სოციალური ქსელების ათი ყველაზე გავლენიანი მომხმარებელი

წასაკითხი დრო 1 წუთი
წასაკითხი დრო 1 წუთი

კორონაპანდემიამ სოციალური ქსელების მომხმარებელთა რაოდენობა გაზარდა – ფაქტობრივად, სხვადასხვა პლატფორმა გამხნევებისა და ადამიანთა შორის კომუნიკაციის შენარჩუნების ერთადერთ საშუალებად იქცა. გამოთავისუფლებული დროის შედეგად მოიმატა ე.წ.ინფლუენსერების პოპულარულობამაც, რაც პირდაპირ აისახა მათ გამომწერთა რაოდენობაზე.

Visual Capitalist-ი გვთავაზობს სოციალური ქსელების ათი ყველაზე პოპულარული, ანუ მეტგამომწერიანი მომხმარებლის სიას. მონაცემები არ ეყრდნობა ერთ კონკრეტულ პლატფორმას – კვლევამ ერთდროულად მოიცვა  Twitter-ი, Instagram-ი, Facebook-ი, YouTube-ი, Twitch-ი და TikTok-ი.

სახელი
კატეგორია
გამომწერთა ჯამური რაოდენობა
ყველაზე დიდი პლატფორმა
კრიშტიანუ რონალდუ სპორტი 517 მილიონი Instagram
ჯასტინ ბიბერი მუსიკა 455 მილიონი Instagram
არიანა გრანდე მუსიკა 429 მილიონი Instagram
სელენა გომესი მუსიკა 425 მილიონი Instagram
ტეილორ სვიფტი მუსიკა 361 მილიონი Instagram
დუეინ ჯონსონი კინო 342 მილიონი Instagram
კეტი პერი მუსიკა 338 მილიონი Instagram
კაილი ჯენერი მოდა, ბიზნესი 333 მილიონი Instagram
რიანა მუსიკა 332 მილიონი Twitter
კიმ კარდაშიანი ტელევიზია, მოდა, ბიზნესი 319 მილიონი Instagram

აღსანიშნავია, რომ თუ სიის ტოპ-50 წევრს დავაკვირდებით, მათი უმეტესობა, ანუ 67% ყველაზე გავლენიანი Instagram-ზეა.

More to read