საქსტატის ინფორმაცით, 2014 წელს საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 11.6%-მდე გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2013 წელს 9.7% იყო.
საქსტატი განმარტავს, რომ 2014 წლის მონაცემი გაანგარიშებულია 2014 წლის 5 ნოემბრის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით.
2007-2013 წლის მოსახლეობის რიცხოვნობის გადაანგარიშება მოხდება 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. შესაბამისად, მოხდება სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილის გადაანგარიშება 2007-2013 წლებისთვისაც.
|
2008 |
2009 |
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
2014 |
|
|
სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (რეგისტრირებული სიღარიბე), (%) |
8.4 |
9.9 |
9.7 |
9.2 |
9.7 |
9.7 |
11.6 |











