Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

შპს „ჯეოსთილმა“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, ჯამურად $20 მილიონის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები წარმატებით განათავსა

by იზა გვარამაძე
December 15, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
შპს „ჯეოსთილმა“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, ჯამურად $20 მილიონის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები წარმატებით განათავსა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

„გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, კომპანია „ჯეოსთილმა“, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების მეორე ტრანშის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, „გალტ & თაგარტის“ სათავო ოფისში პრესკონფერენციას უმასპინძლა.

პროგრამის ფარგლებში კომპანიას ჯამურად გამოშვებული და განთავსებული აქვს 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები, რომლიდანაც მეორე ტრანშმა 5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული პროგრამა პირველ მდგრადობასთან დაკავშირებულ და, ასევე, პირველ და ერთადერთ მძიმე მრეწველობის სექტორის მოთამაშის შეთავაზებას წარმოადგენს საქართველოში.

2023 წლის აპრილში გამოშვებული პირველი ტრანში, 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, კომპანიის ისტორიაში პირველი კორპორაციული ობლიგაციების ემისია იყო. პირველი ტრანშის საპროცენტო განაკვეთი 9.00% იყო. მეორე ტრანში კომპანიამ გაუმჯობესებული საპროცენტო განაკვეთით, 8.50%-ით, განათავსა. ფასის გაუმჯობესება შესაძლებელი გახდა ობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნის (oversubscription) შედეგად, რომელმაც განთავსებული მოცულობის 150% შეადგინა. ორივე ტრანშის ობლიგაციების ვადიანობა 2 წელია და ჯამში, ორივე ემისიის შედეგად, კომპანიას 75 ინვესტორი ჰყავს.

„ჯეოსთილის“ გეგმით, პირველი ტრანშის მოცულობიდან 5 მილიონი აშშ დოლარი და მეორე ტრანშის სრული მოცულობა, 5 მილიონი აშშ დოლარი, მოხმარდა საწარმოო დანადგარების ოპტიმიზაციასა და ახალი ენერგოეფექტიანი დანადგარების შეძენასა და დანერგვას.  აღნიშნული კაპიტალური პროექტების შედეგად კომპანია მნიშვნელოვნად შეამცირებს საწარმოო პროცესში ბუნებრივი აირის მოხმარებას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს კომპანიის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვს. პირველი ტრანშის დარჩენილი თანხა, 10 მილიონი აშშ დოლარი, სრულად მოხმარდა არსებული სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას, რის შემდეგაც გაუმჯობესდა კომპანიის დაფინანსების პირობები, მათ შორის, ვალდებულებების ვადიანობის და ლიკვიდურობის პროფილი.

ობლიგაციების პროგრამასთან დაკავშირებით კომპანიას შემუშავებული აქვს მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ჩარჩო (Sustainability-Linked Bond Framework), რომელზეც „მეორე მხარის მოსაზრება“ (Second Party Opinion) დამოუკიდებელმა შემფასებელმა, DNV Business Assurance Norway AS-მა გასცა. აღნიშნული ჩარჩოს ფარგლებში კომპანია გეგმავს თავისი საწარმოო გამონაბოლქვის მნიშვნელოვნად შემცირებას, რაც თანხვედრაშია კომპანიის გარემოსდაცვით მიზნებთან.

პროგრამის ფარგლებში დარჩენილი ტრანშ(ებ)ის ემისია 10 მილიონ აშშ დოლარამდე იგეგმება 2024 წლის პირველ ნახევარში, იმის გათვალისწინებით, რომ ობლიგაციების პროგრამა ჯამში 30 მილიონ აშშ დოლარამდე ემისიას ითვალისწინებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციას ესწრებოდნენ გარიგების განხორციელებაში ჩართული მხარეები და კაპიტალის ბაზრის ძირითადი მონაწილეები, ხოლო პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ:

    • ლევან შავკაციშვილი, „გალტ & თაგარტის“, მმართველი დირექტორი
    • ჯაიდიპ სინგ კაპური, „ჯეოსთილის“ დირექტორი
    • დავით აბესაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

სპიკერებმა და ღონისძიებაში მონაწილეებმა მიმოიხილეს გარიგებისა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის მნიშვნელოვანი  საკითხები, რომელთა შორისაც იყო გარიგების დანიშნულება და  უპირატესობები კომპანიისთვის,  „გალტ & თაგარტის“ როლი  ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში, ინვესტორების მხრიდან დაინტერესება გარიგების თუ ზოგადად სავალუტო ობლიგაციების მიმართ და კაპიტალის ბაზრის ძირითადი ტენდენციები.

ბალაკრიშნან საჯივი, „ჯეოსთილის“ გენერალური დირექტორი: „მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ „ჯეოსთილმა“ ჯამურად დაგეგმილი $30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების მეორე ტრანში, $5 მილიონი აშშ დოლარი, წარმატებით გამოუშვა. ეს არის პირველი მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ტრანზაქცია საქართველოს კაპიტალის ბაზარზე. კომპანია ისწრაფვის თავისი მდგრადი მიზნების შესრულებისკენ და სურს უწყვეტი წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ვიმედოვნებთ, რომ ტრანზაქცია წაახალისებს მდგრადი ობლიგაციების გამოშვებას ქვეყანაში და სხვა კომპანიებს მისცემს დამატებით მოტივაციას, რომ მათაც დაიწყონ მუშაობა მაღალი გარემოდაცვითი, სოციალური და მმართველობის სტანდარტების დანერგვაზე. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ამ მხრივ პირველები ვართ და ამ მხრივ წვლილი შევიტანეთ საქართველოს მძიმე მრეწველობის სექტორის განვითარებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს განთავსების აგენტს – „გალტ ენდ თაგარტს“ და ყველა სხვა ჩართულ მხარეს.” 

ლევან შავკაციშვილი, „გალტ & თაგარტის” მმართველი დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტი“ წარმოადგენდა პირველი მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების პროგრამის ექსკლუზიურ პარტნიორს საქართველოში და ქვეყნის უმსხვილეს ფოლადის მწარმოებელ კომპანიას, „ჯეოსთილს“ შესაძლებლობა მისცა ენერგოეფექტური და გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებისთვის დაფინანსება მოეპოვებინა. ვიმედოვნებთ, მომავალში ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ არაერთი მსგავსი, ბაზრისთვის ინოვაციური გარიგება წარმატებით განხორციელდება. ხაზს გავუსვამ, რომ მდგრადი ფასიანი ქაღალდების მიმართულებით „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე ინოვატორი საინვესტიციო ბანკია. მომავალშიც ვფიქრობთ, არაერთ სხვა საინტერესო, მათ შორის მდგრად, პროდუქტს შევთავაზებთ როგორც პოტენციურ ინვესტორებს, ასევე კომპანიებს.“

 

შპს  „ჯეოსთილის“ შესახებ:

შპს „ჯეოსთილმა” 2007 წელს დაიწყო სრულიად ავტომატიზებული ფოლადის ქარხნის მშენებლობა საქართველოში, ქალაქ რუსთავის ინდუსტრიულ ნაწილში. 2010 წელს ქარხანამ პირველი პროდუქტი აწარმოა. ამჟამად „ჯეოსთილი“ ძირითადად აწარმოებს ფოლადს, არმატურას.

„ჯეოსთილი“  JSW Steel Netherlands BV (JSW) და Georgian Steel Group Holding–ის (GSGH) ერთობლივი საწარმოა. JSW არის გლობალურად ცნობილი სახელი ფოლადის წარმოების სფეროში, რომლის საქმიანობა ვრცელდება: სამთო მრეწველობის, ენერგეტიკის, ცემენტის, მშენებლობის, ლოჯისტიკისა და სხვა სექტორებში. Georgian Steel Group Holding-თან პარტნიორობამ კომპანიას მისცა შესაძლებლობა, გამხდარიყო არმატურის უმსხვილესი მიმწოდებელი საქართველოში 52%-იანი ბაზრის წილით. მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებ გვერდზე.

 

სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:

სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge

S

Previous Post

III კვარტალში საშუალო ხელფასი 1,855 ლარამდე გაიზარდა

Next Post

რომელ სექტორებშია ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასი საქართველოში?

იზა გვარამაძე

Next Post
რომელ სექტორებშია ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასი საქართველოში?

რომელ სექტორებშია ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასი საქართველოში?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result