Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოში 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის მეექვსე ნაკადის Demo Day გაიმართა

by იზა გვარამაძე
June 28, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოში 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის მეექვსე ნაკადის Demo Day გაიმართა
0
SHARES
0
VIEWS

27 ივნისს თბილისში რვა სტარტაპმა ინდუსტრიის ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს, 500 Global-ის ქსელის პარტნიორებს, ბაზრის ლიდერებსა და ეკოსისტემის წარმომადგენლებს საკუთარი ბიზნესები გააცნო. 

500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით, საქართველოში 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის მეექვსე ნაკადის ფარგლებში Demo Day გამართა. 12-კვირიანი ინტენსიური კურსის გავლის შემდეგ, 5 ქვეყნის 8 სტარტაპმა საკუთარი ბიზნესი ფართო აუდიტორიას გააცნო.

500 Global in Eurasia მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სტარტაპების გაძლიერებასა და მათი სრული პოტენციალის ათვისებას ევროპისა და აზიის რეგიონში, მისცეს მათ წვდომა ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტზე, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებაში დაეხმარება. პროგრამის ფარგლებში, დამფუძნებლები ესწრებიან მენტორებთან ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეხვედრებს, სადაც მუშაობენ საკუთარი ბიზნესის სწრაფი ზრდის, განვითარებისა და ფონდების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავებაზე. Demo Day კი სთავაზობს მათ პლატფორმას, საკუთარი სტარტაპის ლოკალური და საერთაშორისო ექსპერტებისთვის, ეკოსისტემის სტეიკჰოლდერებისთვის, ბიზნეს ლიდერებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის გასაცნობად.

500 Global in Eurasia-ს მეექვსე ნაკადის მონაწილეები არიან:

Clustr

Clustr ქმნის კვლევაზე დაფუძნებულ საინვესტიციო პლატფორმას web3-ის მომხმარებლებისთვის. ის აანალიზებს ყოველი ვალუტის უკან მდგარ რისკებს და იცავს ინვესტორებს ფიშინგისგან. ამასთან, Clustr ერთიან სივრცეში აერთიანებს მომხმარებლის საფულეს და ეხმარება მას, შექმნას დაბალანსებული პორტფელი.

YAYA

ღილაკზე თითის ერთი დაჭერით მომხმარებელს აძლევს წვდომას 250-ზე მეტ საბავშვო ცენტრზე ყაზახეთში.

Optimyzee

Optimyzee ჯამურად 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 10 000 სარეკლამო კამპანიაზე გამოცდილი ალგორითმის მეშვეობით, ეხმარება ბიზნესებს, მოახდინონ Google Ads-ის ოპტიმიზაცია.

Raised

შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, დაამყარონ საქმიანი კავშირები წამყვან, წინასწარ შერჩეულ C დონის აღმასრულებლებთან სრულ ან ნახევარ განაკვეთზე თანამშრომლობისთვის, რაც დაეხმარება ბიზნესებს, აირჩიონ მათი საქმიანობისთვის შესაფერისი კანდიდატი და მიაღწიონ წარმატებას.

KatalistAI, Inc.

Katalist ამარტივებს ციფრულ კომუნიკაციას და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ტექსტურ შეტყობინებებს ვიდეოდ აქცევს.

Videopoint

Videopoint-ის პლატფორმა ინსტაგრამის „რილსებს“ Shopify-ს მაღაზიებისთვის სარეკლამო რგოლებად გარდაქმნის და ამის მეშვეობით ზრდის DTC გაყიდვებს.

Helio.AI

ეს არის რეკრუიტინგისთვის შექმნილი პლატფორმა, რომელიც თამაშის მეშვეობით, კომპანიებისთვის კადრების შერჩევის პროცესს უფრო მეტად სწრაფს და ეფექტურს ხდის.

Trag

Trag ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც software-ის ხარვეზების აღმოფხვრასა და განახლებას ავტოპილოტზე ახდენს.

500 Global in Eurasia-ს მეშვიდე ნაკადზე მიღება უკვე მიმდინარეობს. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://500.co/accelerators/500-eurasia.

ინფორმაციისთვის, 2022 წელს 500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან ოთხწლიანი პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამა საქართველოში, თბილისში წელიწადში ორჯერ იმართება.

500 Global-ის შესახებ:

500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2023 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 20-ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული, რომლებსაც ანტრეპრენიორობის, ინვესტორობის და წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ. S

Previous Post

მსოფლიოს 20 საუკეთესო ქალაქი საცხოვრებლად – EIU

Next Post

CITYZEN-ის საუკუნის პროექტი – ლეგენდარული ზაჰა ჰადიდის სტუდიის არქიტექტურით კავკასიაში პირველი მრავალფუნქციური ტაუერი აშენდება

იზა გვარამაძე

Next Post
CITYZEN-ის საუკუნის პროექტი – ლეგენდარული ზაჰა ჰადიდის სტუდიის არქიტექტურით კავკასიაში პირველი მრავალფუნქციური ტაუერი აშენდება

CITYZEN-ის საუკუნის პროექტი - ლეგენდარული ზაჰა ჰადიდის სტუდიის არქიტექტურით კავკასიაში პირველი მრავალფუნქციური ტაუერი აშენდება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result