Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home სოციალური მედია

საქველმოქმედო სამეწარმეო საქმიანობა Facebook -ზე

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in სოციალური მედია
0
საქველმოქმედო სამეწარმეო საქმიანობა Facebook -ზე
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქმიანობა, რომლის მესვეურნიც ინტეგრირებული კორპორაციული პასუხისმგებლობებისა და საქველმოქმედო სამეწარმეო პროგრამების საშუალებით ცდილობენ წარმატების მიღწევას, მრავლად გაჩნდა Facebook -ზე -სოციალური მედიის ამ 800-ფუნტიან გიგანტზე.

სხვა სფეროებში მოღვაწე კოლეგების მსგავსად, ქველმოქმედი მეწარმეები მუდმივად ეძებენ Facebook -იდან მაქსიმალური ეფექტის მისაღებ გზებს, იკვლევენ, რომელი ღონისძიებები იქნება წარმატების მომტანი და რომელი _ წაგებიანი. ქველმოქმედ მეწარმეთა ჯგუფმა ახლახან ათეულობით რესპონდენტი გამოკითხა და კვლევის შედეგები გამოაქვეყნა; ქვემოთ მოყვანილია ამ კვლევის რამდენიმე მთავარი მოსაზრება:

რატომ არის ქველმოქმედება Facebook -ზე შედეგის მომტანი?

„თუ გსურთ ყველას გააგებინოთ, რამდენ სიკეთეს აკეთებთ მსოფლიოსათვის, Facebook ამისთვის მთავარი სამობილიზაციო პლატფორმა”, – გვიხსნის მარკ ბლაინდერი _ სოციალური მედიამარკეტინგული კომპანიის, Context Optional-ის შემოქმედებითი დირექტორი, რომელიც ამაყობს თავისი მომხმარებლებით, – ისეთებით, როგორიცაა Kohl’s და PBS. „ადამიანებს სურთ მეგობრებს შეატყობინონ თავიანთი კეთილი საქმეების შესახებ – ასეთი სახის აქტივობა ძალიან სასიამოვნოა, რადგანაც ეს არის სივრცე, სადაც მომხმარებლები ამგვარი კავშირებისკენ ისწრაფვიან”.

ალბათ ჩვენი საერთო ადამიანური გამოცდილება ეხმარება საქველმოქმედო მეწარმეობას ასე ბუნებრივად მოერგოს სოციალურ მედიას, კერძოდ კი Facebook -ს. სოციალური მედია არაჩვეულებრივი საშუალებაა ურთიერთობისათვის და ეს ქველმოქმედებასაც ეხება.

თუმცა…

საქმე ისაა, რომ საქველმოქმედო მეწარმეობა სულაც არ არის პანაცეა Facebook -ზე წარმატების მოსაპოვებლად. კამპანიები, რომლებიც ბრენდის გვერდის „მოწონებისათვის” 1%-იან დონაციას გვთავაზობენ, შესაძლოა მეტად მიმზიდველად აღიქმებოდა 2007 წელს, მაგრამ დღეს ეს ჩვეულებრივი ამბად იქცა. თავს ნუ მოიტყუებთ იმით, რომ Facebook -ზე საქველმოქმედო კავშირის ჩამოყალიბება საშუალებას მოგცემთ შეიძინოთ ახალი ერთგული მომხმარებლები. არც ის გაგიკვირდეთ, თუ არაკომერციული ორგანიზაცია თქვენს ზარებს არ გამოეხმაურება. ზოგიერთი არაკომერციული ორგანიზაცია ფაცებოოკ-ის შესაძლებლობებს საკუთარი გრძელვადიანი პარტნიორებისათვის ინახავს.

წარმატებული საქველმოქმედო პარტნიორობისათვის განათავსეთ თქვენი ბრენდი Facebook -ზე

მიზანზე ორიენტირება – წამყვანი არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც Facebook -ის აქტიური, ქმედითი წევრები არიან, კერძოდ: ამერიკის წითელი ჯვარის საზოგადოება, March of Dimes, ASPCA და Feeding America მომხმარებლებს სთავაზობენ მიზანზე ორიენტირებულ დახმარებას. თუ თქვენ მიერ მოძიებული არაკომერციული პარტნიორი მიზანზე ორიენტირებული არ აღმოჩნდება, შეგიძლიათ მაშინვე შეწყვიტოთ ურთიერთობა. არაკომერციულ ორგანიზაციასთან დაკავშირებამდე დარწმუნდით, რომ ბრენდი კარგია, ორივე მხარისათვის მისაღებია და მიზანზე ორიენტირებულ შემოქმედებით გზებს გთავაზობთ. სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობდნენ Johnson and Johnson და March of Dimes, როდესაც მომხმარებლებს მოუწოდეს ონლაინ-დარეგისტრირების გზით გაეღოთ შემოწირულებები ბავშვების დასახმარებლად.

ეფექტის ნათლად ჩვენება – იმის გათვალისწინებით, რომ ოდესღაც ინტერნეტი არ არსებობდა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გავლენა, რომელსაც დღეს ახდენს რეალობაზე მცირე ომლაინ-აქტივობაც კი. როგორც ნებისმიერი საქველმოქმედო კამპანიისას, აქაც არ არის საკმარისი მხოლოდ იმის დაფიქსირება, რომ თქვენ მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა მოიზიდა შემოწირულებები “მშიერი ბავშვის დასაპურებლად”. ჩნდება კითხვები: ,,რომელი მშიერი ბავშვი? სად? კონკრეტულად როგორ დაეხმარება მას ეს შემოწირულება?” ამიტომ საჭიროა რეალური, დამაჯერებელი ისტორიების მიწოდება. სწორედ ასეთი ისტორიები უყრის საფუძველს სასურველი კავშირების ჩამოყალიბებას. ტიმბერლენდის “ვირტუალური ხის” კამპანია ეფუძნებოდა ვიდეოჩვენებასა და ინფორმაციას, რომელიც მაყურებელს აცნობდა, თუ როგორ გახდა შესაძლებელი ხეების დარგვით ჰაიტიზე მცხოვრები კონკრეტული ადამიანების დახმარება.

სტიმულის შეთავაზება – ჩვენ გვიყვარს იმის აღნიშვნა, რომ კეთილშობილური მიზეზი საკმარისია საზოგადოების ონლაინ-შეკრებისათვის, თუმცა ზოგჯერ ასე არ არის. ექსპერტები გვირჩევენ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისას (სასაჩუქრე ბარათით ან მაისურით დაწყებული, დოღზე ფსონების დადებით დამთავრებული), მონაწილეთა მოტივაციის გასაზრდელად შევქმნათ დამატებითი შესაძლებლობები. Kohl -ის ამჟამად მიმდინარე სადღესასწაულო კამპანიაში – Love to Give, Happy to Save – მონაწილენი მიწვეულნი არიან ერთმანეთისათვის იმ ფოტოებისა და ისტორიების გასაზიარებლად, რომლებმაც უბიძგა მათ Kohl’s -ის სასაჩუქრე ბარათის შეძენისა და საქველმოქმედო ორგანიზაციაში შემოწირულების გაცემისაკენ.

Previous Post

მილიონერი სპორტსმენები

Next Post

Google -ის პროექტი გეოთერმული ენერგიის შესაძლებლობას ადასტურებს

მაგდა დოლიძე

Next Post
ფორმა ცვლის გემოს

ფორმა ცვლის გემოს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result