Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

სასკოლო განათლების ძვირი რეგრესი

by Forbes.ge
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
სასკოლო განათლების ძვირი რეგრესი
0
SHARES
0
VIEWS

საქართველო უფრო და უფრო მეტს ხარჯავს განათლებაზე, რომლის ხარისხიც არ უმჯობესდება.

ბუნებრივი რესურსებით ღარიბ, დაბალშემოსავლიან ქვეყნებს გასამდიდრებლად აუცილებლად სჭირდებათ:1. ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო და 2. განათლების გამართული სისტემა. მაღალი ხარისხის განათლება ძვირი ღირს და ის ქვეყნის გამდიდრების პარალელურად მიიღწევა, მაგრამ თუ ქვეყანას ისეთი საგანმანათლებლო პოლიტიკა აქვს, რომ განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ხელს უშლის, ქვეყნის გამდიდრებაც გადავადდება და კონკურენტუნარიანი განათლების მქონე მოსახლეობის ყოლაც. დაახლოებით ასეთ სიტუაციაშია დღეს საქართველოს სასკოლო განათლება, რომელიც პოლიტიკური მიზანშეწონილობით იმართება და არა სწავლის ხარისხის ამაღლების სურვილით. ხშირ შემთხვევაში, საჯარო სკოლაში დასაქმებული – ადმინისტრაციული რესურსია, რომელმაც არჩევნებზე ხმა უნდა მოგცეს და მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიებს უნდა დაესწროს. სანაცვლოდ, საკუთარი საგნის გამოცდაში ჩაჭრა ეპატიება და ბონუსად, კონკურენციისგანაც დაიცავს სახელმწიფო: სანამ თავისი ნებით არ წავა სკოლიდან, მასზე ასჯერ უკეთესიც ვერ ჩაანაცვლებს.

რა შედეგებს გვაძლევს ასეთი მიზნების მქონე საგანმანათლებლო პოლიტიკა, კარგად გამოჩნდა გასულ თვეში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში: “დაბალი ხარისხის სასკოლო განათლებაში სულ უფრო მეტს ვიხდით”. კვლევის მიზანი სასკოლო განათლების დაფინანსების ზრდასა და განათლების ხარისხს შორის კავშირის ჩვენებაა. როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის შემდეგ სასკოლო განათლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება გაორმაგებულია, ეს განათლების ხარისხს ფაქტობრივად არ დასტყობია. 2018 წელს სასკოლო განათლებისთვის 678 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ეს შედეგი მოულოდნელი არც არის, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობას არა აქვს სასკოლო განათლების ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული პოლიტიკა. სასკოლო განათლება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან ფინანსდება და ის ცალკე პროგრამად არის გამოყოფილი.

ზოგადად, პროგრამული ბიუჯეტი ნიშნავს, რომ ფულის ხარჯვის მიზანი დასახული შედეგის მიღწევა გახლავთ და არა თავად ფულის ხარჯვა. ამ დროს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების ქვეპროგრამის მიზნებსა და მოსალოდნელ საბოლოო შედეგებში განათლების ხარისხის ამაღლება არც გვხვდება. ფულის ხარჯვის ერთადერთ მიზანს მოსწავლეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს, რაც გამოიხატება იმაში, რომ სკოლები უზრუნველყოფილი იყვნენ აუცილებელი დაფინანსებით. ქვეპროგრამას მოსალოდნელი შედეგის შეფასების მხოლოდ ერთი ინდიკატორი აქვს: “საჯარო სკოლების 100% უზრუნველყოფილია ვაუჩერული დაფინანსებით ეროვნული სასწავლო გეგმის სრული განხორციელებისათვის”.

იკვეთება შემდეგი სურათი: მიუხედავად იმისა, რომ პროგრამული ბიუჯეტი გვაქვს, რომლის მიზანი პრობლემის მოგვარება, ან არსებული სიტუაციის გაუმჯობესება უნდა იყოს, ხელისუფლება მოძველებული მიდგომებით მოქმედებს და მხოლოდ სკოლების გამართული დაფინანსებაზე (გამოყოფილი თანხის დროზე ჩარიცხვა) ზრუნავს. განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც სასკოლო განათლების ყველაზე დიდი გამოწვევაა, პოლიტიკის მიზანიც კი არ არის.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) მიხედვით, სასკოლო განათლების ხარისხით საქართველო 72 ქვეყანას შორის 62-ე ადგილზეა. აღნიშნული კვლევა ბოლოს 2015 წელს ჩატარდა და დაკვირვების საგანი საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და წაკითხული ტექსტის შინაარსის გააზრება იყო. მთლიანობაში ქართველმა მოსწავლეებმა საკმაოდ ცუდი შედეგი აჩვენეს. მათემატიკაში საქართველო ბოლოდან მე-13 ადგილზე გავიდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ბოლოდან მე-11-ზე, ხოლო წაკითხული ტექსტის გააზრებაში – ბოლოდან მე-9-ზე.

PISA-ს კვლევა სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. 2012 წლის კვლევაში საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია. 2009 წელს საქართველო მათემატიკაში ბოლოდან მე-10 ადგილს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ბოლოდან მე-8-ს, ხოლო წაკითხული ტექსტის გააზრებაში ბოლოდან მე-5 ადგილს იკავებდა. შესაბამისად, 2015 წელს, 2009 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიციები მცირედით გაუმჯობესებულია, თუმცა ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებს შორის რჩება და OECD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

სასკოლო განათლების ხარისხზე დაკვირვებას მოიცავს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშიც. 2017-2018 წლების ანგარიშის მიხედვით, 137 ქვეყანას შორის სასკოლო განათლების ხარისხით საქართველო 106-ე ადგილზეა. აღნიშნულ კვლევაში განათლების ხარისხის განსაზღვრა დამსაქმებლების გამოკითხვით ხდება. რეიტინგში საქართველო ყველაზე კარგ პოზიციაზე 2015 წელს იყო – 90-ე ადგილზე, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა – 3.5 (მაქსიმალურია 7) 2014 წელს ჰქონდა. 2017 წელს შედეგები რადიკალურად გაუარესდა.

სასკოლო განათლების ხარისხის მაჩვენებელია პედაგოგთა მომზადების დონეც, რომელზეც გარკვეულ სურათს პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები გვიქმნის.

საქართველოში პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები 2010 წლიდან დაიწყო, რომელთა მიზანიც პედაგოგთა მომზადებისა და კვალიფიკაციის დონის ამაღლება გახლდათ. თავდაპირველად გამოცდებზე გასვლა ნებაყოფლობითი იყო, სავალდებულო კი 2014 წლიდან უნდა გამხდარიყო, თუმცა დღემდე ნებაყოფლობითად რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ხელფასის მატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, 2017 წლის მდგომარეობით პედაგოგთა მხოლოდ 30%-ს ჰქონდა თუნდაც ერთი სასერტიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული. 2010-2017 წლებში სასერტიფიკაციო გამოცდებზე გასულ პედაგოგთა 75%-მა საკუთარ საგანში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. საქართველოშო სულ 67 ათასამდე პედაგოგია, საიდანაც დაახლოებით 45 ათასს სასერტიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული არა აქვს. ისინი ან არ გასულან გამოცდაზე, ან ჩაიჭრნენ. ბოლო 3 წელიწადში სერტიფიცირებულ პედაგოგთა წილი მხოლოდ 3% პუნქტით გაიზარდა.

ბოლო წლებში სკოლის მასწავლებელთა საშუალო ასაკის აშკარა მატების ტენდენციაა, რაც ახალგაზრდებში პედაგოგის პროფესიისადმი დაბალი ინტერესის მაჩვენებელია. 2017 წელს პედაგოგების 14% 35 წლამდე ასაკის იყო, ხოლო 13% – 65 წლის და მეტის. 2012 წელთან შედარებით, 2017 წელს 35 წლამდე ასაკის პედაგოგთა წილი 8% პუნქტით არის შემცირებული, 65 წლის და მეტი ასაკის პედაგოგთა წილი კი გაზრდილია 5% პუნქტით.

საქართველოში პოპულარულია აზრი, რომ სასკოლო განათლების დაბალი ხარისხი ძირითადად მასწავლებელთა დაბალი ხელფასით არის განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის შემდეგ მასწავლებელთა საშუალო ხელფასი გაორმაგებულია, ის მაინც დაბალია და თვეში საშუალოდ 559 ლარს შეადგენს. სკოლაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს თითქმის ორჯერ ჩამორჩება.

საჯარო სკოლების პედაგოგთა ხელფასი დამოკიდებულია პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებაზე, განათლებაზე, კვალიფიკაციაზე, მუშაობის სტაჟზე, დატვირთვაზე, სამუშაოს სპეციფიკაზე და ა.შ. პედაგოგები დაყოფილი არიან 4 კატეგორიად: პრაქტიკოს, უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებად. პრაქტიკოსი საწყისი ეტაპია და შემდეგ ეტაპებზე გადასასვლელად მინიმუმ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარებაა საჭირო. უფროსი მასწავლებლის სახელფასო დანამატი თვეში 160 ლარია, წამყვანი მასწავლებლის – 250 ლარი, ხოლო მენტორის – 300 ლარი.

მიუხედავად იმისა, რომ კვალიფიკაციის ამაღლების სტიმულად სახელფასო დანამატებია დაწესებული, 2017 წლის ბოლოს საქართველოში 44 579 პრაქტიკოსი, 18 768 უფროსი, 257 წამყვანი და 9 მენტორი პედაგოგი იყო. ეს ნიშნავს, რომ კვალიფიკაციის ამაღლების სქემაში მაღალ საფეხურებზე ძალიან ცოტა პედაგოგმა გადაინაცვლა. 800 ლარს და მეტს მასწავლებელთა დაახლოებით 14% იღებს.

ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მიდგომა სწორია, ხელფასის მატება გარკვეულ მიღწევებთან უნდა იყოს მიბმული. მაგალითად, თუ მასწავლებელი საკუთარი საგნის გამოცდაში მინიმალურ ქულას ვერ იღებს, ის ხელფასის მომატებით უკეთესი მასწავლებელი ვერ გახდება.

საინტერესოა, რომ საჯარო და კერძო სკოლებში დასაქმებულთა ხელფასებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არ არის. 2017 წელს კერძო სკოლებში საშუალო ხელფასი 15%-ით მეტი (თვეში 631 ლარი) იყო. 2012 წელს კერძო სკოლებში დასაქმებულთა ხელფასი საჯარო სკოლებში დასაქმებულთა ხელფასებს 35%-ით აღემატებოდა. 2013-2017 წლებში საჯარო სკოლებში საშუალო ხელფასი 93%-ით გაიზარდა, ხოლო კერძო სკოლებში 65%-ით.

თბილისში, კერძო სკოლაში ერთი მოსწავლისთვის ხარისხიანი განათლების მისაცემად წლიურად მინიმუმ 2 000 ლარი არის საჭირო. მოსწავლეთა კვებით და საღამოს საათებამდე გახანგრძლივებული სწავლებით კი ერთ მოსწავლეზე მინიმალური ხარჯი 3 000 ლარამდე იზრდება. 2018 წელს საჯარო სკოლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მოსწავლის დაფინანსება საშუალოდ 1 123 ლარია. ყველა საჯარო სკოლაში მოსწავლეების წლიური დაფინანსება 2 000 ლარამდე რომ გაიზარდოს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სასკოლო განათლების დაფინანსებას 529 მლნ ლარი უნდა დაემატოს.

529 მილიონი ლარი არარეალისტური რიცხვი არ არის, მაგრამ სასკოლო განათლების დღევანდელ სისტემაში დამატებით ამ თანხის დახარჯვა არ მოგვცემს იმ შედეგს, რასაც კერძო სკოლები აღწევენ. გასული წლები სწორედ ამის მაჩვენებელია, დაფინანსების ზრდას განათლების ხარისხის ზრდა ფაქტობრივად არ ახლავს. სასკოლო განათლებაში რადიკალური რეფორმებია გასატარებელი, რაც მასწავლებელთა მასობრივი ჩანაცვლებით და კერძო და საჯარო სკოლებს შორის კონკურენციის გაზრდაში უნდა გამოიხატოს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის რეკომენდაციების თანახმად, სასკოლო განათლების დაფინანსება შედეგებზე უნდა იყოს ორიენტირებული, შედეგს კი განათლების ხარისხის ამაღლება უნდა წარმოადგენდეს. სახელმწიფომ დამატებითი ფული არ უნდა გადაიხადოს განათლებაში, თუ განათლების მოცულობა ან ხარისხი არ გაუმჯობესდება. ასევე, შესაბამისი კვლევების დანერგვით, ყოველწლიურად უნდა დავაკვირდეთ სასკოლო განათლების ხარისხს. უნდა შემუშავდეს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა პედაგოგის პროფესიაში უფრო მეტი ახალგაზრდის მოსაზიდად.

Previous Post

სექტემბრის მდგომარეობით ბანკების მიერ 25 მილიარდი ლარის სესხია გაცემული

Next Post

BITFURY-ს აქციები, შესაძლოა, საფონდო ბირჟაზე განთავსდეს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
BITFURY-ს აქციები, შესაძლოა, საფონდო ბირჟაზე განთავსდეს

BITFURY-ს აქციები, შესაძლოა, საფონდო ბირჟაზე განთავსდეს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result