Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

Social Impact Award 2021 | ფინალისტებისთვის ხმის მიცემა დაიწყო

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი
0
Social Impact Award 2021 | ფინალისტებისთვის ხმის მიცემა დაიწყო
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Impact Hub Tbilisi, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის დასკვნით ეტაპს იწყებს. პროგრამის ფარგლებში წელს რეკორდული რაოდენობის საკონკურსო განაცხადი შემოვიდა. დამოუკიდებელმა ჟიურიმ 200-მდე აპლიკაციიდან 11 ფინალისტი გუნდი შეარჩია. თერთმეტივე მათგანი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. გუნდებმა 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში აქტიურად იმუშავეს თავიანთი იდეების განვითარებაზე და  ინდივიდუალური მენტორების დახმარებით რეალისტური ბიზნესგეგმები შეიმუშავეს. თერთმეტივე ფინალისტი გუნდის შესახებ მომზადდა ვიდეორგოლები რომლის საშუალებითაც საზოგადოება ერთ რჩეულ გუნდს შეარჩევს, ხოლო დანარჩენ ოთხ გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს. ხმის მიცემა 14 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე  გაგრძელდება. გამარჯვებული გუნდები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე.

2021 წლის ფინალისტი პროექტებია:

  • ბუტკო – მცენარეების სასტუმრო ბუტკო, რომელიც სხვადასხვა სერვისს სთავაზობს მცენარეთა მოყვარულებს.
  • „გრადაცია“ – შშმ პირთა თერაპიის ცენტრი ლანჩხუთში, რომელიც არტ თერაპიის საშუალებით ბენეფიციარებს დაეხმარება თვითრეალიზაციასა და საზოგადოებასთან ადაპტაციაში.
  • კიურის ლაბორატორია – სამეცნიერო ყუთები, რომელშიც განთავსებული იქნება სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის საჭირო მასალები, რომლითაც ბავშვებს საშუალება ექნებათ დამოუკიდებლად ჩაატარონ ექსპერიმენტები.
  • ნიკოს ეზო – არაფორმალური განათლების ცენტრი და სოციალური მედია-მენეჯმენტის სააგენტო ხობის რაიონის სოფელ ხეთაში, რომლის მიზანიცაა ციფრული კომუნიკაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის.
  • ტანტა – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ნახატებით გაფორმებული ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების გაძლიერებას და მათ შესახებ საზოგადოებში ცნობიერების ამაღლებას.
  • ფარდაგები რაჭიდან – მიზნად ისახავს, ფარდაგების ხელით ქსოვის ტრადიციის აღდგენას და ამ მიმართულებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას რაჭაში.
  • CatchUP BOX – ეკო-მეგობრული ნივთებით დაკომპლექტებული სასაჩუქრე ყუთი, ყოველთვიური გამოწერის შესაძლებლობით. პროდუქტს ექნება აპლიკაცია და ჭკვიანი ეკო-კალენდარი.
  • ChargeX – პლატფორმა, სადაც ელექტრომობილის მფლობელს ექნებათ შესაძლებლობა იქირაონ, ან გააქირაონ თავის მფლობელობაში არსებული დამტენები თუ სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. პლატფორმა მოიცავს ელ. მობილებს, სკუტერებს, მოპედებს.
  • CosmoTronix – შემეცნებით-გასართობი სამაგიდო თამაში, რომელიც სკოლის მოსწავლეებს გაუმარტივებს ელექტრონიკის საფუძვლების შესწავლას. თამაში მიზნად ისახავს ახალგაზრდებში, ელექტრონიკის მიმართ ინტერესის გაზრდას.
  • ECOპური – ეკო-მეგობრული პროდუქტი, სინთეზური ქიმიკატების გარეშე. სვიის ტექნოლოგიაზე დამზადებული ეკოლოგიურად ჯანსაღი პური, რომელიც ჩაანაცვლებს ხელოვნურ საფუარს.
  • „GreetNative” – ონლაინ სასწავლო პლატფორმა, რომლის მიზანია, ფეხი აუწყოს განათლების გაციფრულების ტენდენციას და ქართველ მომხმარებელს გაუმარტივოს სასურველი უცხო ენის შესწავლა მშობლიურ ენაზე მოსაუბრესთან (native speaker).

ფინალისტებისთვის ხმის მისაცემად ეწვიეთ ბმულს: https://georgia.socialimpactaward.net

Social Impact Award 2021-ის ფარგლებში  სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში, რომელშიც საერთო ჯამში 300-ზე მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა. სამუშაო სესიებზე ახალგაზრდებმა იმუშავეს იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე.

Impact Hub Tbilisi სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ პროგრამას უკვე მეხუთე წელია ახორციელებს და აძლევს ახალგაზრდებს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1300-ზე მეტი სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ინკუბაცია გაიარა 120-მდე ახალგაზრდამ და დაფინანსდა 19 გამარჯვებული გუნდი. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

Social Impact Award 2021 ხორციელდება თიბისის პროგრამა სტარტაპერის,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

Previous Post

უკრაინელი ექსპერტები: სახელმწიფომ წარმატებული კომპანიების პრივატიზება უნდა დააჩქაროს

Next Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ზღაპრის დღეს უმასპინძლებს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ზღაპრის დღეს უმასპინძლებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ზღაპრის დღეს უმასპინძლებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result