ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საგარეო ვალის გადახდის განახლებული გრაფიკი გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით, დაუყონებლივ გადასახდელი თანხა 1 145 მლნ დოლარს შეადგენდა (აქედან 550 მლნ დოლარი საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული უცხოური დეპოზიტებია, რომელიც რეალურად დაუყონებლივ გადასახდელი არ არის).
მე-3 კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) 1 142 მლნ დოლარის საგარეო ვალია დასაფარი. წლის ბოლომდე, მე-3 და მე-4 კვარტალში კი ჯამში 2 080 მლნ დოლარის საგარეო ვალის გადახდაა საჭირო. აქედან უმეტესი ნაწილი (88%) კერძო სექტორის საგარეო ვალია.
2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი 17.8 მილიარდი დოლარია.
ცხრილი: საქართველოს საგარეო ვალის გადახდის გრაფიკი 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მლნ დოლარებში
|
|
გადასახდელი ერთ წელიწადში ან ნაკლებ დროში |
ერთიდან ორ წლამდე |
|||||
|
დაუყონებლივ |
2019 2კვ. |
2019 3კვ. |
2019 4კვ. |
2020 1კვ. |
2020 2- 3კვ. |
2020 4 – 2021 1 |
|
|
სამთავრობო სექტორი |
33 |
116 |
130 |
111 |
103 |
207 |
215 |
|
ეროვნული ბანკი |
8 |
2 |
2 |
2 |
2 |
3 |
3 |
|
ბანკები |
551 |
407 |
419 |
243 |
243 |
534 |
282 |
|
სხვა სექტორები |
256 |
451 |
440 |
442 |
432 |
417 |
370 |
|
პირდაპირი ინვესტიციები: კომპანიათაშორისი სესხები |
297 |
153 |
152 |
141 |
148 |
233 |
238 |
|
საგარეო ვალის მომსახურება სულ |
1,145 |
1,128 |
1,142 |
938 |
928 |
1,395 |
1,108 |
წყარო: ეროვნული ბანკი











