Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home პროფილი ინტერვიუ

შექმნილია კოლაბორაციით

by Anina Tepnadze
July 17, 2025
in ინტერვიუ, მენეჯერები, პარტნიორის კონტენტი, პროფილი
0
თბილისის აკრები

თბილისის აკრები

0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
“ანაგი ქოლაბი” საქართველოს სამშენებლო სექტორის ერთ-ერთი ლიდერის, “ანაგი ჯგუფის” ახალი მიმართულებაა, რომელიც ინვესტორებსა და დეველოპერებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სერვისების კომპლექსურ აუტსორსინგს სთავაზობს. Forbes Georgia “ანაგი ქოლაბის” გენერალურ დირექტორს, თამარ გაფრინდაშვილს სამომავლო გეგმებსა და ფლაგმან პროექტზე, “თბილისის აკრებზე” ესაუბრა.

ანაგი უკვე 35 წელია, მნიშვნელოვანი მოთამაშეა საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიაში. რა იქცა Anagi Collab-ის შექმნის ინსპირაციად და რა როლს თამაშობს ეს ახალი მიმართულება კომპანიის განვითარების დიდ სურათში?

Anagi Collab-ის შექმნა ეფუძნება “ანაგის” მრავალწლიან გამოცდილებას, პროფესიულ ხედვასა და იმ ცვლილებებს, რაც დღეს უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარეობს. მრავალი წლის განმავლობაში დეველოპერი საქართველოში გულისხმობდა ერთსა და იმავე სუბიექტს: ის იყო ინვესტორიც, პროექტის მფლობელიც და ხშირად პროცესების მენეჯერიც. სამშენებლო კომპანიები კი ამ პროცესში მხოლოდ კონკრეტულ მომსახურებას უზრუნველყოფდნენ. შედეგად, ინვესტორი თავად იბარებდა იმ პასუხისმგებლობას, რომლის მართვა ძალიან კომპლექსური და მრავალფუნქციური პროცესია.

Anagi Collab-ის მიზანი სწორედ როლებისა და ცნებების თავიდან განსაზღვრა და გამიჯვნაა. ჩვენ ბაზარზე შემოვდივართ, როგორც კოლაბორაციული პლატფორმა, რომელიც ინვესტორს შესაძლებლობას აძლევს, ფინანსურ ეფექტიანობაზე კონცენტრირდეს, სამშენებლო კომპანიას — მშენებლობასა და ხარისხზე, ხოლო დეველოპერული სერვისების სრულ სპექტრს საკუთარ თავზე იღებს ერთიანი, პროფესიონალურად სტრუქტურირებული გუნდი. ამაში იგულისხმება მიწის შერჩევა, არქიტექტურა, დაგეგმარება და პროდუქტის შეფუთვა, რეალიზაცია და გაყიდვის შემდგომი მომსახურება.

Anagi Collabი აერთიანებს ექსპერტიზას ყველა მიმართულებით — ინვესტიციის ანალიზიდან დაგეგმარებამდე, პროდუქტის შექმნიდან გაყიდვამდე და მის შემდგომ მომსახურებამდე.

შეგიძლიათ, განმარტოთ, რით განსხვავდება თქვენი მოდელი ტრადიციული მიდგომებისგან?

ეს პირველი შემთხვევაა ქართულ ბაზარზე, როცა დეველოპმენტი საერთაშორისოდ აღიარებულ და უკვე კარგად გამოცდილ მოდელს მიჰყვება, სადაც პასუხისმგებლობა ზუსტად არის გადანაწილებული, სერვისები ეფექტიანადაა ინტეგრირებული და ინვესტორიც და მომხმარებელიც უკვე გამართულ პროდუქტს იღებს — მინიმალური რისკითა და მაქსიმალური ღირებულებით. ჩვენი მიზანი არა ცალკეული წარმატებული პროექტების განხორციელება, არამედ ახალი სტანდარტების დანერგვაა, რომლებიც მომხმარებლის კმაყოფილებაზე, ინვესტორის კომფორტსა და სექტორის გრძელვადიან განვითარებაზეა ორიენტირებული.

Anagi Collab-ში ჩვენ ყველა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დეველოპერული სერვისები ერთიან ეკოსისტემად ვაქციეთ. ინვესტორი აღარ არის დატვირთული პროცესების მართვით — ჩვენ მას ვთავაზობთ მომსახურების სრულ ციკლს პროექტის წამოწყებიდან დასრულებამდე და ამის შემდეგაც. ეს მიდგომა უნიკალურია საქართველოს ბაზარზე და სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის დეველოპერული მომსახურების სფეროში.

როგორც აღნიშნეთ, “ანაგი ქოლაბი” უზრუნველყოფს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დეველოპერული სერვისების სრულ სპექტრს. რა დაკვირვებებმა და აღმოჩენებმა გიბიძგათ ამ სერვისების შეთავაზებისაკენ?

ჩვენი სტრატეგია დაფუძნებულია როგორც საერთაშორისო გამოცდილებაზე, ისე ადგილობრივ რეალობაზე. სექტორის განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა მომხმარებლის მოთხოვნა სრულყოფილ პროდუქტსა და მაღალი ხარისხის მომსახურებაზე. დასავლეთში ინტეგრირებული დეველოპერული მოდელი უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომელიც უძრავი ქონების ბაზრის სწორად განვითარებას უზრუნველყოფს. ჩვენ მომხმარებლებს, ინვესტორებსა და დეველოპერებს ვთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სერვისების კომპლექსურ აუტსორსინგს და სრული პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული პროექტების წარმატებას თუ ინოვაციურობას. საზოგადოებას უკვე გავაცანით პირველი კოლაბორაციული პროექტი “თბილისის აკრები”, რომელიც თვითმყოფადი უბნის კონცეფციითაა შექმნილი და წარმოადგენს ჩვენი ხედვის რეალიზაციას, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს თბილისის სოციალური ცხოვრება.

რას ნიშნავს თვითმყოფადი უბანი და რატომ არის ეს მოდელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თბილისისთვის?

დღეს, როდესაც განვითარების შესაძლებლობები უსაზღვროა, თუმცა დროის ნაკლებობა და გადაადგილების სირთულე ინოვაციური დეველოპმენტის მთავარ გამოწვევად რჩება, თვითმყოფადი უბანი ქალაქის შემდგომი განვითარების ერთადერთ და უალტერნატივო გეგმას წარმოადგენს. თვითმყოფადი უბანი არის სივრცე, რომელიც დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობს — აქვს საკუთარი არქიტექტურული ენა, ინფრასტრუქტურა, სერვისები და იდენტობა.

თბილისის ურბანული განვითარებით მივიღეთ უბნები, სადაც საცხოვრებელი, სამუშაო და განტვირთვის ზონები ერთმანეთთან სინქრონში არ არის, რაც თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესის უპირატეს მოთხოვნად იქცა. ჩვენი მიზანია ახალი უბნების განვითარება, რომლებიც ნაცვლად საცხოვრებელი კორპუსების კონგლომერატისა, ფუნქციურად გამართულ ურბანულ ქსოვილს შექმნის. თვითმყოფადი უბანი თბილისისთვის არა მარტო არქიტექტურული, არამედ სოციალური და ეკონომიკური საჭიროებაა, რადგან სწორედ ასე იქმნება გრძელვადიანი ღირებულება ქალაქისთვის.

მოგვიყევით “თბილისის აკრებზე“, რა არის ამ უბნის დასახლების მთავარი განმასხვავებელი ნიშნები და უპირატესობები?

“თბილისის აკრები” არის ჩვენი ხედვის ფიზიკური გამოხატულება — თანამედროვე ურბანული დასახლება, რომელიც აერთიანებს მაღალი ხარისხის საცხოვრებელ სივრცეებს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და გამართულ საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას. მისი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ აქ ყველაფერი გათვლილია ხანგრძლივ კომფორტზე — ქუჩის დაგეგმარება, მოძრაობის ლოგიკა, მწვანე სივრცეები, სოციალური ზონები და, რაც მთავარია, სივრცის მცხოვრებლებზე მორგებული რიტმი.

“თბილისის აკრები” სტრატეგიულად ორ ყველაზე მოთხოვნად უბანს – ვაკესა და საბურთალოს შორის მდებარეობს, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, უნივერსიტეტის ქუჩიდან ორი წუთის მანძილზე. ეს პირველი შემთხვევაა ქართულ არქიტექტურაში, როდესაც თავდაპირველად შეიქმნა უბნის არქიტექტურა და მხოლოდ ამის შემდეგ — ინდივიდუალური შენობების იერსახე.

დასავლურ ბაზრებზე ინტეგრირებული ურბანული დაგეგმარება წლებია, წარმატებით გამოიყენება. როგორ ახერხებთ ამ იდეების ლოკალიზებას? ადგილობრივი ბაზრის რა თავისებურებები გაითვალისწინეთ?

ლოკალიზაცია ჩვენთვის მხოლოდ ხედვებისა და პრაქტიკების გადმოტანა არ არის — ეს არის ღრმა ადაპტაცია. დასავლური გამოცდილება გვაჩვენებს, რა მუშაობს ტექნიკურად, მაგრამ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ამ სტრატეგიების ქართულ სოციალური და ეკონომიკური კონტექსტისათვის მორგება.

მაგალითად, თბილისში განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ტრანსპორტის ხელმისაწვდომობაზე, მიწის ეფექტიან გამოყენებასა და კეთილმეზობლობის კულტურის წახალისებაზე, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ერთიანობას განაპირობებს. ჩვენ ეს ყველაფერი დაგეგმარების ეტაპზევე გავითვალისწინეთ და სწორედ ასე ვაპირებთ რეალურად ფუნქციური და სასიამოვნო საცხოვრებელი გარემოს შექმნას.

მოგვიყევით გუნდზე, რომელიც Anagi Collab-ზე მუშაობს. რა ტიპის გამოცდილება და ღირებულებები აერთიანებთ ამ ადამიანებს?

Anagi Collab-ის მთავარი აქტივი გუნდია — ადამიანების მრავალფეროვანი, მაღალკვალიფიციური და მიზანდასახული ერთობა, რომელიც ქმნის იმ ხარისხსა და კულტურას, რაც ჩვენს ბრენდს ყველასგან გამოარჩევს. ჩვენი გუნდი აერთიანებს არაერთი დარგის პროფესიონალებს: მარკეტინგისა და პიარის სპეციალისტებს, გაყიდვების ლიდერებს, პროდუქტის დეველოპმენტისა და დიზაინის გუნდის წევრებს, არქიტექტორებსა და ურბანისტებს, იურისტებსა და ფინანსისტებს. თითოეულ მათგანს საკუთარი უნიკალური გამოცდილება და ხედვა შემოაქვს პროცესში, მაგრამ რაც მათ აერთიანებთ, არის იდეის ერთგულება. თითოეულ ჩვენგანს სჯერა, რომ ქართულ ურბანულ სივრცეს განვითარება სჭირდება და ამ პროცესში თანამოაზრეების შემოკრება აუცილებელია. გუნდში არსებობს სიღრმისეული პასუხისმგებლობა როგორც პროექტის ტექნიკური სრულყოფის, ასევე მისი კულტურული და სოციალური მნიშვნელობის მიმართ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გუნდი მუშაობს ენთუზიაზმითა და სიამაყით. ჩვენ ერთად ვამკვიდრებთ იმ პრაქტიკას, რაც წლების შემდეგაც მაგალითი იქნება ქართული დეველოპერული სექტორისთვის.

გარდა წარმატებით დასრულებული პროექტებისა, რა სახის გრძელვადიანი ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად Anagi Collab-ი თბილისის ურბანულ გარემოზე ან თუნდაც მის მიღმა?

ჩვენი გრძელვადიანი წარმატება იზომება არა მხოლოდ ფინანსური მაჩვენებლებით, არამედ იმით, თუ რამდენად პოზიტიურად ვცვლით სივრცეებს, ქალაქსა და ადამიანების ცხოვრებას. გვჯერა, რომ კოლაბორაცია, დეველოპერულ სექტორში ახალი სტანდარტების შემოტანა და ერთიანი ეკოსისტემის შექმნა ინვესტორთა ნდობას გააღრმავებს და არაერთ ისეთ პროექტს ჩაუყრის საფუძველს, სადაც ცხოვრება სიამოვნებაა.

“ანაგი ქოლაბი” არაა უბრალოდ დეველოპერული სერვისების პროვაიდერი. ჩვენ სექტორული ტრანსფორმაციის სათავეში ვდგავართ. გვინდა, რომ ჩვენი ინოვაციური პროექტები სამომავლო ურბანული დაგეგმარებისათვის ინსპირაციად იქცეს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი სივრცეების შექმნაში, რომლებიც ქმნიან სოციალურ კაპიტალს, ამაღლებენ ცხოვრების ხარისხს და ავითარებენ ურბანულ კულტურას.

Tags: ​​​​​ ვაკეtopანაგიანაგი ქოლაბიახალი საფეხური.ახალი ტიპის დასახლება. ცენტრალური უბნებიბუნებრივი ლანდშაფტიდაგეგმარებადეველოპერებიდეველოპერული პროექტიდეველოპმენტითამარ გაფრინდაშვილითბილისის აკრებითვითმყოფადი უბანიინვესტორებიინვესტორები და დეველოპერებიინოვაციური დეველოპმენტიკოლაბორაციაკომერციული და საგანმანათლებლო ცენტრებიმაღალი ხარისხიმდგრადი პროექტებიმომავალი სახლიმოძრაობა ქალაქშიმშენებლობის ექსპერტინაფეტვრებიპირველი თვითმყოფადი უბანისაბურთალოსაინვესტიციოსუფთა ჰაერიუბნის არქიტექტურაუძრავი ქონებაუძრავი ქონების ბაზარიუძრავი ქონების განვითარებაყოვლისმომცველი უბნებიცხოვრების რიტმი
Previous Post

მასკმა X-ის CEO დაკარგა – ლინდა იაკარინომ თანამდებობა დატოვა

Next Post

ტრამპის თქმით, აშშ სპილენძის იმპორტზე 50%-იანი ტარიფის დაწესებას განიხილავს

Anina Tepnadze

Next Post
ტრამპის თქმით, აშშ სპილენძის იმპორტზე 50%-იანი ტარიფის დაწესებას განიხილავს

ტრამპის თქმით, აშშ სპილენძის იმპორტზე 50%-იანი ტარიფის დაწესებას განიხილავს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result