• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result

Home ყველა სიახლე ბიზნესი

სავაჭრო ნიშნით „Tsurtsumia“

by იზა გვარამაძე
August 16, 2022
in ბიზნესი, ინტერვიუ, საქართველო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
სავაჭრო ნიშნით „Tsurtsumia“
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მეუღლე, სამი შვილის მამა და დევნილი აფხაზეთიდან – ასე აღწერს ირაკლი წურწუმია საკუთარ თავს, თუმცა, გარდა ამისა, მასზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. მას ფინანსურ სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ახლახან, „ევროკრედიტის“ საოპერაციო დირექტორის პოზიციიდან აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა, სადაც მიზნად არაერთი გეგმის განხორციელებას ისახავს. პარალელურად, მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებაზეც ზრუნავს ასოციაცია SMEDA-ს მეშვეობით, ჩართულია საქართველოს ფინტეკ ასოციაციის მუშაობაში და ქმნის საკუთარ ბრენდს – სახელად „Tsurtsumia“. თუ რას შესთავაზებს აღნიშნული ბრენდი საზოგადოებას, ამის შესახებ ირაკლი Forbes Georgia-ს ესაუბრა. თუმცა, მანამდე მისი მოსაზრებები მიკროსაფინანსო სექტორში არსებულ ტენდენციებზეც მოვისმინეთ.

ირაკლი, დავიწყოთ „ევროკრედიტში“ თქვენი 3-წლიანი მუშაობის შეჯამებით, რა პერიოდშიც ორგანიზაციაში ოპერაციების სტრუქტურა ძირეულად შეიცვალა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროცესებს თქვენ ედექით სათავეში, საინტერესოა, რით იხელმძღვანელეთ მათი განხორციელებისას და რა საჭიროებები დაინახეთ, როცა ამ კომპანიაში მიხვედით?

ვერ ვიტყვი, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ ჩემს სახელს უკავშირდება, ვინაიდან ერთია იდეა, ხოლო მეორე ამ იდეის განხორციელება, რაშიც მთელი ჩვენი გუნდი იღებდა მონაწილეობას. უნდა აღინიშნოს, ასევე, რომ მე და ჩვენი კომპანიის CEO-ს, მიხეილ ნონიკაშვილს, სხვადასხვა დროს არაერთი საინტერესო და წარმატებული ერთობლივი პროექტი გვაქვს განხორციელებული და მოხარული ვარ, რომ გეგმაში კიდევ არაერთი პროექტი გვაქვს ჩვენს ძლიერ გუნდთან ერთად. თუ რაიმე გავაკეთეთ, ეს პროფესიონალთა გუნდის მონაწილეობით.

რაც შეეხება ცვლილებებს, პირველი ძირეული გადაწყვეტილება ონლაინ ავტოსესხის პროდუქტის დანერგვა იყო, რის შედეგადაც, მომხმარებელს ავტოსესხის აღება აპლიკაციით, დისტანციურად შეუძლია. ბაზარზე პირველები ვიყავით, ვინც ეს ფორმატი მომხმარებელს შესთავაზა. ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ დისტანციური ვერიფიკაცია/იდენტიფიცირების ნაწილი გამართული ყოფილიყო. გარდა ამისა, მთელმა გუნდმა მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენთან უკვე ოპერაციების სოლიდური ნაწილის  დისტანციურად განხორციელებაა შესაძლებელი.

ვაგრძელებთ მუშაობას იმაზე, რომ მომხმარებელს ჩვენთან კომუნიკაცია მაქსიმალურად გაუმარტივდეს, ვინაიდან, ტარიფიკაციასთან ერთად, კომფორტი და დროის დაზოგვაც მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, ასევე, მომხმარებელს მივცეთ შესაძლებლობა ისარგებლოს დისტანციური მომსახურებით უსაფრთხოდ.  ეს ყველაფერი კი ფინტეკ-მიმართულებით გადადგმული უდიდესი ნაბიჯია, რაშიც, ფაქტობრივად, მომავალს ვხედავთ.

სულ ბოლო პროექტი, რომელიც კომპანიაში განახორციელეთ, არის რობოტიზაცია. რას გულისხმობს ეს და რა შეიცვალა ამით?

ჩვენი მიდგომა ასეთია: ურთიერთობა და საქმიანობა ბარიერების გარეშე.

ჩვენი აზრით, ის, რისი გაკეთებაც „მანქანას“ და პროგრამას შეუძლია, უნდა გააკეთოს „მანქანამ“ და პროგრამამ. ხოლო იქ, სადაც გადაწყვეტილება ადამიანის მიერაა მისაღები და გასააზრებელი, ადამიანური რესურსი უნდა ჩაერთოს. შესაბამისად, ჩვენ მთელი რიგი პროცესების რობოტიზაცია გადავწყვიტეთ და მივედით იქამდე, რომ პროცესების ის ნაწილი, რომელსაც ადამიანი რუტინულად, მთელი დღის განმავლობაში ახორციელებდა, გადავეცით ე.წ. რობოტს. დავნერგეთ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა. შედეგად, თანამშრომლების დროის ოპტიმიზაცია მოხერხდა და მათ მიეცათ შესაძლებლობა, თავიანთი რესურსი, დრო და კომპეტენცია უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისკენ მიემართათ. გარდა ამისა, როდესაც რუტინულ საქმესთან გვაქვს შეხება, ადამიანური ფაქტორის გამო შეცდომების ალბათობა გაცილებით მაღალია. აქედან გამომდინარე, დროის ოპტიმიზაციის გარდა, მოვახერხეთ იმ რისკების შემცირებაც, რომლებიც შეიძლება ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდებოდეს.

რა არის თქვენი პრიორიტეტული გეგმები ამ ეტაპზე „ევროკრედიტში“?

როგორც უკვე აღვნიშნე, დავიწყეთ ფინტეკ-ტრანსფორმაცია. ვმუშაობთ ახალ მობილურ აპლიკაციაზე, რომელიც მომხმარებელს მისცემს ყველა იმ საჭირო ინფორმაციას, რაც უკავშირდება მისთვის გამოყოფილ ლიმიტს, საპროცენტო განაკვეთებს, დავალიანებასა და ყველა საჭირო ინფორმაციას. ამასთან, ჩვენი აპლიკაციით მომხმარებელი პარტნიორი ორგანიზაციებისგან ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და რა თქმა უნდა, მიეცემა შესაძლებლობა, მიიღოს კომპანიის სრული სერვისი – დაწყებული სესხის მიღებით, დასრულებული ჩვენი კომპანიის პარტნიორებისგან შეთავაზებული ბენეფიტებით ონლაინ! ესეც მომსახურება ბარიერების გარეშე.

ამ ყველაფრით ჩვენი მიზანია, მომხმარებლის კომფორტი გავზარდოთ, რაც, საბოლოო ჯამში, კომპანიის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ფინტეკ-მიმართულებაზე ზოგად ჭრილშიც მინდა გკითხოთ. ბოლო პერიოდში საქართველოშიც ფინანსური ტექნოლოგიები ყალიბდება და ვითარდება. სად ვდგავართ ამ კუთხით დღეს? რამდენად არის ბაზარზე კონკურენცია?

ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურმა სექტორმა ბევრი რამ გააკეთა, რათა ამისთვის საფუძველი ჩაეყარა, მაინც საწყის ეტაპზე ვართ. მაგალითისთვის: ბანკებმა ეს მიმართულება გარკვეულ დონეზე განავითარეს, თუმცა, შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. მიუხედავად ყველაფრისა, ფინტეკი თავის პირველ ნაბიჯებს მყარად დგამს და ვფიქრობთ, რომ საქართველოს ფინტეკ ასოციაცია და მისი წევრები არაერთ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ ამ ინდუსტრიის განვითარებისკენ მიმავალ გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ ასოციაცია ახალი დაფუძნებულია, ის უკვე აქტიურად არის ჩართული არაერთ აქტივობაში, იქნება ეს ბიზნესისა თუ რეგულატორის ნაწილი.

მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, საინტერესოა თქვენი მოსაზრება მიკრობანკების კანონპროექტთან დაკავშირებითაც, რამდენად საჭირო იყო ეს ნაბიჯი ქართული საფინანსო ბაზრისთვის და რას შეცვლის ის?

მიკრობანკების ინიციატივას პოზიტიურად ვუყურებ, ვინაიდან არის მთელი რიგი ჩანაწერები, რომლებიც არაერთ მიმართულებას აუმჯობესებს. მაგალითად, ფინანსური რესურსის მოზიდვის ნაწილში მიკრობანკის შემთხვევაში პროცესი მარტივდება მისო-ებთან შედარებით. ასევე ცალსახაა, რომ ეს სექტორის გამსხვილებას გამოიწვევს. შესაძლებელია, პატარა კომპანიების შერწყმა ან განვითარების სხვა დონეზე გადასვლაც გამოიწვიოს, მაგრამ უდავოა რომ ფინანსურ სექტორში კიდევ ერთი ალტერნატივა ჩნდება, რომლის წყალობითაც მომხმარებელს საჭირო პროდუქტის მიღების დამატებითი შესაძლებლობა უჩნდება. არ გამოვრიცხავ, რომ შედარებით მცირე ზომის რომელიმე ბანკმაც გადაწყვიტოს მიკრობანკის სტატუსის მიღება.

მიკროსაფინანსო ბაზრის ნაწილი რომ შევაჯამოთ, ბოლო კითხვას დაგისვამთ. თქვენი ხედვით, როგორია საქართველოში მიკროსაფინანსო სექტორის მომავალი? რა ტენდენციების პროგნოზირება შეგიძლიათ?

პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ კომპანიების გამსხვილების ტენდენცია იქნება. მოგეხსენებათ, დაახლოებით შვიდი წლის წინ ბაზარზე 100-მდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო. შემდეგ შემცირდა და ახლა აქტიური მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რიცხვი 20-25-მდეა ეს პროცესი წესით გაგრძელდება, რამდენიმე მათგანი ალბათ ბაზრიდან გავა, ასევე, ახლებიც შემოვლენ, თუმცა რაოდენობა კვლავ კლებისკენ იქნება მიმართული.

თქვენ SMEDA-ს (მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია) რეგიონული განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეც ხართ. რა არის ამ ასოციაციის მიზანი და თქვენ რა როლი გაქვთ მის ფუნქციონირებაში?

ამ ასოციაციის მიზანი ძლიერი, მდგრადი და ინოვაციებზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის ჩამოყალიბებაა, სადაც თითოეულ მეწარმეს განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობა ექნება. მცირე და საშუალო მეწარმოება ერთობლივად უმნიშვნელოვანესი როლის მატარებელია ქვეყნის ეკონომიკაში. შესაბამისად, ამ ნაწილში დღეს ქვეყანას მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდება. გვაქვს მთელი რიგი გამოწვევები, რომელთაგანაც, ჩემი აზრით, ნომერ პირველი გამოწვევა ფინანსურ და ბიზნეს განათლებაზე წვდომა და ინფორმაციის ნაკლებობაა. მეწარმეების მხრიდან არსებობს მოთხოვნა, რომ მიიღონ საჭირო ინფორმაცია, ამიტომაც ვცდილობთ მათთვის ეს უზრუნველვყოთ.

ასოციაცია ითვალისწინებს როგორც განათლების და ინფორმაციის გაცვლის და მიღების შესაძლებლობას, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ადვოკატირებასაც. ამასთან, ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათ შორის მნიშვნელოვანია UNDP-ის და USAID-ის მხარდაჭერა. შეჯამებისთვის ვიტყვი, რომ ჩვენ გარკვეული ჰაბი ვართ, სადაც საჭირო ინფორმაციის მიმოცვლა და შერწყმა ხდება. მეწარმეები უკავშირდებიან მათ, ვინც სჭირდებათ. ამასთან, ჩვენ თავადვე ვართ ციფრული ასოციაცია, ამიტომაც ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ბიზნესის გაციფრულებას, განსაკუთრებით რეგიონებში. გვაქვს სხვა არაერთი ამბიციური გეგმა.

რა შედეგები გაქვთ ამ დრომდე?

ასოციაცია დაახლოებით ორი წელია არსებობს. დღეის მდგომარეობით 300-მდე წევრი მეწარმე გვყავს, თუმცა ზრდის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. რამდენიმე რეგიონში ჩვენი ასოციაციის ელჩები, ამბასადორები, გვყავს, რომლებიც მეწარმეებთან პირდაპირ კომუნიკაციაში გვეხმარებიან. ჩვენი მიზანია, რომ საჭირო ინფორმაციაზე წვდომა, რაც შეიძლება მეტ მეწარმეს ჰქონდეს, ეს უმნიშვნელოვანესია სწრაფი განვითარებისთვის.

დაბოლოს, მივედით თქვენს სავაჭრო ნიშანზე, რომლის სახელია „Tsurtsumia“. რა გეგმები გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

ზოგადად, ცხოვრებაში საკმაოდ მრავალმხრივი ინტერესები მაქვს, ეს არის მოტოციკლი, ავტოსპორტი, დრიფტი, დრამი, მოგზაურობა, TEDx Talks, და ა.შ. ვფიქრობ ეს ყველაფერი გარკვეულწილად ამ ბრენდშიც აისახება და “Tsurtsumia” ერთგვარ ჰოლდინგად ჩამოყალიბდება, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულ მიმართულებას გააერთიანებს. ესენია:

სამოტივაციო-საგანმანათლებლო  მიმართულება, რომლის ძირითადი არხი იქნება YouTube პლატფორმა. არხზე ხელმისაწვდომი იქნება (ქართულ ენაზე) მსოფლიოში წამყვანი სპიკერების და წარმატებული ლიდერების რჩევები და მოსაზრებები. შეხვდებით არაერთ ქართველ  წარმატებულ სპიკერს და მოაზროვნეს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი კი იქნება მოზარდების მიერ გაზიარებული მოსაზრებები და სიტყვით გამოსვლები. მოკლედ, ვფიქრობთ, რომ საინტერესო უნდა გამოვიდეს.

მეორე მიმართულებაა არტი, ამ პროექტში მონაწილეობის საქართველოში მოღვაწე წარმატებული და ცნობილი მხატვრები მიიღებენ, ამასთანავე, უყურადღებოდ არ დაგვრჩება დამწყები, ნიჭიერი ახალგაზრდები;

და მესამე მიმართულება იქნება ფინტეკი – ეს ალბათ ჩემი სამსახურებრივი ცხოვრების ყველაზე შესისხლხორცებული ნაწილია და, შესაბამისად, მის გარეშე ძნელად თუ წარმომიდგენია განვითარება. იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი ფორმირებისა და დაგეგმარების პროცესშია, ამ ეტაპისთვის მეტის გაზიარება, სამწუხაროდ, არ შემიძლია.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ ყველა ეს პროექტი და იდეა ძალიან საინტერესო ადამიანებთან და გუნდთან ერთად ხორციელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი სასარგებლო და წარმატებული პროექტის გაკეთებას შევძლებთ.

ბოლოს გაგანდობთ ფინალურ სურვილს, რომელიც მთლად ჩემზე და ჩვენს გუნდზე არ არის დამოკიდებული.. წარმატებული პროექტებით, ბარიერების გარეშე – აფხაზეთში!

Previous Post

Saudi Aramco-მ 2022 წლის მეორე კვარტალში რეკორდული მოგება მიიღო

Next Post

საუდის არაბეთის Kingdom Holding-მა რუსულ ენერგოკომპანიებში ინვესტიცია განახორციელა

იზა გვარამაძე

Next Post
საუდის არაბეთის პრინცი Kingdom Holding-ის 16.87%-იან წილს საჯარო საინვესტიციო ფონდს მიჰყიდის

საუდის არაბეთის Kingdom Holding-მა რუსულ ენერგოკომპანიებში ინვესტიცია განახორციელა

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.