პოლიტიკა

მაგდა დოლიძე

Starbucks-მა ყველაზე დიდი მაღაზია გახსნა

1 წუთის წასაკითხი

Starbucks -მა ჩიკაგოში ყველაზე დიდი მაღაზია გახსნა. ხუთსართულიანი მაღაზია 35,000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მას 200 თანამშრომელი ემსახურება.

მაღაზია გათვლილია ტურისტებზე და მათ სთავაზობს განსაკუთრებული ყავისა და ჩაის ნაირსახეობას, რომლის დაგემოვნებაც იქვე განთავსებულ ბარებში შეუძლიათ საფირმო კოქტეილებთან ერთად.

Starbucks-ის აღნიშნულ შენობაში სივრცე ზონალურად არის დაყოფილი, ცენტრალური ნაწილი ემსახურება ყავის გაყიდვებს. Arriviamo Bar-ი განკუთვნილია ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებისთვის.  ამავე შენობაში ასევე განთავსებულია Princi-ი, რომელიც Starbucks- ის საცხობ და კაფეების კონცეფციას აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ Starbucks -ს ჯამში 800 მაღაზია აქვს, ხოლო მათი თანამშრომელების რიცხვი 18,000 მეტს აჭარბებს.

წყარო: CNN Business

More to read

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Related Posts