• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result

Home ყველა სიახლე ბიზნესი

სიახლეები ავტოიმპორტის ლიდერისგან

by იზა გვარამაძე
October 27, 2025
in ბიზნესი, ინტერვიუ, ყველა სიახლე
0
სიახლეები ავტოიმპორტის ლიდერისგან
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
იმ დროს, როდესაც საქართველოში ამერიკიდან ავტომობილის ჩამოყვანა წარმოუდგენლად რთულ და ძვირადღირებულ პროცესად მიიჩნეოდა, ბაზარზე კაუკასუს აუტო გამოჩნდა – ერთ პატარა ოთახში, ნათხოვარი პროექტორითა და დიდი ენთუზიაზმით გაშუქებული იდეა დღეს გლობალურ ისტორიად იქცა. კომპანია მსოფლიო მასშტაბით რვა ქვეყნის ბაზარზე ოპერირებს, 1 000 000-მდე ავტომობილის იმპორტირებით ამაყობს და 700-კაციანი პროფესიონალთა გუნდითა და ამბიციური მიზნებით ზრდას განაგრძობს. კაუკასუს აუტოს მიერ განვლილ გზასა და გეგმებზე Forbes Georgia-სთან კომპანიის წარმომადგენლებმა: მმართველმა დირექტორმა – გიორგი სურგულაძემ, აღმასრულებელმა დირექტორმა – დავით გულაშვილმა და ბიზნესგანვითარების დირექტორმა – ტატო ნორაკიძემ ისაუბრეს.

ავტორი: იზა გვარამაძე

კაუკასუს აუტო უკვე 20 წელზე მეტია, ბაზარზეა – როგორ დაიწყო ეს ისტორია? 

გიორგი: ყველაფერი მეგობრობით დაიწყო. ამერიკაში მცხოვრებმა რამდენიმე ქართველმა შენიშნა, რომ იმ დროს საქართველოში მცხოვრებთათვის ამერიკიდან მანქანის ჩამოყვანა წარმოუდგენლად რთულად და ძვირად მიიჩნეოდა, რაც სინამდვილეში მცდარი იყო. 

დაამუშავეს ავტოიმპორტის იდეა და კონცეფცია საქართველოში ჩამოიტანეს. პოტენციურ მომხმარებლებს სამთო ქიმიის შენობაში ნაქირავებ პატარა ოთახში, ნათხოვარი პროექტორით წარუდგინეს გეგმა დეტალური ანალიზითა და ფინანსური გათვლებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ძალიან სჯეროდათ ამ იდეის და მისი წარმატების.

მათი იმედები გამართლდა. კაუკასუს აუტომ სწრაფი განვითარება დაიწყო და დღეს უკვე გლობალური მასშტაბის მოთამაშეა. 

გიორგი სურგულაძე, კაუკასუს აუტოს მმართველი დირექტორი

რომელი იყო კომპანიის განვითარების გარდამტეხი მომენტი? თქვენი აზრით, რა იყო წარმატების მთავარი ფორმულა: გუნდი, ხედვა თუ სტრატეგია?

გიორგი: გარდამტეხი მომენტი იყო მომხმარებლის მხრიდან მზარდი ინტერესი და ბიზნესის ზრდა. ამან გამოიწვია გუნდის გაფართოება, სისტემების განვითარება და ახალი სტანდარტების ჩამოყალიბება სამომხმარებლო გამოცდილებაში. ჩემი აზრით, წარმატების ერთიანი ფორმულა არ არსებობს. ის ყველასთვის ინდივიდუალურია. ჩვენს შემთხვევაში კი ეს იყო სწორი დრო, სწორი ხედვა და სწორი ადამიანები, რომლებსაც სტარტაპის ფაზიდანვე ჰქონდათ საერთაშორისო დონის კომპანიის შექმნის ამბიცია. 

როგორ შეიცვალა ავტოიმპორტის ინდუსტრია ბოლო წლების განმავლობაში და როგორ მოახერხა კომპანიამ ბაზრის ცვლილებებთან ადაპტირება? გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები რიცხვებში. 

დავით: ავტოინდუსტრია დინამიკური და მუდმივად მზარდია. ჩვენი მთავარი გამოწვევაა, ამ ტემპს ფეხი ავუწყოთ და ბაზრის ცვლილებებს სწრაფად მოვერგოთ. მნიშვნელოვანია, ვიყოთ აქტუალურები და მომხმარებლის მოთხოვნებზე ზუსტად ვრეაგირებდეთ. გლობალურმა ციფრულმა ტრანსფორმაციამ მოგვცა სტიმული, ტექნოლოგიური მიმართულებითაც განგვევითარებინა სერვისები და პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლებს ყოველდღიურობას უადვილებს.

დავინახეთ, რომ საქართველოს ბაზარზე ჩამოყალიბებულმა ლოგისტიკურმა ჯაჭვმა და პროცესებმა გაამართლა, ამან კი გზა გაუხსნა ჩვენს გეოგრაფიულ გაფართოებას.

დღეს უკვე წარმოდგენილები ვართ რვა ბაზარზე, ესენია: საქართველო, პოლონეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი. 2025 წლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე კი იყო ახალი წარმომადგენლობის გახსნა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. 

ვამაყობთ იმით, რომ ამ ეტაპზე 1 000 000-მდე ავტომობილი გვყავს იმპორტირებული, გუნდი მზარდია და დღეს 700 პროფესიონალს აერთიანებს. 

დავით გულაშვილი, კაუკასუს აუტოს აღმასრულებელი დირექტორი

თქვენი დაკვირვებით, დღეს რა გამოწვევებია ავტოიმპორტის სექტორში, განსაკუთრებით გლობალური ლოგისტიკისა და ფასების ცვალებადობის ფონზე? 

დავით: ავტოიმპორტის ინდუსტრია საკმაოდ ცვალებადია. ამაზე გავლენას ახდენს როგორც გეოპოლიტიკური პროცესები, ასევე საფასო ცვლილებები და გლობალური ბაზრის მერყეობა. ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა ამ ცვლილებებზე დროული რეაგირება, სწორი პარტნიორების შერჩევა, ალტერნატიული გზების პოვნა და ფინანსური მოდელის მოქნილად მართვა, რათა მომხმარებელზე ამ ფაქტორებმა მინიმალური გავლენა იქონიოს. 

20-წლიანი გამოცდილებით შევქმენით სანდო პარტნიორების ძლიერი ქსელი და ისე ავაწყვეთ ჩვენი პროცესები, რომ სტაბილურობას მაშინაც კი ვინარჩუნებთ, როცა ბაზარი ცვალებადია. 

როგორია კონკურენცია თქვენ მიერ უკვე ათვისებულ ბაზრებზე? როგორ უმკლავდებით მას?

დავით: კონკურენცია ნამდვილად მაღალია. ბაზრებზე წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიები – მცირე, საშუალო და დიდი მოთამაშეები – თითოეულს თავისი სტრატეგია აქვს. ზოგი ფასზე აკეთებს აქცენტს, ზოგი – სისწრაფეზე, ზოგი – ხარისხზე,  ზოგი კი ინოვაციებზე.

ჩვენს შემთხვევაში მთავარი აქცენტი სრულ სამომხმარებლო გამოცდილების პროცესზეა, რომელიც იწყება ავტომობილის შერჩევით და სრულდება მისი ჩამოსვლით. ყველა ეტაპი არის გამჭვირვალე და მარტივი. ჩვენ არ გვაქვს დამატებითი ან გაუთვალისწინებელი ხარჯები და მომხმარებელს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა,  ჩვენი მომსახურება ზუსტად თავისი საჭიროებების მიხედვით მიიღოს. ვფიქრობ, სწორედ ეს მიდგომა გვეხმარება კონკურენციის პირობებში შევინარჩუნოთ ძლიერი პოზიცია იმ ბაზრებზე, სადაც ვოპერირებთ. 

რატომ გადაწყვიტეთ რებრენდინგი? კონკრეტულად რას მოიცავს ის – მხოლოდ ვიზუალურ განახლებას თუ სტრატეგიულ ცვლილებებსაც?

ტატო: კაუკასუს აუტოს ვიზუალური იდენტობა 20 წლის განმავლობაში უცვლელი იყო. ამ პერიოდში კი ბევრი რამ შეიცვალა: კომპანია გაიზარდა, შეიქმნა ახალი პროდუქტები, დაინერგა საერთაშორისო სტანდარტები, მომხმარებლის მოთხოვნები და გემოვნება გარდაიქმნა, ხოლო ციფრულმა სამყარომ და ტექნოლოგიების განვითარებამ ცვლილებების ტემპი კიდევ უფრო დააჩქარა.

ასეთ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კომპანიებმა მოუსმინონ მომხმარებლებს, დაინახონ ტენდენციები და გადაწყვეტილებები არა მხოლოდ პირად ინტუიციაზე, არამედ კვლევებზე დაყრდნობით მიიღონ. სწორედ ამიტომ, 2024 წლის ოქტომბერში ბრენდზე აქტიური მუშაობა დავიწყეთ.

ჩვენი მთავარი მოტივაცია იყო, ფართო აუდიტორიისთვის გვეთქვა მკაფიოდ: კაუკასუს აუტო გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა თავის ინდუსტრიაში. ამ გზის ბუნებრივი ეტაპი გახდა ვიზუალური იდენტობის განახლება იმისთვის, რომ ბრენდის ღირებულებები და მისი თანამედროვე ხასიათი მის ვიზუალში ასახულიყო.  

რებრენდინგი ჩვენთვის მხოლოდ ახალი ლოგო არ არის. ეს არის ნაბიჯი, რომელიც აერთიანებს ჩვენს გამოცდილებას, მიღწევებსა და ამბიციებს – გავაგრძელოთ განვითარება და რეგიონში ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო გავამყაროთ. 

ახლახან გააფართოვეთ ქსელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. რა ეტაპზეა ეს პროექტი და რატომ აირჩიეთ ეს ბაზარი? ზოგადად, როგორ ირჩევთ ბაზრებს გაფართოებისთვის?

ტატო: პროექტი აქტიურ ფაზაშია. შარჟაში ოფისი გაიხსნა, გუნდი დაკომპლექტდა და დღეს 75 ადამიანი მუშაობს ბიზნესის განვითარებაზე ადგილობრივ ბაზარზე.

პირველი შედეგებიც უკვე შესამჩნევია: გვყავს სტაბილური პარტნიორები და გვაქვს მომხმარებლის მზარდი ნდობა, რაც ადასტურებს, რომ სწორი მიმართულება ავირჩიეთ. არაბთა გაერთიანებული საამიროებში ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტექნოლოგიების ცენტრები იყრის თავს, შესაბამისად, ეს არჩევანი შემთხვევითი არ არის. 

ყოველ ახალ ნაბიჯს წინ უძღვის სიღრმისეული ანალიზი, რომელიც პრაქტიკიდან გამომდინარე ამართლებს. 

ტატო ნორაკიძე, კაუკასუს აუტოს ბიზნესგანვითარების დირექტორი

როგორია გრძელვადიანი ხედვა – გეგმავთ თუ არა ახალი ბაზრების ათვისებას ევროპაში ან აზიაში?

ტატო: როგორც უკვე ვახსენე, დღეს რვა ბაზარზე ვართ წარმოდგენილები, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ევროპისა და აზიის ბაზრების სრულად ათვისება ჩვენი სტრატეგიის ბუნებრივი გაგრძელებაა. განსაკუთრებულ პოტენციალს ვხედავთ აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებში, სადაც არსებობს როგორც მოთხოვნა გამჭვირვალე ავტოიმპორტზე, ისე სივრცე ახალი სტანდარტების შესაქმნელად.

ამ ბაზრებზე შესვლა ჩვენთვის ნიშნავს არა მხოლოდ ზრდას, არამედ გამოცდილებისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაზიარებას და იმ ეკოსისტემის ჩამოყალიბებას, სადაც მომხმარებელი ნამდვილად იგრძნობს ჩვენს უპირატესობას.

როგორია თქვენი სტრატეგია მომავალი ხუთი წლისთვის?

ტატო: ასეთი დინამიკის პირობებში რთულია 5-წლიან სტრატეგიაზე ზუსტად საუბარი. ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება, და დარწმუნებული ვარ, მომდევნო 2-3 წელი კიდევ უფრო მეტ საინტერესო გამოწვევას და შესაძლებლობას მოგვიტანს.

გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მთავარი მიმართულება უცვლელია – საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა და მეტი პერსონიფიკაცია. გვინდა, რომ თითოეულმა მომხმარებელმა მიიღოს ის პროდუქტი და სერვისი, რომელიც მის საჭიროებებს ზუსტად პასუხობს. 

ვაგრძელებთ გეოგრაფიულ გაფართოებას, რადგან გვჯერა, რომ ბევრ ბაზარზე შეგვიძლია შევიტანოთ ჩვენი მიდგომა და რეალურად შევცვალოთ ავტოლოგისტიკის ინდუსტრია გლობალური მასშტაბით.

განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ბრენდისა და ორგანიზაციის განვითარებას როგორც გარე, ისე შიდა კომუნიკაციაში. ეს ნიშნავს მეტ გამჭვირვალობას, მეტ ჩართულობას და საერთო კულტურის განმტკიცებას.

ასევე, ჩვენს გეგმებშია მნიშვნელოვანი პარტნიორობების განვითარება, რომლებიც სცილდება მხოლოდ ავტოინდუსტრიას და მოიცავს ტექნოლოგიურ, ფინანსურ და ეკოსისტემურ თანამშრომლობებსაც.

ბევრი გეგმაა და მჯერა, რომ ყველაფერს გავართმევთ თავს, რადგან ყოველთვის მაქვს გუნდის იმედი.

ბოლოს, რა მიმართულებით აპირებთ სერვისების გაფართოებას? ამ კუთხით რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?

ტატო: მომავალში სერვისების გაფართოება ორიენტირებული იქნება ციფრული და ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვაზე. ვგეგმავთ ავტოიმპორტის პროცესის გაციფრულებას იმისთვის, რომ მომხმარებლებმა შეძლონ ავტომობილის შეძენის პროცესი მაქსიმალურად ადვილად მართონ ერთიან, მარტივ პლატფორმაზე. 

პარალელურად, ვმუშაობთ ლოგისტიკური სისტემების გაძლიერებაზე, რომ ტრანსპორტირების ყველა ეტაპი უფრო ეფექტიანი და სწრაფი გახდეს. გეგმაში გვაქვს სერვისების ლოკალური გაფართოებაც იმ ქვეყნებში, სადაც უკვე ვოპერირებთ: სერვისცენტრების გაუმჯობესობა, პარტნიორული ქსელებისა და ახალი თანამშრომლობების განვითარება.

S

Previous Post

აშშ-ის სატარიფო შემოსავლების უკან მდგომი ძირითადი ქვეყნები

Next Post

Big Updates from the Leader in Auto Imports

იზა გვარამაძე

Next Post
რეიტინგი: ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონების მმართველი კომპანიები

რეიტინგი: ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონების მმართველი კომპანიები

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.