Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

სიახლე თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში – სპეციალური ჯილდო გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
სიახლე თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში  – სპეციალური ჯილდო გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ბიზნესის პოპულარიზაციისთვისა და ბიზნესსექტორის განვითარების მიზნით 2016 წელს დაარსებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი თიბისის ბიზნესდაჯილდოება წელს უკვე მეშვიდედ იმართება. 2016 წლიდან დღემდე კონკურსში მონაწილეობა 3000 კომპანიამ მიიღო. ორგანიზატორებმა კი ტრადიცია არც წელს დაარღვიეს და პროექტი რამდენიმე ახალი, მნიშვნელოვანი კომპონენტით გაამრავალფეროვნეს.

ერთ-ერთი განსაკუთრებული სიახლე წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების მონაწილე კომპანიებისთვის იქნება ახალი, სპეციალური ჯილდო – გენდერული თანასწორობისთვის, რომელიც თიბისიმ პროექტის ერთ-ერთ პარტნიორთან – გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) ერთად დააწესა.

ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობისთვის თიბისი წლებია, აქტიურად მუშაობს. აღსანიშნავია, რომ კომპანიაში დასაქმებულთა 70%-ზე მეტი ქალია. თიბისი ყოველწლიურად ახორციელებს და მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს  ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, პროფესიულ განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ქალი მეწარმეების მხარდაჭერას, თუ გენდერულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

2021 წელს ავსტრიის განვითარების ბანკმა (OeEB) თიბისი საქართველოში ქალთა გაძლიერების მიმართულებით სამაგალითო კომპანიად დაასახელა.

იმავე წელს, თიბისი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა.

2022 წელს თიბისი პირველი კერძო კომპანია გახდა საქართველოში, რომელთანაც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თიბისი წლებია, აქტიურად თანამშრომლობს კომპანიებთან, რომელთა მიზანია ქალთა გაძლიერება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კი ტექნოლოგიებში. ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა ისეთი პროექტები, როგორიცაა:

პროგრამა 500 ქალი ტექნოლოგიებში, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო, Women Techmakers Georgia-ს მიერ ორგანიზებული კამპანია #ProgressNotPerfection.

წელს კი, თიბისისა და UN Women-ის ერთობლივი გადაწყვეტილებისა და ძალისხმევის შედეგად, ქალთა გაძლიერების მიმართულება ბიზნესდაჯილდოების პროექტის ერთ-ერთ მთავარ სიახლედ იქცა.

„გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გენდერული თანასწორობის მისაღწევად საქართველოში კერძო კომპანიების მობილიზება 2016 წლიდან დაიწყო. ქალთა გაძლიერების პრინციპები ის საერთაშორისო ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია მუშაობს ბიზნესებთან და დღეისათვის მხოლოდ საქართველოში, ჯამში 151 კომპანია ამ პრინციპების ხელმომწერია. ამ კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების არსებობა, რომლებიც მათ მიერ გენდერული თანასწორობის მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს წაახალისებს და თანამშრომლებს მოტივაციას აუმაღლებს. თიბისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა, რომელიც ახორციელებს ასეთ მასშტაბურ პროექტს – ბიზნესდაჯილდოებას, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ მიმართულებითაც ვითანამშრომლოთ მათთან და ერთად დავგეგმეთ ახალი ინიციატივა – სპეციალური ჯილდო გენდერული თანასწორობისთვის. ეს ჯილდო გადაეცემა ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილე და გამარჯვებულ იმ კომპანიას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თანამშრომელი ქალების, ან ზოგადად – ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ – ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი, ელენე გაბელაია.

„ყველა კომპანიას, რომელიც მუშაობს ქალთა გაძლიერების მიმართულებით, შეუძლია შემოიტანოს განაცხადი ბიზნესდაჯილდოების პროექტში, მონიშნოს აპლიკაციაში ეს კატეგორია და აღწეროს, რა აქვს გაკეთებული ამ მიმართულებით. განიხილება როგორც შიდა ორგანიზაციული, ასევე ზოგადად საზოგადოებაზე ორიენტირებული ინიციატივები, რომელთა მიზანიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაა. კრიტერიუმები გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად შევიმუშავეთ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ბიზნესიდეისა თუ პროექტის მასშტაბურობა, პროგრესი და, რა თქმა უნდა, ბიზნესის მდგრადობა. მნიშვნელოვანია, ასევე, პროექტის ბენეფიციარების ჩართულობა იდეის განხორციელების პროცესში და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება თუ დანერგვა. ზოგადად კი, აუცილებელია, კომპანიებს გააზრებული ჰქონდეთ, რა მნიშვნელობა აქვს ქალთა გაძლიერებას, რა კონკრეტული ქმედებებია ამისთვის საჭირო, რა ბარიერები არსებობს და როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ქალთა გაძლიერების პროცესს, რადგან კვლევებით დასტურდება ქალების აქტივობის როლი არა მხოლოდ ზოგადად საზოგადოების განვითარების თვალსაზრისით, არამედ ბიზნესში და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაშიც“ – ამბობს თიბისი ბანკის გარემოს დაცვის სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი, მაკა ბოჭორიშვილი.

Previous Post

რა არის ფულადი ნაკადების ანგარიშგება?

Next Post

საუცხოო მკითხავი, „კეთილ-სანდო წიგნით მოვაჭრენი“, „უსაფუძვლო გადასახადი“ და ა.შ. | „ტფილისის დღიური“

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
საუცხოო მკითხავი, „კეთილ-სანდო წიგნით მოვაჭრენი“, „უსაფუძვლო გადასახადი“ და ა.შ.  | „ტფილისის დღიური“

საუცხოო მკითხავი, „კეთილ-სანდო წიგნით მოვაჭრენი“, „უსაფუძვლო გადასახადი“ და ა.შ. | „ტფილისის დღიური“

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result