Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე საქართველო

საქართველოში უძრავი ქონება საბანკო დეპოზიტების ერთგვარ ალტერნატივად განიხილება – დეველოპერი

by თინათინ ინაური
June 16, 2021
in საქართველო, ფინანსები, ქართულად
0
საქართველოში უძრავი ქონება საბანკო დეპოზიტების ერთგვარ ალტერნატივად განიხილება – დეველოპერი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოში საინტერესო ტრენდი შეინიშნება, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონება საბანკო დეპოზიტების ერთგვარ ალტერნატივად განიხილება.  ამის შესახებ „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა ირაკლი ბურდილაძემ გადაცემა Forbes Talks-ში ისაუბრა. მისი თქმით, დოლარში დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც უძრავ ქონებაში ინვესტიციებს სტიმულს აძლევს.

„უძრავ ქონებაში ამონაგები უფრო მაღალია, ვიდრე ერთ- ან ორწლიან დეპოზიტზე განთავსებულ თანხებზე. შესაბამისად, დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების დაწევა ავტომატურად უწყობს ხელს უძრავ ქონებაში ინვესტიციას“, – აღნიშნა „ბიქეი ჰოლდინგში“ შემავალი დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში დეველოპმენტის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია: იზრდება როგორც თავად პროდუქტის, ასევე შეთავაზებების ხარისხიც. „ძალიან გახშირდა ენერგოეფექტიანი  მშენებლობები, რაც ოჯახს სერიოზულ დანაზოგს აძლევს კომუნალურების კუთხით. ასევე ხარისხის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახანძრო უსაფრთხოების ახალი ნორმები ინერგება, რაც ევროპულ სტადარტებს შეესაბამება“, – განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.

„თეთრი კვადრატის“ კიდევ ერთმა მმართველმა პარტნიორმა, შოთა ბერეკაშვილმა კი  Forbes Talks-ში საუბრისას აღნიშნა, რომ ხარისხის გაუმჯობესება დეველოპმენტში მოთამაშეების რაოდენობის ზრდამაც განაპირობა.

„ბაზარზე მოთამაშეების რაოდენობა დიდია, რაც დეველოპერებს შორის კონკურენციას იწვევს. ამით მომხმარებელი მოგებული რჩება არა მარტო ფასის, არამედ ხარისხისა და მიწოდების დროულობის თვალსაზრისითაც. ვფიქრობ, რომ ის დრო, როდესაც მომხმარებელს ჰქონდა მცირე არჩევანი, დასრულდა. ახლა ბაზარი ბევრად უფრო განვითარებულია“, – დასძინა მან.

ცნობისთვის, Colliers International-ის უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით,
2021 წლის აპრილში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ღირებულებას, მაჩვენებელი 17%-ით, 45 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

მიმდინარე წლის აპრილში გაიზარდა ახალაშენებული ბინების ეკონომ-სეგმენტიც და 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 34%-იანი ზრდა აჩვენა. რაც შეეხება მედიუმ-სეგმენტს, ტრანზაქციების რიცხვი აქ 21%-ით შემცირდა. პრემიუმ-სეგმენტმა კი 2019 წელთან შედარებით 39%-იანი ზრდა განიცადა.

Previous Post

The Caucasus Region Must Choose Between Conflict or Connectivity

Next Post

მაკენზი სკოტის მორიგი მსხვილი დონაცია – მან ქველმოქმედებისთვის $2,7 მლრდ გაიღო

თინათინ ინაური

Next Post
მაკენზი სკოტის მორიგი მსხვილი დონაცია – მან ქველმოქმედებისთვის $2,7 მლრდ გაიღო

მაკენზი სკოტის მორიგი მსხვილი დონაცია - მან ქველმოქმედებისთვის $2,7 მლრდ გაიღო

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result