Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ბიზნესი

საცალო ვაჭრობის ახალი სახე კავკასიაში

by იზა გვარამაძე
October 21, 2025
in ბიზნესი, ინტერვიუ, პარტნიორის კონტენტი, სიახლეები, ყველა სიახლე
0
საცალო ვაჭრობის ახალი სახე კავკასიაში
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ბაქოდან თბილისამდე და აკრობატიკიდან გაყიდვებამდე – ასეთი იყო რადიკ ასგარლის გზა, ვიდრე სამხრეთ კავკასიაში ერთ–ერთი მსხვილი სამომხმარებლო ელექტრონიკის საცალო ქსელის, Kontakt Home-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდებოდა. ის კომპანიაში ქმნის ახალ ხედვას, მომხმარებელთან ურთიერთობის განსხვავებულ სტანდარტს და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალებს Forbes Georgia-ს უზიარებს.

ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

რადიკ, გვიამბეთ თქვენი გამოცდილებების შესახებ. რა გავლენა იქონია განვლილმა გზამ თქვენს ცხოვრებასა და კარიერაზე?

აზერბაიჯანის პატარა ქალაქ ქურდამირში დავიბადე. ადრეულ ასაკში, ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა სპორტმა – მოვიპოვე სპორტის ოსტატის წოდება აკრობატიკაში. მაგრამ ცხოვრებას თავისი მოულოდნელობები ახლავს და ფიზიკურმა ტრავმამ ამ საქმეში ხელი შემიშალა.

მიუხედავად ამისა, არ შევჩერებულვარ და 15 წლისა აღმოვჩნდი ბრეიკდანსის სამყაროში, სადაც თავისუფლებას, კრეატიულობასა და სხვებისთვის სწავლების სიხარულს ვეზიარე.  ამ გამოცდილებამ მნიშვნელოვანი რამ მასწავლა, რომ ყოველი დასასრული შეიძლება იყოს ახლის დასაწყისი.

მოგვიანებით, აზერბაიჯანის ეროვნულ არმიაში გატარებულმა წლებმა დისციპლინა, გუნდურობა და მომავლის რწმენა მასწავლა. სტუდენტობის დროსაც დაუღალავად ვმუშაობდი, მათ შორის, მიმტანად, შემდეგ კი ჰიპერმარკეტში ტექნიკას ვყიდდი. არასდროს მიფიქრია, რომ ბიზნესში გადავინაცვლებდი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გავხდებოდი, რადგან მსახიობობა ან სპორტსმენობა მხიბლავდა.

დღეს, Kontakt Home-ის ხელმძღვანელობა მაძლევს საშუალებას, ჩემი ყველა გამოცდილება შევაჯამო და კომპანია ვაქციო ადგილად, სადაც მომხმარებელი ეზიარება კომფორტს და ოცნებებს აიხდენს.

ვინ ან რამ მოახდინა განსაკუთრებული გავლენა თქვენს კარიერულ გზაზე?

წარმატებული ადამიანების მაგალითი და მხარდაჭერა ჩემთვის მუდამ მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ყველაზე დიდ შთაგონებას ყოველთვის შრომა წარმოადგენდა, რწმენა იმისა, რომ ძალისხმევა წარმატებისკენ ხსნის გზას.

ბიზნესის მიღმა, ჩემი უდიდესი შთაგონება ოჯახია – ორი ქალიშვილი, რომლებიც ყოველდღიურად მაძლევენ მოტივაციას, წინ წავიდე. როცა დასვენება მჭირდება, ჩოგბურთს ვთამაშობ. ერთი წელია, თამაში დავიწყე და ის არა მხოლოდ სპორტია ჩემთვის, არამედ საშუალება, აქცენტი გავაკეთო დისციპლინასა და გამძლეობაზე, იმ თვისებებზე, რომლებიც ლიდერს ნამდვილად სჭირდება.

რა გამოცდილებები და გამოწვევები დაგეხმარათ, აღმოგეჩინათ და გაჰყოლოდით ამ კონკრეტულ პროფესიულ მიმართულებას?

უკრაინაში, კიევის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის მარკეტინგის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ჩემი პირველი რეალური პროფესიული გამოცდილება უკავშირდებიდა VITEK-ის ჰიპერმარკეტს, სადაც საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ელექტრონიკას ვყიდდი. მაშინ მერჩენდაიზერობაზე ვოცნებობდი, რადგან იდეალურ სამსახურად მიმაჩნდა, მაგრამ ვცდებოდი. როდესაც გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე დამაწინაურეს, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ძალიან მაინტერესებდა ელექტრონიკისა და ტექნიკის სამყარო, რომელმაც ჩემი კარიერული გზა  საბოლოოდ განსაზღვრა.

როგორ დაუკავშირდა თქვენი საქმიანობა Kontakt Home-ს?

წლების წინ Kontakt Home-ის აზერბაიჯანულ წარმომადგენლობაში დავიწყე მუშაობა. თავდაპირველად კატეგორიის მენეჯერი ვიყავი და ბევრი გამოწვევის შემდეგ, საბოლოოდ,  კომერციული დირექტორი გავხდი. 2021 წელს შემომთავაზეს Kontakt Home-ის საქართველოში გაფართოების გეგმა და ამავე წელს პირველი მაღაზიაც გავხსენით.

როგორი იყო ტრანზიცია და საქართველოში კომპანიის მართვის პირველი შთაბეჭდილებები?

თავიდან ვფიქრობდი, რომ საქართველოს ვიცნობდი, მეზობელი ქვეყანაა და ნაკლები სირთულე შემხვდებოდა. თუმცა მალევე გავაცნობიერე, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კულტურული და ბიზნეს განსხვავებები იყო. სხვა მიდგომა და სტილი გვჭირდებოდა — გუნდის შექმნით დაწყებული, მართვის სტილით დამთავრებული.

ახლა უკვე მთელი გუნდი ვამაყობთ იმით, რაც ერთად შევძელით. კიდევ გავიმეორებ,  რომ შრომა და გარემოსთან ადაპტაცია აღმოჩნდა ის, რამაც საქართველოში ჩვენი წარმატება განაპირობა.

როდესაც Kontakt Home-ი საქართველოს ბაზარზე შემოვიდა, ერთი რამ ვიცოდი: მხოლოდ პროდუქტი საკმარისი არ იყო და ნდობა უნდა მოგვეპოვებინა. ქართველი მომხმარებლები მომთხოვნები და ინფორმირებულები არიან. მათი გულის მოსაგებად საჭირო იყო მოთმინება და სწორი სტრატეგიული მიდგომა.

აზერბაიჯანის მოდელის კოპირების ნაცვლად, დრო დავუთმე ქართული სამომხმარებლო ჩვევების დეტალურად შესწავლას. დღეს Kontakt Home-ს თავისი კონკურენტული უპირატესობები აქვს, რათა მომხმარებლის ყველა მოლოდონი დავაკმაყოფილოთ.

რა არის Kontakt Home-ის ნიში ბაზარზე?

Kontakt Home-ში წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდები და 20,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი. კომპანია ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, როგორიცაა: Apple-ი, Samsung-ი, LG, Toshiba, Kenwood-ი, Braun-ი, Delonghi, Midea, Panasonic-ი და სხვა.

მაღაზიები მართლაც რომ გამორჩეულია ლოფტის თანამედროვე დიზაინით, სადაც განლაგებულია კომფორტული მოსაცდელები, გასართობი კუთხე ბავშვებისთვის და ყავის სადეგუსტაციო სივრცე.

Kontakt Home-ი არის ერთადერთი ტექნიკის მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უპროცენტო შიდა განვადებას, გადახდის მეთოდს და ნებისმიერი მომხმარებელი, ბანკის ჩარევის გარეშე, პირადობის მოწმობის საფუძველზე ხდება ნივთის მფლობელი.

Kontakt Home-ს აქვს ელექტრონული კომერციის პლატფორმაც (kontakt.ge), სადაც  შესაძლებელია პროდუქციის შეძენა როგორც პირდაპირი გადახდით, ასევე შიდა განვადებით. ონლაინმაღაზია სთავაზობს მომხმარებელს სწრაფი მიტანის სერვისს, თბილისსა და ბათუმში კი 15 კგ-მდე პროდუქციის მიტანას 2 საათის განმავლობაში.

როგორია ბრენდის ხედვა?

Kontakt Home-ი მუდმივად ცდილობს, მომხმარებელს შესთავაზოს თანამედროვე ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ინოვაციური გამოცდილება. გვჯერა, რომ ჩვენს მაღაზიაში ვიზიტი სასიამოვნო და საინტერესო გამოცდილებად იქცევა ყველასთვის — იქნება ეს ახალი ტელეფონის შეძენა, საოჯახო ტექნიკის არჩევა თუ უბრალოდ თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა. „კონტაქტში“ ყოველთვის იპოვით იმას, რაც გჭირდებათ და იმასაც, რაზეც ოცნებობთ.

მომავლის გეგმებზე რას გვეტყვით?

ჩვენი ხედვა თამამია — Kontakt Home-ი უნდა გახდეს არა მხოლოდ #1 სანდო საცალო ბრენდი საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში მომხმარებელზე ორიენტირებული ვაჭრობის სტანდარტის შემქმნელი. ჩვენ ვქმნით გამოცდილებას, რომელიც შეძენის კულტურას ცვლის სერვისით, ხარისხითა და ადამიანური ურთიერთობებით.

ამასთან, ქსელის გაფართოება ჩვენი პრიორიტეტია და ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით, Kontakt Home-ი ექვს მაღაზიას ფლობს. მიმდინარე წლის ბოლომდე დამატებით ერთი მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ თბილისში, კერძოდ, გლდანის სითი მოლში, ხოლო 2026 წლიდან ფილიალებს გავხსნით თელავში, ზუგდიდსა და ქუთაისშიც.

Previous Post

აშშ-ის მთავრობის „შათდაუნი“: კანონპროექტი მე-11 კენჭისყრაზეც ჩავარდა

Next Post

სლოვაკეთის პრემიერზე თავდამსხმელი ტერორიზმში დამნაშავედ ცნეს

იზა გვარამაძე

Next Post
სლოვაკეთის პრემიერზე თავდამსხმელი ტერორიზმში დამნაშავედ ცნეს

სლოვაკეთის პრემიერზე თავდამსხმელი ტერორიზმში დამნაშავედ ცნეს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result