შეეხება სტარტაპ კურსს, ეს ერთ-ერთი ნაწილია იმ დიდი პროგრამისა, რომელშიც ათასობით ბიზნესი, ათი ათასობით მომხმარებელი და სტარტაპერი მონაწილეობს. პროგრამას ძალიან პრაქტიკული დანიშნულება აქვს — მისცეს ცოდნა ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ რესურსი, ორგანიზაციის შიგნით თუ გარეთ დაიქირაონ შესაბამისი სპეციალისტები“, — ამბობს ნინო.

მისი თქმით, კურსის  მიზანია, სტარტაპებს გაუზიარონ ცოდნა, რათა მათ მინიმალური ბიუჯეტით თუ სწორი ხედვით მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა და განავითარონ კომპანია.

„მთავარი ღირებულება, რომელიც კურსის წევრებს შეგვიძლია მივცეთ როგორც ლექტორებმა, ისე თიბისიმ, არის ის, რომ ვაჩვენოთ, რა ხდება ამა თუ იმ სფეროში, მივცეთ  პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე წვდომა და ვუპასუხოთ მათ შეკითხვებს“, — ამბობს ნინო და დასძენს, რომ ამ და სხვა მსგავსი კურსების სახით, თიბისი კრეატიული იდეების მქონე ადამიანების მხარდამჭერი იქნება.

ციფრული მარკეტინგი — პავლე გაბრიჭიძე

„ბევრი ადამიანია ჩვენ გარშემო, რომელსაც სტარტაპის შექმნა სურს. მათ დიდ ნაწილს კი არ აქვს საკმარისი გამოცდილება და ცოდნა იმისათვის, რომ სწორად წარმართოს კომუნიკაცია ან, ზოგადად, გაუძღვეს ბიზნესს. ეს კურსი მათ ამ ცოდნის მიღებაში დაეხმარება. მას დადებითი გავლენა ექნება თითოეული სტარტაპის წარმატებაში“, — ასე აღწერს სტარტაპ კურსის მნიშვნელობას პავლე გაბრიჭიძე, ციფრული მარკეტინგის ლექტორი და ტრენერი.

მისი თქმით,  კურსი, რომელიც სხვადასხვა მოდულისგან შედგება, ერთგვარი გზამკვლევია ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის.

„შეხვედრაზე ისინი გაიგებენ, რა უნდა გაითვალისწინონ ციფრული კომუნიკაციის დაგეგმვისას, როგორ უნდა გადადგან ნაბიჯები ამ სივრცეში ისე, რომ შეცდომა არ დაუშვან და მოკლე ვადაში მაქსიმალური შედეგი მიიღონ. თეორიასთან ერთად განვიხილავთ პრაქტიკულ მაგალითებს, ვიმსჯელებთ სხვადასხვა კომპანიის შეცდომებზე თუ წარმატების ისტორიებზე. ეს იქნება სემინარი, სადაც ადამიანები ციფრული კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვას ისწავლიან“, — ამბობს პავლე.

ინვესტიციების მოზიდვა და ფიჩინგი — ლადი გაბუნია

სტარტაპ კურსის ბოლო შეხვედრა ინვესტიციების მოზიდვასა და ფიჩინგს ეხება. ამ თემაზე ლადი გაბუნია,  ინფლუენსერ მარკეტინგის სააგენტოს და პლატფორმა Echolize-ის თანადამფუძნებელი ისაუბრებს.

„ჩემი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ინვესტორი არაა მხოლოდ ფული, მას გაცილებით მეტი რამ მოაქვს სტარტაპისთვის — ესაა რესურსები, გამოცდილება, კომპანიის უცხო თვალით შეფასება, კონტაქტები, რაც განვითარებაში გეხმარებათ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც ამ კურსიდან შეგიძლია გაიგოთ, არის ის, თუ როგორ უნდა წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და რას გაუსვათ ხაზი, რომ ინვესტორი დააინტერესოთ“, — ხსნის ლადი.

ლადის თქმით, შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იქნება, იგი უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს, განიხილავს მაგალითებს და ისტორიებს.

„ველი, რომ აუდიტორიაში წარმოდგენილი იქნებიან ნამდვილი სტარტაპერები, დიდი ამბიციებით, რომლებიც ტექნოლოგიაზე დააფუძნებენ საკუთარ საქმიანობას“, — აღნიშნავს ლადი.

აქ, ახლა, შენ გაქვს შესაძლებლობა, გაიგო ყველაფერი, რაც ბიზნესის დასაწყებადაა საჭირო, გაიცნო დარგის წამყვანი სპეციალისტები, თანამოაზრეები და გახდე სტარტაპ ეკოსისტემის ნაწილი.

Previous Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ფაბრიკა 1900“ საწარმოო ხაზს ოთხჯერ გაზრდის

Next Post

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result