Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

სასტუმრო “რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული” ოფიციალურად გაიხსნა

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in საქართველო
0
სასტუმრო “რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული” ოფიციალურად გაიხსნა
0
SHARES
0
VIEWS

პრემიუმ კლასის ბრენდი “რადისონ ქოლექშენი” სასტუმროებისთვის მხოლოდ გამორჩეული ისტორიისა და მნიშვნელობისა მქონე ადგილებს არჩევს. ახალი სასტუმრო  საქართველოში, ღვინის რეგიონში – კახეთში, კერძოდ, წინანდალში გაიხსნა.

“რადისონ ქოლექშენი” სტუმრებს განსაკუთრებულ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს სთავაზობს. იმის გათვალისწინებით, რომ კახეთი საქართველოში ღვინის ისტორიული მხარეა, კომპლექსი სტუმრებს საშუალებას აძლევს, მოინახულონ წინანდლის მამულის უნიკალური ვენახი და ისტორიული მარანი.  სტუმრების განკარგულებაშია მეხუთე სართულზე განთავსებული სპა-ცენტრი და ღია საცურაო აუზი კავკასიონის მთების შთამბეჭდავი ხედით. 

მიშელ სტალპორტი, რადისონის სასტუმროების ჯგუფის  აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი: “ვამაყობთ, რომ “რადისონ ქოლექშენის” პირველ სტუმრებს ამ შესანიშნავ რეგიონში ვუმასპინძლებთ. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანაა და აღიარებულია, როგორც ღვინის აკვანი. აქ ტურისტებს დიდი სითბოთი და სტუმართმოყვარეობით ხვდებიან.  “რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული” წარმოადგენს ბრწყინვალე არქიტექტურის ნიმუშს. აქ ისტორიული ავთენტურობა კარგად ერწყმის თანამედროვე დიზაინის დეტალებს და სწორედ ეს უქმნის სტუმრებს განსაკუთრებულ გარემოს. აქ გატარებული დრო მათ კარგად დაამახსოვრდებათ.” 

სასტუმრო “რადისონ ქოლექშენი, წინანდლის მამული” 141 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს აერთიანებს. ნომრების დახვეწილი სტილი შესანიშნავად შეესაბამება სასტუმროს გამორჩეულ ადგილმდებარეობას. თანამედროვე დიზაინის მქონე სასტუმრო ქართული ტრადიციების, კულტურისა და არქიტექტურული სტილის ინსპირაციით შეიქმნა,. პრემიუმ კლასის ნომრები სტუმრებს განსაკუთრებულ კომფორტს  შეუქმნის. 

პროექტი კახეთში განახორციელა “სილქროუდ ჯგუფმა”. ფინანსური მხარდამჭერია “საპარტნიორო ფონდი” და “თიბისი” ბანკი.  

წინანდლის მამულს ღვინის წარმოების მდიდარი ისტორია აქვს. აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოში სწორედ აქ ჩამოასხეს ღვინო ბოთლში. ეს ადგილი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ღვინის მოყვარულთათვის, რომლებსაც სურთ ქართული ღვინის ისტორიულ მემკვიდრეობას და ტრადიციებს უკეთ გაეცნონ. ამისათვის, სტუმრებს საშუალება ექნებათ მოინახულონ წინანდლის მამულის ვენახი, ეწვიონ ალექსანდრე ჭავჭავაძის უნიკალურ ენოთეკას და დააგემოვნონ ქართული ტრადიციული ღვინო სადეგუსტაციო ბარში. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო მდებარეობს თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სიახლოვეს და გარშემორტყმულია 18 ჰექტარზე გაშენებული ისტორიული ბაღით. 

სასტუმრო “რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული” სტუმრებს განსაკუთრებულ არჩევანს სთავაზობს გასტრონომიული კუთხითაც. სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ სხვადასხვა მიმართულების სამზარეულო იქნება ეს ფრანგული, საერთაშირისო თუ ქართული ტრადიციული.  

ბოლო სართული სარელაქსაციო სივრცეს ეთმობა. აქ სტუმრებს დახვდებათ ფიტნეს ოთახი, საუნა, ჯაკუზი, სპა და ღია აუზი კავკასიონის მთების შთამბეჭდავი ხედით.   

“რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული” საუკეთესო ადგილია შეხვედრებისა და ღონისძიებების ჩასატარებლად. ასეთი სივრცეების საერთო ფართობი 2350 კვადრატულ მეტრს შეადგენს.  

აღსანიშნავია 1200 ადამიანზე გათვლილი ღია ამფითეატრიც, რომლის დიზაინიც ხავიერ ფაბრეს ეკუთვნის. ამ სივრცეში შესაძლებელია კონცერტების, ქორწილების, გალა ვახშმების, სპექტაკლებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების გამართვა.  

პროექტზე ცნობილი არქიტექტორები ჯონ ფოტიადისი, ქრისტინა გაბასი და დამიენ ფიგუერასი მუშაობდნენ. სასტუმროს დიზაინზე იმუშავა მსოფლიოში სახელგანთქმულმა ინდუსტრიულმა დიზაინერმა ინგო მაურერმა, ქართველ მოქანდაკესთან, თამარ კვესიტაძესთან ერთად. 

სასტუმროს “რადისონ ქოლექშენი, წინანდლის მამული” მართავს “Radisson Hospitality AB” საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. 

Previous Post

თბილისი “Cardano Blockchain” ღონისძიებას უმასპინძლებს

Next Post

რომელ ქვეყნებში გაიზარდა საქართველოს ექსპორტი ყველაზე მეტად

მაგდა დოლიძე

Next Post
რომელ ქვეყნებში გაიზარდა საქართველოს ექსპორტი ყველაზე მეტად

რომელ ქვეყნებში გაიზარდა საქართველოს ექსპორტი ყველაზე მეტად

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result