Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

„სავსეა სამყარო კარგი წიგნებით, რომელიც ყველას მოერგება“, – დათო ტურაშვილის რჩევები საქართველოს ბანკის კამპანიის „ჩაინიშნე საკითხავი“ ფარგლებში

by იზა გვარამაძე
July 25, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„სავსეა სამყარო კარგი წიგნებით, რომელიც ყველას მოერგება“, – დათო ტურაშვილის რჩევები საქართველოს ბანკის კამპანიის „ჩაინიშნე საკითხავი“ ფარგლებში
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

წიგნის კითხვის სიყვარული, ხშირად, ჩვევის დაძლევით იწყება. სწორედ ამიტომ, მშობლები ცდილობენ, ბავშვებში ხელი შეუწყონ ამ ჩვევის გამომუშავებას, რაც დაეხმარება მათ, ლიტერატურულ თავგადასავლებში მოგზაურობა მათთვის საყვარელ საქმიანობად აქციონ.

სწორედ ეს იდეა იქცა საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის გუნდის შთაგონებად და ახალ კამპანიაში ითარგმნა.

მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, უფრო მეტი შემეცნებისა და ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის, საქართველოს ბანკი იდეათეკების კამპანიას „ჩაინიშნე საკითხავი და გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში” ახორციელებს.

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ბანკი შესაძლებლობას აძლევს გამოცდილ და დამწყებ მკითხველებს, ლიტერატურულ სამყაროში მათთვის საყვარელ ხელოვნების სფეროს 7 წარმომადგენელთან ერთად იმოგზაურონ. ამისათვის, გუნდმა უნიკალური დიზაინის სანიშნი შექმნა ათი წიგნისთვის, რომელიც მკითხველს სხვადასხვა დარგის ინფლუენსერების კომენტარებს, მოსაზრებებსა და იდეებს უზიარებს და მათ ლიტერატურულ თავგადასავალში მეგზურობას უწევს.

„როგორც წიგნი ამდიდრებს და ავითარებს ადამიანის გონებას… შემოქმედებით, ანუ კრეატიულ ნიჭსა და უნარს, ისე სხვა – ვერაფერი. ამიტომ მგონია, რომ მთავარია, ჩვენ ეს უნარ-ჩვევები პატარაობიდანვე გვქონდეს, რომ წიგნის კითხვა შეგვიყვარდეს“, – ამბობს დათო ტურაშვილი, რომელიც ხელოვნების სფეროს შვიდ წარმომადგენელს შორის ერთ-ერთია.

მან საქართველოს ბანკის იდეათეკის კამპანიის ფარგლებში ორი წიგნი შეარჩია: ერიკ-ემანუელ შმიტის „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“ და ფრანსუა ვიიონის „მცირე ანდერძი, დიდი ანდერძი”.

„კარგი წიგნი ხომ იცით რომელია, რომ დაიწყებ და ვერ მოწყდები. ჩემი შერჩეული წიგნიც ისეთია, რომ ვერ მოწყდები. ამიტომ, ჩემი სურვილია, ყველამ წაიკითხოს, დიდებმაც და პატარებმაც, რომ იყვნენ იმაზე უკეთესები, ვიდრე ვართ“, – ამბობს დათო ტურაშვილი.

კამპანიის ფარგლებში, უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები საქართველოს ბანკის 23 იდეათეკაში განთავსდება. თუმცა, კითხვის მოყვარულთათვის, შეზღუდული დროითა და რაოდენობით extra.ge-სა და სულაკაურის გამომცემლობის თაროებზეც (ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებშიც) იქნება ხელმისაწვდომი.

„ხშირად მეკითხებიან, რომელი წიგნიდან აჯობებს რომ დავიწყოთ კითხვა? ჰგონიათ, რომ რაღაც წიგნია ისეთი, ჯადოსნური, რომელსაც რომ წაიკითხავ, მერე კარგი მკითხველი გახდები. ეს სულ ფუჭი მცდელობაა, რომელიც არაფერში გამოადგებათ. უფროსები რომ ეჩხუბებიან ბავშვებს, „როგორ შეიძლება ეს წიგნი არ გქონდეს წაკითხული?“ ძალიან კარგადაც შეიძლება. მთავარია, სულ იკითხო და თუ არ მოგწონს, არ განიჭებს სიამოვნებას, დახურე იმ წუთში და გადაშალე სხვა. ამით იმის თქმა მინდა, რომ წიგნის არ უნდა გვეშინოდეს, პირიქით… სავსეა სამყარო კარგი წიგნებით, რომელიც ყველას მოერგება“, – ამბობს დათო ტურაშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს 2019 წლიდან ახორციელებს. ეს არის მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც მოსწავლეებისთვის ქმნის ახალი აღმოჩენების, შემეცნებისა და განვითარების შესაძლებლობას. სწორედ ამ მიზნით, ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით – კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით. შედეგად, დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკა საქართველოს 10 რეგიონის 23 სკოლაში ფუნქციონირებს და 12 000-ზე მეტ ახალგაზრდას აძლევს წვდომას შემეცნებისა და აღმოჩენებისთვის საჭირო ყველა საგანმანათლებლო ინსტრუმენტზე. S

Previous Post

თიბისი ბიზნესის ახალი კამპანია „ყველაფერი ბიზნესისთვის“

Next Post

უკრაინაში პოლიტიკა დაბრუნდა

იზა გვარამაძე

Next Post
უკრაინაში პოლიტიკა დაბრუნდა

უკრაინაში პოლიტიკა დაბრუნდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result