• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result

Home Forbes Property

საქართველოს სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორების ტენდენციები

by Davit Tsiramua
July 31, 2024
in Forbes Property, ბიზნესი, ეკონომიკა, ეკონომიკა, ეკონომიკა, ინდუსტრია, საქართველო, ყველა სიახლე
0
საქართველოს სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორების ტენდენციები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მშე­ნებ­ლო­ბა ქვეყ­ნის ინფრასტრუქტურასთან ერთად საცხოვრებელი და სხვა დანიშნულების ნაგებობების შენებას მოიცავს. სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორებში ბუმს შეუძლია, ქვეყნის ეკონომიკური ბუმი გამოიწვიოს და პირიქით, როდესაც ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდაა, სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორებიც სწრაფად იზრდება. აღნიშნულ სექტორებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საბანკო სექტორი (იპოთეკური სესხების გამო) და პირიქით, საბანკო სექტორი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამშენებლო სექტორზე, როგორც კრედიტებზე მოთხოვნის ძირითად წყაროზე. თუმცა, დადებით კონტრიბუციასთან ერთად, სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორში დაფიქსირებული ვარდნა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. მაგალითად, ასე მოხდა 2008 წელს აშშ­­­­­­­-­­­­­­­ში, რასაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა.

სამშენებლო და უძრავი ქო­­­ნების სექტორების ეკონო­­­მიკა და ზრდა

საქართველოში მშენებლობა და უძრავი ქონების ოპერაციები ეკონომიკის ერთ­ -ერთი მსხვილი სექტორია. 2023 წელს ამ სექტორში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 12.6 მლრდ ლარს მიაღწია და საქართველოს ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის – მშპ) 18.2% შეადგინა. 2022 წელს ეს მაჩვენებელი – 17.8%, ხოლო 2021 წელს 17.1% იყო. 12.6 მლრდ ლარიდან 5.5 მლრდ მშენებლობაზე მოდის, ხოლო 7.1 მლრდ – უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე. 2024 წლის პირველ კვარტალში სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორების წილი საქართველოს ეკონომიკაში 18.6% იყო.

2014-2017 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ წლიურად 4%-ით იზრდებოდა, როცა ამავე პერიოდში სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორების საშუალო წლიური ზრდა 2-ჯერ მეტი, 8.8% იყო. 2018 წელს სამშენებლო სექტორში 3.2%-იანი კლება დაფიქსირდა, ხოლო 2019 წელს მცირე ზრდა იყო. ეს 2-წლიანი ჩავარდნა გამკაცრებულმა სამშენებლო და საბანკო რეგულაციებმა გამოიწვია. 2020-2021 წლებში სამშენებლო სექტორში 28%-იანი ვარდნა იყო. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის წლებში მთავრობა მშენებლობის სექტორს სუბსიდირებას უწევდა, მაინც მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა. პოსტპანდემიურ პერიოდში სამშენებლო სექტორში სწრაფი ზრდა დაიწყო, 2022-ში 16%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წელს – 17.2%-ით. ასეთ მაღალ ზრდას უკრაინა-­­­­­­­რუსეთის ომმაც შეუწყო ხელი, იმიგრანტებმა საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდეს. რაც შეეხება უძრავი ქონებით ოპერაციებს, ის შედარებით სტაბილური იყო. ბოლო 2019-2023 წლებში საშუალოდ 2%-ით იზრდებოდა.

მშენებლობასა და უძრავი ქონების ოპერაციებში შექმნილი დამატებული ღირებულება და მისი წილი მშპ-ში

მონაცემთა წყარო: საქსტატი

2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორი 15.3%-ით გაიზარდა, მათ შორის, მშენებლობის – 10.3%-ით, ხოლო უძრავი ქონების – 18.8%-ით.

2014-2018 წლებში სამშენებლო სექტორი მნიშვნელოვნად ფინანსდებოდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, წელიწადში მინიმუმ 140 მლნ დოლარი შემოდიოდა. 2019 წლიდან უფრო მეტად შიდა ინვესტირებასა და დაკრედიტებაზე გახდა დამოკიდებული. გაიზარდა მთავრობის ინვესტიციები, რომლებიც ინფრასტრუქტურასა და სხვადასხვა კატეგორიის საჯარო მოხელეების სახლების მშენებლობაზეა მიმართული. მაგალითად, 2018 წელს მთავრობამ ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე 3 მლრდ ლარი დახარჯა, 2023 წელს კი – 6 მლრდ ლარი. 2019-2023 წლებში სამშენებლო სექტორში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო წლიური დონე 20 მლნ დოლარი იყო.

განსხვავებული სიტუაციაა უძრავი ქონების სექტორში, სადაც ბოლო წლებშიც მაღალია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონე. 2019-2023 წლებში წლიურად საშუალოდ 176 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოდიოდა.

2024 წლის პირველ კვარტალში, სამშენებლო სექტორში პირდაპირმა ინვესტიციებმა – 4.4 მლნ შეადგინა, ანუ წინა პერიოდში შემოსული ინვესტიციები შემცირდა. უძრავი ქონების სექტორში კი ინვესტიციები 36%-ით გაიზარდა და 19 მლნ დოლარი შეადგინა.

საქართველოს მშპ-ის, სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორის ზრდის ტემპი

მონაცემთა წყარო: საქსტატი

2016-2023 წლებში საქართველოში მშენებლობის სექტორში ყველაზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია თურქეთიდან შემოვიდა – 327 მლნ დოლარის. შემდეგ მოდის რუსეთი 75 მლნ დოლარით, ესტონეთი 63 მლნ დოლარით და ავსტრია 44 მლნ დოლარით. ამავე წლებში, უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორში ყველაზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია ესპანეთიდან შემოვიდა – 166 მლნ დოლარი. შემდეგ მოდის რუსეთი 161 მლნ დოლარით, აშშ 92 მლნ დოლარით და არაბთა გაერთიანებული საამიროები 56 მლნ დოლარით.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორებში, მლნ დოლარი

მონაცემთა წყარო: საქსტატი
სამშენებლო ნებართვები

მშენებლობის დარგის ტენდენციებზე მნიშვნელოვნად მიანიშნებს გაცემული სამშენებლო ნებართვები. ბოლო 10 წელიწადში, 2014 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, საქართველოში 71 მლნ კვ/მეტრის სამშენებლო ფართობზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. წლიურად, საშუალოდ 7 მლნ კვ/მეტრზე გაიცემოდა. ყველაზე მეტ ფართობზე – 9.4 მლნ კვ/მეტრზე 2023 წელს გაიცა. ნებართვები მნიშვნელოვნად შემცირდა მხოლოდ 2020 წელს, პანდემიის გამო. 2023 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვების ჯამური სამშენებლო ფართობი 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 26%-ით მეტია.

2024 წლის პირველ კვარტალში 2.3 მლნ კვ/მეტრზე გაიცა სამშენებლო ნებართვა, რაც 2023 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელს 37%-ით აღემატება. სამშენებლო ნებართვების ზრდა ნიშნავს, რომ მომავალში მშენებლობების მოცულობა მოიმატებს.

2014-2023 წლებში გაცემული ნებართვების ჯამური სამშენებლო ფართობის 56% თბილისზე მოდის, ხოლო 22% – აჭარაზე. ანუ რაც საქართველოში ნაგებობები შენდება, მათი ჯამური ფართობის 78% თბილისსა და აჭარაშია, ხოლო 22% დანარჩენ 9 რეგიონზე ნაწილდება. 20212023 წლებში თბილისის წილი კიდევ უფრო გაიზარდა და წლიურად საშუალოდ 66%-ია, როცა წინა წლებში 50% იყო.

წლიურად გაცემული სამშენებლო ნებართვები ჯამური სამშენებლო ფართობის მიხედვით, მლნ მ2

მონაცემთა წყარო: საქსტატი

2023 წელს გაცემული ნებართვების სამშენებლო ფართობის 77%-ის დანიშნულება საცხოვრებელი სახლების მშენებლობაა. 6% მოდის სამრეწველო და სასაწყობო შენობებზე, 5% – სასტუმროებსა და 4% – სავაჭრო ობიექტებზე. თბილისში საცხოვრებელი სახლების წილი 85%-ია, აჭარაში – 61%. საქართველოს დანარჩენ რეგიონებში საცხოვრებელი სახლების წილი ფართობში საშუალოდ 54%-ია. ყველაზე დაბალი კახეთშია – 35%.

უძრავი ქონების ფასები და მშენებლობის დანახარჯები

დროთა განმავლობაში უძრავი ქონება ძვირდება. გაძვირებას ორი ფაქტორი განაპირობებს: საცხოვრებელ თუ სხვა დანიშნულების შენობებზე მოთხოვნის ზრდა და მშენებლობის ხარჯების ზრდა. საქსტატი 2021 წლიდან აქვეყნებს საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსს, რომლის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში საცხოვრებელი სახლები საშუალოდ 12.8%-ით გაძვირდა. 2024 წლის პირველ კვარტალს თუ შევადარებთ 2023 წლის პირველ კვარტალს, ზრდა 13%-ია. ცალკე აღებულ თბილისის უბნებში ფასები საშუალოდ 14%-ით არის გაზრდილი. ყველაზე მეტად – 17%-ით ისანში გაძვირდა, ხოლო ყველაზე ნაკლებად – 6.6%-ით ჩუღურეთში.

საქსტატი აქვეყნებს მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსსაც, რომელიც 2021-2022 წლებში 31%-ით გაიზარდა, ანუ სამშენებლო მასალები საშუალოდ 31%-ით გაძვირდა. 2023 წლის მარტიდან ფასებმა კლება დაიწყო და საბოლოოდ, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით სამშენებლო მასალების ფასები 1.4%-ით შემცირდა. თუმცა 2024 წლიდან ფასებმა ისევ ზრდა დაიწყო და მაისში წლიურად 5.8%-ით იყო გაზრდილი. სამშენებლო მასალების ფასები მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ლარის კურსთან.

2022 წლის მარტიდან საქსტატი ცალკე აქვეყნებს მშენებლობის ღირებულების ინდექსს, რომელიც სამშენებლო მასალების ფასებთან ერთად, ხელფასებს, ლოგისტიკას და სხვა ხარჯებს მოიცავს. 2023 წელს მშენებლობის ღირებულება 5.3%-ით გაიზარდა. 2024 წლის აპრილში კი, 2023 წლის აპრილთან შედარებით, 10.8%-ით მეტი იყო. ყველაზე მაღალი ზრდა – 37% ხელფასების კომპონენტშია, შემდეგ მოდის ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის გაძვირება 7%-ით.

საშუალო თვიური ხელფასი (დაუბეგრავი), ლარი

მონაცემთა წყარო: საქსტატი

2014-2023 წლებში სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი საშუალოდ 38%-ით მეტი იყო საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასთან შედარებით. 2024 წლის პირველ ნახევარში სამშენებლო სექტორში არსებული საშუალო თვიური ხელფასი (დაბეგვრამდე) 2,625 ლარი იყო, რაც ამავე პერიოდში, საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასზე 35%-ით მეტი იყო. ბოლო 3 წელიწადში მშენებლობაში საშუალო თვიური ხელფასი 58%-ით გაიზარდა, ბოლო 7 წელიწადში კი გაორმაგებულია.

Previous Post

წარმატების მშენებელი

Next Post

ბეირუთში „ჰეზბოლას“ მაღალი რანგის მეთაური, ფუად შუქრი მოკლეს

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ბეირუთში „ჰეზბოლას“ მაღალი რანგის მეთაური, ფუად შუქრი მოკლეს

ბეირუთში „ჰეზბოლას“ მაღალი რანგის მეთაური, ფუად შუქრი მოკლეს

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.