საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 1012 ლარი შეადგინა. 2015 წლის მესამე კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 9%-ით გაიზარდა, ხოლო 2014 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 6.5%-ით არის გაზრდილი.
2015 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში – 1549 ლარი. მეორე ადგილზეა მშენებლობა – 1522 ლარით, ხოლო მესამეზე სახელმწიფო მმართველობაა – 1450 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი კი ისევ განათლების სფეროშია – თვეში საშუალოდ 541 ლარი. 2014 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად მშენებლობაში გაიზარდა – 180 ლარით, 90 ლარით არის გაზრდილი სახელმწიფო მმართველობაში.
ცხრილი – საშუალო თვიური ხელფასი 2015 წლის მე-4 კვარტალში (ლარებში):
|
სექტორები |
საშუალო ხელფასი |
|
საფინანსო საქმიანობა |
1549 |
|
მშენებლობა |
1522 |
|
სახელმწიფო მმართველობა |
1450 |
|
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა |
1284 |
|
სამთომოპოვებითი მრეწველობა |
1284 |
|
ოპერაციები უძრავი ქონებით |
1248 |
|
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება |
1170 |
|
დამამუშავებელი მრეწველობა |
892 |
|
ჯანმრთელობის დაცვა |
883 |
|
ვაჭრობა |
877 |
|
სოფლის მეურნეობა |
692 |
|
სასტუმროები და რესტორნები |
648 |
|
განათლება |
541 |












