Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

„სელფი მობაილმა“, „გალტ & თაგარტისა“ და თიბისი კაპიტალის დახმარებით, 65 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა

by იზა გვარამაძე
December 27, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„სელფი მობაილმა“, „გალტ & თაგარტისა“ და თიბისი კაპიტალის დახმარებით, 65 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა
0
SHARES
0
VIEWS

„სელფი მობაილმა”, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც 1.3 მლნ აბონენტზე მეტს ემსახურება, წარმატებით განათავსა 65 მილიონი ლარის მოცულობის უზრუნველყოფილი ობლიგაციები. განთავსების აგენტები იყვნენ „გალტ & თაგარტი“ და თიბისი კაპიტალი. ობლიგაციები ლარშია დენომინირებული, ვადა 3 წელს შეადგენს, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 6-თვიან TIBR + 3.5%-ია. ფასიანი ქაღალდი უზრუნველყოფილია კომპანიის უძრავი და მოძრავი ქონებით. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ტრანზაქცია იყო კომპანიის სადებიუტო განთავსება კაპიტალის ბაზარზე.

2023 წლის ოქტომბერში “სელფი მობაილს”, “გალტ & თაგარტისა” და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, გერმანული სააგენტოსგან, Scope Ratings-ისგან მიენიჭა BB- საკრედიტო რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით. მოცემული რეიტინგი საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორში ყველაზე მაღალ რეიტინგს წარმოადგენს. შედეგად, კომპანიის ობლიგაციების განთავსებაზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. ფასიანი ქაღალდი შეიძინეს საქართველოს წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა და საქართველოს საპენსიო სააგენტომ.

„სელფი მობაილმა“ ახლახან დაასრულა მის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება, 65 მლნ ლარის მოცულობის ობლიგაციების განთავსების სახით. მოზიდული ფინანსური რესურსი მოხმარდება არსებული ვალდებულებების დაფარვას და სელფის ქსელის გაუმჯობესებისა და გაფართოების პროექტს. მიღებული დაფინანსებით, სელფი ასევე გააგრძელებს 5G ტექნოლოგიის დანერგვას, რისთვისაც კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში მიმდინარე წლის აგვისტოში გაიმარჯვა. ცალკე აღნიშვნის ღირსია სელფის ობლიგაციების მიმართ დაფიქსირებული მაღალი მოთხოვნა, რაც განპირობებულია სელფის სტაბილური პოზიციით ბაზარზე, კარგი მომგებიანობით და სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი პერსპექტივით. მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო გალტ & თაგარტსა და თიბისი კაპიტალს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ჩემს კოლეგებს სიბიეს ჯგუფში და სელფის გუნდს ტრანზაქციის წარმატებით განხორციელებისთვის“, – თამარ გახარია, “სიბიეს ჯგუფის” ფინანსური დირექტორი.

„მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით სელფი მობაილმა მოახერხა მოეპოვებინა თავის სექტორში უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი და წარმატებით გამოეშვა სადებიუტო ლარის უზრუნველყოფილი ობლიგაციები. მოპოვებული მაღალი რეიტინგის შედეგად, კომპანიამ შეძლო ფინანსური ინსტიტუტების დივერსიფიცირებულ ინვესტორთა წრეზე ტრანზაქციის ხელსაყრელ პირობებში განთავსება. შედეგად, კომპანიამ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა დაფინანსების სტრუქტურა, საპროცენტო განაკვეთი და დააფინანსა 5G-ს ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული პროექტები. ასევე მოხარულები ვართ, რომ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის მნიშვნელოვანმა ინსტიტუციურმა ინვესტორმა, საპენსიო სააგენტომ, მორიგ ადგილობრივ ტრანზაქციაში მიიღო მონაწილეობა“, – ლევან შავკაციშვილი, „გალტ & თაგარტის“ მმართველი დირექტორი.

“მოხარული ვართ, რომ თიბისი კაპიტალი “სელფი მობაილის” სადებიუტო ემისიის მხარდამჭერია. ობლიგაციების გამოშვებით, კომპანიამ შეძლო ფინანსური რესურსების დივერსიფიკაცია და საპროცენტო ხარჯის გაუმჯობესება. ამასთან ერთად, კომპანიას მომავალში შესაძლებლობა ექნება გამოათავისუფლოს მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები, რითაც დააფინანსებს მსხვილ კაპიტალურ დანახარჯებს. შედეგად კი, უზრუნველყოფს ბიზნესის უწყვეტ განვითარებასა და მომხმარებლებისთვის გამოცდილების გაუმჯობესებას. „სელფი მობაილის“ სადებიუტო ობლიგაციები გამყარებულია Scope Ratings-ის მიერ მინიჭებული BB- რეიტინგით (სტაბილური პერსპექტივით), რამაც ასევე შეუწყო ხელი ობლიგაციებისადმი ინტერესის ზრდას. შედეგად, ობლიგაციების შეძენის მიმართ დაინტერესება დაახლოებით 25%-ით აღემატებოდა ემისიის მოცულობას. ტრანზაქცია CBS ჯგუფისა და თიბისის 15 წლიანი წარმატებული პარტნიორობის მორიგი დასტურია. აღნიშნული ობლიგაციები თიბისი კაპიტალისთვის წელს მე-16 განთავსებაა და ბაზარზე ვინარჩუნებთ მოწინავე საინვესტიციო ბანკის პოზიციას“, – მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი. S

სელფის შესახებ

„სელფი მობაილი“ ქართული ტელეკომ კომპანიაა, რომელიც დღეს 1,3 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. მისი განვითარებული ციფრული ეკოსისტემის დამსახურებით, კომპანია დგას დიჯითალ ტრანსფორმაციის სათავეში, რომლის არსიც ტექნოლოგიური მიღწევებით მომხმარებლების საჭიროებების მხარდაჭერაა. „სელფი მობაილი” აქტიურად ვითარდება და არსებული ქსელის საფუძვლიან განახლებასთან და გაფართოებასთან ერთად, ერთადერთი ქართული მობილური ოპერატორია, რომელიც საქართველოში 5G ტექნოლოგიას ნერგავს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.cellfie.ge

სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:

სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge

შპს თიბისი კაპიტალის შესახებ:

თიბისი ბანკის შვილობილი – თიბისი კაპიტალი, საქართველოს წამყვანი საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც კლიენტებს ფინანსური მიზნების მიღწევაში ეხმარება. თიბისი კაპიტალი საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ემსახურება კერძო პირებს, კორპორაციულ სუბიექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმატებას გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტურირებითა და კონსულტაციებით უზრუნველყოფს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.tbccapital.ge

Previous Post

როგორ გამდიდრდა კომპანია „ორაკლი“?

Next Post

ბიზნესები, რომლებიც საქართველოს ბანკის ბიზნესანგარიშს 31 დეკემბრამდე გახსნიან, სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

იზა გვარამაძე

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result