Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

შვიდი ჩვევა ნაყოფიერი სამუშაო კვირისათვის

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in Forbes Woman
0
შვიდი ჩვევა ნაყოფიერი სამუშაო კვირისათვის
0
SHARES
0
VIEWS

სენდი თითქმის ყოველდღე 40 წუთის დაგვიანებით შერბის სამსახურში. ხელში ყავით სავსე ერთჯერადი ქაღალდის ჭიქა უკავია. ბუზღუნით შედის თავის კაბინეტში, მიიჯახუნებს კარს, არ პასუხობს ელექტრონულ ფოსტაზე მოსულ შეტყობინებებს და ტელეფონის განუწყვეტელ ზარებს, ვიდრე ლანჩის დრო არ მოვა ან მისი ცხოვრება არ დალაგდება.

ყველა სამსახურში მოიძებნება ერთი სენდი. იგი არაორგანიზებული, დაბდურა და იმედგაცრუების განსახიერებაა. მისი ყოველდღიური ჩვევები (ან ჩვევების არქონა) აფერხებს მის წინსვლას და ასევე მის გარშემომყოფთა პროდუქტიულობას, იმიტომ რომ სენდი მუდმივად აგვიანებს ან არ ყოფნის მოთმინება. რა უნდა ვქნათ, რომ არ გადავიქცეთ სენდიდ? სცადეთ ქვემოთ ჩამოთვლილი 7 ნაცადი ჩვევა, რომელსაც ყველა პროდუქტიული გუნდი და ლიდერი იყენებს იმისათვის, რომ უკეთესი სამუშაო კვირა ჰქონდეთ. ამ ჩვევების სწავლა და შესრულება მხოლოდ ერთ წუთს წაგართმევთ, მათ ეფექტიანობას კი მალევე იგრძნობთ.

1. შექმენით საკუთარი რიტუალი

ყველაზე პროდუქტიულ ადამიანებს ერთი საერთო ჩვევა აქვთ. ეს არის მათი დილის რიტუალი. არა აქვს მნიშვნელობა, თუ რას წარმოადგენს ეს რიტუალი: ვარჯიშს, ყავის დალევას, გაზეთის წაკითხვას თუ სამსახურში გზად მუსიკის მოსმენას. მთავარია, რომ ისინი ყოველ მზის ამოსვლას ერთი და იმავე რიტუალით ეგებებიან. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რიტუალის გამეორებას შეუძლია დასწიოს თქვენი სტრესის დონე და ფსიქიკურად შეგამზადოთ მომავალი სამუშაო დღისათვის. ასე რომ, შექმენით საკუთარი დილის რიტუალი, რომელიც ძალიან გეყვარებათ. თქვენ მზად იქნებით ყოველი ახალი სამუშაო დღისათვის იმისდა მიუხედავად, თუ როგორ ადრიანად დარეკავს თქვენი მაღვიძარა.

2. იყავით მიზანზე ორიენტირებული

რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ? რამდენად გეხმარებათ თქვენი ამჟამინდელი პოზიცია თქვენი პირადი და პროფესიული მიზნების მიღწევაში? რამდენად აფასებენ საერთო საქმეში თქვენ მიერ შეტანილ წვლილს გუნდის წევრები? შეგაქვთ თუ არა თქვენი მუშაობით წვლილი კომპანიის წარმატებაში?

ვიდრე სამსახურში წახვალთ, ჩამოწერეთ პასუხები აღნიშნულ კითხვებზე და ეს პასუხები თან წაიღეთ. როდესაც საქმე არც ისე კარგად მიდის ან თავს იმედგაცრუებულად გრძნობთ, გადახედეთ თქვენს პასუხებს იმისათვის, რომ აიმაღლოთ მოტივაცია და საბრძოლო შემართება. შეახსენეთ საკუთარ თავს, თუ რატომ არის თქვენი შესანიშნავი მუშაობა ესოდენ მნიშვნელოვანი თქვენი გუნდის წევრებისა და კომპანიისათვის.

3. ისწავლეთ დაგეგმვა

იმისათვის, რომ სწორად გადაანაწილოთ თქვენი დრო, აუცილებელია გეგმის შედგენა და ამ გეგმით ხელმძღვანელობა. დაგეგმეთ შეხვედრები, დღეში გარკვეული დრო გამოყავით წერილებზე პასუხის გასაცემად და პროექტების შესადგენად. და რაც ყველაზე მთავარია, გამოყავით დრო შესვენებისათვის. ნაყოფიერი თანამშრომლები ყოველი 52 წუთის მუშაობის შემდეგ 17 წუთით შესვენებაზე გადიან. შეიძლება ეს ცოტა ზედმეტად მოგეჩვენოთ, მაგრამ მთელი კვირის განმავლობაში, ორიოდე საათი მაინც გამოყავით შესვენებისთვის. მცირეოდენი გონებრივი პაუზა ზრდის კონცენტრაციის უნარს და, შესაბამისად, თქვენ მთელი კვირის განმავლობაში უფრო ნაყოფიერად შეძლებთ მუშაობას.

4. გამოხატეთ მადლიერება

კიდევ ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა ჩართოთ თქვენს გეგმაში და გამოყოთ ამისათვის დრო, არის მადლიერება კარგი მუშაობისათვის. დაფასება უპირველესი მოტივაციაა, ის განაპირობებს თანამშრომლების მუშაობის პროდუქტიულობას და ასევე არის სამსახურში ბედნიერი ატმოსფეროს მთავარი ინდიკატორი. ყველას სიამოვნებს, როდესაც მათ მიერ შეტანილ წვლილს აფასებენ. თქვენ თავად მიეცით მაგალითი სხვებს და ყოველ კვირას გამოხატეთ თქვენი მადლიერება და დაფასება რომელიმე გუნდის წევრის მუშაობის თაობაზე. შეგიძლიათ უბრალოდ მადლიერების ბარათი დაწეროთ ან გუნდის რომელიმე წევრის მაგიდასთან მიხვიდეთ და უთხრათ, თუ როგორ აფასებთ მის კარგ მუშაობას. მერწმუნეთ, თქვენს საქციელს ტალღისებრი რეაქცია მოჰყვება და მთელ თქვენს გუნდსა და ორგანიზაციაში მუშაობის პროდუქტიულობა შესამჩნევად გაიზრდება.

5. აქციეთ თქვენი ჯანმრთელობა პრიორიტეტად

წესრიგში მოიყვანეთ საკუთარი ჯანმრთელობა და საღი აზრიც დაგიბრუნდებათ. საღი აზრი კი თავად გიკარნახებთ, რომ უძილობა ადუნებს თქვენს კრეატიულ და ანალიტიკურ აზროვნებას. ფიზიკური ვარჯიში, დატენიანება და ჯანმრთელი კვება დადებითად მოქმედებს თქვენს პროდუქტიულობაზე. Neuro Leadership Institute-ის მეცნიერებათა დოქტორი ჯოშ დევისი გვირჩევს, რომ ყოველ სამუშაო დღეს შევასრულოთ მსუბუქი ფიზიკური ვარჯიში. ამგვარი ვარჯიში ხელს უწყობს თქვენს პოზიტიურ განწყობას და აუმჯობესებს თქვენს საერთო გონებრივ შესაძლებლობებს. კარგად მოეპყარით საკუთარ სხეულს და სულ მალე თქვენში დამალულ პროდუქტიულობას აღმოაჩენთ.

6. ისაუბრეთ გასაგები ენით

არაფერი ისე არ აფერხებს ნაყოფიერ მუშაობას, როგორც არასწორი კომუნიკაცია. მართალია, საკუთარი თავი ყველას ძალიან კარგი კომუნიკატორი ჰგონია, მაგრამ ამ ჩვევის გაუმჯობესება არავის აწყენს. ეცადეთ, თქვენი ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილები შეძლებისდაგვარად ლაკონიური იყოს. ეცადეთ, თავი აარიდოთ მეტყველებაში ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, ისწავლეთ საკუთარი აზრების გარკვევით გადმოცემა და ნაკლებ დროს დახარჯავთ გამეორებასა და განმარტებებზე, თან მუშაობისთვისაც მეტი დრო დაგრჩებათ.

7. გამოდით ოფისიდან

ზოგჯერ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ რჩევას ასრულებთ, მაგრამ თქვენი მუშაობა საკმარისად ნაყოფიერი მაინც არ არის. ეს იმიტომ ხდება, რომ სამსახური სავსეა ყურადღების გამფანტავი თანამშრომლებით, უაზრო შეხვედრებით და ზოგჯერ იქ არცთუ იდეალური სამუშაო პირობებია შექმნილი. არავის გაჰკვირვებია, როდესაც FlexJobs-ის ბოლო დროს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ თანამშრომელთა 76% უფრო ნაყოფიერად მუშაობს ოფისის გარეთ. ბევრმა განაცხადა, რომ მათთვის ყველაზე სასურველი სამუშაო გარემო არის სახლი ან კაფეტერია მეტწილად იმის გამო, რომ ოფისში გონების გამფანტავი უამრავი ფაქტორია. ასე რომ, თუ თქვენ საათობით ზიხართ თქვენს კაბინაში, სცადეთ ადგილის შეცვლა ოფისშივე ან თუ თქვენი სამსახური იძლევა ამის საშუალებას, ისარგებლეთ სახლში მუშაობის პოლიტიკით. შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ გაზრდილი პროდუქტიულობა უბრალოდ სამუშაო გარემოს შეცვლით არის შესაძლებელი.

ეს ჩვევები იმდენად მარტივია, რომ განმარტებასაც არ საჭიროებენ. თუ შექსპირის ციტირებას მოვახდენთ, ამ ჩვევების „სწავლას სჭირდება მხოლოდ ერთი წუთი, ხოლო დაუფლებას – მთელი ცხოვრება”. სწორედ ამიტომ ყველაზე პროდუქტიული ადამიანები ყოველდღიურად ცდილობენ ამ ჩვევების გამომუშავებას და თუ თქვენც დაეუფლებით მათ, თქვენც მათსავით ნაყოფიერი თანამშრომელი გახდებით.

Previous Post

ჭრელი ქსოვილები და ფოჩებიანი ჩექმები 2015 წლის ზამთრისათვის

Next Post

მესამე კვარტალში 489 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა

მაგდა დოლიძე

Next Post
მესამე კვარტალში 489 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა

მესამე კვარტალში 489 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result