Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

სტაბილურობიდან მდგრადობამდე

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ეკონომიკა
0
სტაბილურობიდან მდგრადობამდე
0
SHARES
0
VIEWS

თბილისი განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განვითარდება.

2009 წელს, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ძალაში შევიდა “თბილისის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა”, რომელიც 2014 წელს, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დამტკიცდა როგორც “დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა”.

ამ პროცესებს წინ უსწრებდა 2000-იანი წლების ინვესტორთა ძლიერი სამშენებლო აქტივობა, ე.წ. “ბუმი” – “ბრძოლა საუკეთესო ადგილების დაუფლებისათვის”. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ პერიოდში საკმაოდ აშკარა დაპირისპირება მიმდინარეობდა ქალაქის რეგულირების სისტემასა და “თავისუფალ ბაზარს” შორის, რომლის აპოლოგეტებსაც “ლიბერალი” ქალაქმგეგმარებლები წარმოადგენდნენ.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში თბილისში მიმდინარე მშენებლობებმა დაარღვიეს ქალაქის სამშენებლო განვითარების ლოგიკა და ბალანსი, რითაც კიდევ უფრო გაამძაფრეს ე.წ. “გარდამავალი პერიოდის” უკვე არსებული წინააღმდეგობები. მიუხედავად წინა, უკვე ძალადაკარგული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მთელი რიგი პოზიტიური გადაწყვეტებისა, ამ დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდგომაც ვერ იქნა დაძლეული დედაქალაქის ტერიტორიის სტრუქტურირებასა და მის შემადგენელ ქვესისტემებს შორის არსებული დისბალანსი. კერძოდ, ტერიტორიების გამოყენება, სივრცით-გეგმარებითი წყობა, ურბანული გარემოს ხარისხი არ შეესაბამებოდა ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა თუ ეკოლოგიურ მოთხოვნებს.

ცნობილია, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სწორედ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ქმნის ქალაქის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების საფუძველს, რომელიც ქალაქდაგეგმარებისა და სხვა დარგობრივი დოკუმენტების გადაწყვეტების საფუძველზე ადგენს ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების პირობებს.

თბილისში ურბანულ-გეგმარებითი წესრიგის აღდგენა საზოგადოებრივი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით და მდგომარეობის თანდათანობითი შემობრუნების გზით, ის უმთავრესი ამოცანაა, რომელიც მიზნად დაისახა განახლებულ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ორგანიზაციამ “სითი ინსტიტუტი საქართველომ” თავის გერმანელ, ფრანგ და ჰოლანდიელ პარტნიორებთან ერთად.

2019 წლის 15 მარტს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, დედაქალაქის ტერიტორიული განვითარების პრიორიტეტს წარმოადგენს არსებული განაშენიანებული ტერიტორიების განვითარების ინტენსიური მოდელი ექსტენსიურის ნაცვლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გენგეგმის გადაწყვეტებით დასახულია ტერიტორიების ბალანსირებული და რეკონსტრუქციაზე ორიენტირებული განვითარება.

მარტივად რომ ვთქვათ, განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის როლი სამ ძირითად ასპექტს მოიცავს:

პირველ რიგში, გენერალურმა გეგმამ უნდა უზრუნველყოს ბალანსი საზოგადოებრივ და კერძო ინტერესებს შორის. ანუ შეზღუდვების გზით არ უნდა დაუშვას კერძო განვითარებები, რომლებიც საერთო ინტერესებს ავნებს და წახალისებების გზით უნდა მიმართოს ისინი ერთიან კალაპოტში საერთო ეფექტის გაზრდისათვის.

მეორე მხრივ, მიწათსარგებლობის გენერალურმა გეგმამ უნდა შექმნას წინასწარ განჭვრეტადი გარემო. საქალაქო ცხოვრებაში ჩართულ ყველა მხარეს უნდა შეეძლოს იმის განსაზღვრა, თუ რა ჩარჩოებში წარიმართება მომავალი პროცესები მიუხედავად პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა ცვლილებებისა, რა წესებს დაემორჩილება საქალაქო განვითარება და რა ლოგიკით შეიცვლება იგი.

და მესამე, გენერალურმა გეგმამ ხელი უნდა შეუწყოს გრძელვადიანი სამართლიანობის დამყარებას. რეალურად, მოცემული მჭიდრო კავშირშია ზემოხსენებულ ორ პუნქტთან და დიდწილად მათ შედეგს წარმოადგენს. ქალაქის განვითარების ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ არც ერთი მხარე არ სარგებლობს განსაკუთრებული პრივილეგიებით, რომ ყველა ემორჩილება ერთიან, მკაფიო და გასაგებ წესებს და ამასთან, ყველას მოეთხოვება გარკვეული დათმობები საერთო ღირებულებებისათვის. შედეგად, საქალაქო ცხოვრებაში ჩართულ ყველა მონაწილეს გაუჩნდა საშუალება, წინასწარ განსაზღვროს, უნდა თუ არა ამ კონკრეტულ ქალაქში ყოფნა, რა როლი უნდა ჰქონდეს ამ ქალაქში და რას შეიძლება მოელოდეს ქალაქისგან, როგორც იურიდიული და სოციალური სივრცისაგან.

რას ნიშნავს ეს ყოველი მოქალაქისა და ბიზნესისათვის? ეს ნიშნავს დაცულ და სამართლიან გარემოს, ნიშნავს პროგნოზირების საშუალებას. ჩვენ შეგვიძლია, წინასწარ შევაფასოთ, რა შედეგი ექნება ჩვენს შრომასა და ინვესტიციას და გვქონდეს გარანტია, რომ პირობები დამოუკიდებელი და ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გავლენით არ შეიცვლება. თუ ვაშენებთ სახლს, უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ, რა გარემოში ვაშენებთ მას და რა არის მოსალოდნელი – რა მანძილზე იქნება პარკი, რა მანძილზე არის სკოლა, რა მანძილზე იქნება უახლოესი ნაგებობები, რა პარამეტრები ექნება ამ ნაგებობს და ზოგადად რა ღირებულების იქნება ეს ჩვენი სახლი, როდესაც დასრულდება. თუ ვიწყებთ ბიზნესს, ვიცოდეთ, რა გარემოში ვიწყებთ ამ ბიზნესს, რამდენი მომხმარებელი შეიძლება გვყავდეს, რა სივრცე არსებობს კონკურენტებისათვის, რა დამხმარე და ჩამანაცვლებელი რესურსები შეიძლება იყოს წარმოდგენილი ჩვენ გარშემო და ასე შემდეგ. თუ ვაწარმოებთ სოციალურ უზრუნველყოფას – რამდენი მოსახლე შეიძლება იყოს კონკრეტულ უბანზე, რა დატვირთვებს შეძლება ველოდეთ, რა დამატებითი პირობებია. მაშინაც კი, როცა საქალაქო გარემო შეიძლება შეიცვალოს, იმის განსაზღვრის საშუალება გვეძლევა, თუ რა ლოგიკას დაემორჩილება ეს ცვლილებები, შესაბამისად, რისკები ყველა მხარისათვის შემცირდება და გრძელვადიანი გეგმარების საშუალება მოგვეცემა.

აღსანიშნავია, რომ დღემდე თბილისი მაღალრისკიან გარემოს წარმოადგენდა. საქმის ეფექტიანი წარმოებისათვის რისკების გადასაფარავად 14-25%-იანი განაკვეთი განისაზღვრებოდა, რაც რეალურად ფასის პირდაპირი დანამატია. ასეთ პირობებში ბიზნესი ყოველთვის მიმართულია ჭარბი რესურსის შექმნისკენ, რათა გადაფაროს შესაძლო რისკები – შექმნას მაქსიმალური რაოდენობა, თუნდაც ხარისხის შემცირების ხარჯზე. ამგვარი რისკების შემცირება საშუალებას იძლევა, ერთი მხრივ, დავიცვათ ბალანსი მიწოდებული პროდუქტის ფასსა და მომხმარებლის მსყიდველობითუნარიანობას შორის, მეორე მხრივ კი საქალაქო კონკურენციის სივრცეში შემოვიტანოთ “ხარისხის” განზომილება. ეს საშუალებას იძლევა, გავაჩინოთ ფინანსური ინტერესი ქალაქისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებით, მაგალითად, არსებული სამოსახლეო რესურსების განახლების, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, თუნდაც პარკების ან სკოლების მოწყობის კუთხით.

სივრცით-ეკონომიკური პოლიტიკისა და თბილისის გეგმარების საკითხებში დღეს აუცილებელია თანამედროვე მიდგომებით ორიენტირება. დიდი რაოდენობით მცირე მასშტაბის ჩარევები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე – ეს არის თბილისის განვითარების მომავალი, რომლითაც უნდა ჩანაცვლდეს დიდმასშტაბიან პროექტებზე კონცენტრირების მცდელობა. მთელ ქალაქში შეგვიძლია ვიპოვოთ ურბანული სივრცის არამდგრადი განვითარების მაგალითები, რაც დიდი რაოდენობით დაუმთავრებელი მშენებლობებითა და მაღალი ვაკანტურობის მაჩვენებლებითაც დასტურდება. “ვაკანსიისთვის მშენებლობა” პირდაპირი სახის კაპიტალის განადგურებაა და მომავალ ინვესტიციებსაც აყოვნებს. უნდა შეიქმნას ეკონომიკური დეფიციტი, რომელიც დროთა განმავლობაში მიგვიყვანს: (1) დისტრიბუციის ოპტიმალურ დონემდე, (2) ინვესტიციების დაცვის გაძლიერებამდე, (3) უძრავი ქონების ფასის გამყარებამდე. ურბანული დაგეგმარება წამყვან როლს ითამაშებს ამ პროცესში.

ქალაქში ცხოვრების ხარისხზე ფოკუსირება სტიმულირებას გაუწევს ეკონომიკურ განვითარებას. უნდა შეიცვალოს პარადიგმა “ააშენე და კლიენტი თავისით მოვა”. პარადიგმის ეს ცვლილება, რომელიც 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა კიდევ უფრო დააჩქარა, დღეს ევროპაში გაცილებით უფრო ხილულია. ეს ტენდენცია უფრო მეტადაა გამძაფრებული მუშაობა-ცხოვრებისა და საცალო ვაჭრობის სტილში დრამატული ცვლილებების ფონზე. დღევანდელი გამოწვევა არსებული სტრუქტურების ხელახალ ადაპტირება-რეპოზიციას უფრო მოითხოვს, ვიდრე ახალი შენობების მშენებლობას. შესაბამისად, ფოკუსირება ბრაუნფილდების ხელახალ განვითარებაზე ცხოვრების ხარისხის პარადიგმის განუყოფელი ნაწილია.

დაბოლოს, ეს მიდგომა თბილისისათვის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, რათა მიმდინარე ქალაქგეგმარებითი პროცესები ყველანაირი ძალისხმევით მოექცეს კანონმდებლობის ჩარჩოებში და ახალი გენგეგმის პრინციპებს დაექვემდებაროს, რაც შესაძლებლობას მისცემს ქალაქს, ცხოვრებაში გატარდეს ის ღონისძიებები და გეგმარებითი გადაწყვეტები, რომლებიც თბილისს წამყვანი ევროპული ქალაქების სტანდარტებს მიუახლოვებს.

Previous Post

1.6 მლნ ლარი მოქალაქეების სასარგებლოდ – საჯარო უწყებების წაგებული სასამართლო დავები

Next Post

საქართველოს ბანკის ჯგუფი extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს

მაგდა დოლიძე

Next Post
საქართველოს ბანკის ჯგუფი extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს

საქართველოს ბანკის ჯგუფი extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result