Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს პორტები

by მაგდა დოლიძე
February 15, 2021
in სტრატეგიები
0
საქართველოს პორტები
0
SHARES
0
VIEWS

ბათუმის საზღვაო ნავსადგომი

ბათუმის საზღვაო ნავსადგომის შექმნის ისტორია პრაქტიკულად კავკასიის რეგიონის ლოგისტიკური ცენტრის ფორმირების ისტორიაა, რომელმაც საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის, როლი განსაზღვრა.

ბათუმის პორტი ევროპა-კავკასია-აზიის კორიდორის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, რომელიც სათავეს ევროპაში იღებს და ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინის, შემდეგ შავი ზღვის გავლით კასპიის ზღვის რეგიონის ქვეყნებს – აზერბაიჯანს, ყაზახეთს, თურქმენეთს და ა.შ. – აკავშირებს.

პორტის განვითარების ძირითადი ფაქტორი იყო და არის კასპიის ზღვის ნავთობი.

ბათუმის პორტის ძირითადი კონკურენტები შავ ზღვაზე არიან: უკრაინული – ოდესისა და ილიჩევსკის პორტები, რუსული – ნოვოროსიისკისა და ტუაფსეს პორტები.

ბათუმის პორტის უპირატესობა ის გახლავთ, რომ უკრაინის აკვატორია ზამთარში იყინება, ხოლო რუსეთის პორტებში, ზამთრის პერიოდში, ხშირია ძლიერი ქარები.

2008 წლის თებერვალში სს „ყაზტრანსოილის” შვილობილმა კომპანიამ – შპს Batumi Industrial Holding-მა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ექსკლუზიური მართვის უფლება 49 წლით და ბათუმის ნავთობტერმინალის აქციების 100%-იანი პაკეტი შეიძინა.

სს „ყაზტრანსოილი” ყაზახეთის ნაციონალური კომპანია სს „ყაზმუნაიგაზის” შვილობილი კომპანიაა, რომელიც ყაზახეთის ძირითადი ოპერატორია ნავთობის ტრანსპორტირებაში.
ყაზახეთის მიერ ბათუმის საპორტო აქტივების შეძენის მიზანი ნათელია: საუბარია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვის ახალი საექსპორტო ფანჯრის შექმნაზე. ეს მიმართულება საშუალებას მისცემს ყაზახეთს, ნავთობნაკადების დივერსიფიცირება მოახდინოს და არ იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყნების კუთვნილ ტერმინალებზე. სამომავლოდ ბათუმიდან კაშაგანის ნავთობსაბადოს ნავთობის ტრანსპორტირება იგეგმება. (კაშაგანიდან ნავთობის მოპოვება ოფიციალური მონაცემებით 2012 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ჯერაც არ დაწყებულა).

კაშაგანის ნავთობსაბადო, რომელიც 4 სტრუქტურას აერთიანებს (კაშაგანი, კალამკასი, აქტოტი და კაირანი), ყველაზე დიდ ნავთობსაბადოდ ითვლება 1968 წელს ალასკაზე აღმოჩენილი პრადჰო-ბეის საბადოს შემდეგ. არსებული ნავთობის მარაგი, სავარაუდოდ, 35 მილიარდი ბარელია. პროგნოზებით, შესაძლებელი იქნება 1,5 მილიონი ბარელი ნავთის მოპოვება დღე-ღამეში. პერსპექტივაში, საბადოს სრულად ათვისების შემთხვევაში, კაშაგანის საბადოს შეუძლია მთელი ევროპის ნავთობის მოხმარების სადღეღამისო მოცულობის 10%-ის უზრუნველყოფა.

საკონტეინერო ტერმინალი და სანავმისადგომო კომპლექსი ბორნების მომსახურებისათვის

საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობა წელიწადში 100 000 TEU-ს შეადგენს. საკონტეინერო ტერმინალს გააჩნია ღია სასაწყობო ფართები და გადამტვირთავი დანადგარები, რომლებიც კონტეინერების პირდაპირი და სასაწყობო ვარიანტით დამუშავებაზეა სპეციალიზებული.

ბორანი კურსირებს ვარნის, ილიჩევსკისა და ბათუმის ნავსადგურებს შორის. საბორნე სისტემის მუშაობა სრულიად ავტომატიზებულია. ტერმინალის ნომინალური წლიური გამტარუნარიანობა დაახლოებით 700 000 ტონას შეადგენს.

მშრალი ტვირთების ტერმინალი

ემსახურება დიდ- და მცირეტონაჟიან გემებს. სპეციალიზებულია ჯართის (პირდაპირი და სასაწყობო ვარიანტები), ნაყარი, თხევადი, გენერალური და საცალო ტვირთის ტარებში გადამუშავებაზე.

მშრალი ტვირთების ტერმინალის მაქსიმალური გამტარუნარიანობა წელიწადში 2,0 მილიონი ტონაა.

2013 წლის პირველი ნახევრის შედეგებით ბათუმის პორტის მშრალი ტვირთების ტვირთბრუნვამ 789 629 ტონა შეადგინა, რაც 26%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სამგზავრო ტერმინალი

სამგზავრო ტერმინალი ბათუმის ცენტრში, სანაპირო ბულვარის გაყოლებაზე მდებარეობს.. ტერმინალის გამტარუნარიანობა წელიწადში დაახლოებით 180 000 მგზავრს შეადგენს. სამგზავრო ნავმისადგომები უზრუნველყოფენ სამგზავრო გემებისა და ასევე Ro-Ro ტიპის სამგზავრო სატვირთო მცირეტონაჟიანი ბორნების დამუშავებას.

დღეისათვის პორტი 2 ინფრასტრუქტურულ პროექტს – საავტომობილო ესტაკადის (რომელიც ბათუმს საჩუქრად გადაეცემა) და ახალი ადმინისტრაციული ნაგებობის მშენებლობას ახორციელებს. პორტის გენერალური დირექტორის ზურაბ შურღაიას განცხადებით, გამორიცხული არ არის მომავალში ყაზახური ხორბლის ტრანსპორტირებაც, ისევე როგორც ნახშირისა და მეტალისა ქალაქ ტემირტაუდან. ამჟამად ყაზახური ხორბალი ნოვოროსიისკისა და ბალტიისპირეთის პორტების გავლით მიეწოდება ეგვიპტეს, იორდანიასა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებს. პორტის ხელახლა მოწყობა ამ სახის ტვირთებისათვის მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც მიიღწევა შეთანხმება ყაზახეთსა და საქართველოს შორის ხორბლის ფიქსირებული რაოდენობების ტრანსპორტირების შესახებ.

პორტს ამჟამად 22 სახეობის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატანა შეუძლია, რაც მისი ძირითადი უპირატესობაა სხვა პორტებთან შედარებით. ყაზახური ნავთობის განაწილების პროპორციები ბათუმისა და ყულევის ტერმინალებს შორის 30% და 70%-ია. ბათუმს იმედი აქვს, რომ ყულევიდან გამავალი ყაზახური ნავთობის ნაწილი მომავალში ბათუმის პორტის სასარგებლოდ გადანაწილდება.

ბათუმის ნავთობტერმინალი

ბათუმის ნავთობტერმინალი ყაზახეთის პირველი სტრატეგიული ნავთობსატრანსპორტო აქტივია შავ ზღვაზე.

ტერმინალი თავის კლიენტებს სთავაზობს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვის მომსახურებას ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.

ტერმინალის საერთო ტერიტორია დაახლოებით 90 ჰექტარს მოიცავს, რომელზეც ხუთი სარეზერვუარო პარკი და ნავთობჩამოსასხმელი კომპლექსია განლაგებული.

ტერმინალის ძირითად ტერიტორიას ტექნოლოგიური ცენტრი იკავებს, სადაც განლაგებულია ძირითადი სარკინიგზო ესტაკადები, ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, ასევე საქვაბე, რომელიც გამოიყენება ორთქლის წარმოქმნისა და მუქი ნავთობპროდუქტების გათბობისათვის.

ნავთობტერმინალის ძირითადი უპირატესობაა სხვადასხვა სახეობის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შენახვისა და გადატვირთვის მოქნილობა. ტერმინალს შეუძლია გადატვირთოს 22 სახეობამდე ნავთობი და ნავთობპროდუქტი. ბათუმის ნავთობტერმინალს ნავთობი საქართველოს რკინიგზის მეშვეობით, ვაგონ-ცისტერნებით მიეწოდება, რომელთა დაცლა თანამედროვე სარკინიგზო ესტაკადებზე ხორციელდება.

ნავთობტერმინალის გამტარუნარიანობა წელიწადში15 მლნ ტონამდე ნავთობს შეადგენს. ტერმინალი სპეციალიზებულია ნედლი ნავთობისა და პრაქტიკულად ყველა ტიპის ნავთობის – დიზელის საწვავის ბენზინის, მაზუთისა და ა.შ. – გადამუშავებაზე.

ბათუმის ნავთობტერმინალზე მოქმედებს 7 ნავთობჩამოსასხმელი სარკინიგზო ესტაკადა, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია ერთდროულად 194 ვაგონ-ცისტერნის ან დღე-ღამეში 770-ზე მეტი ვაგონ-ცისტერნის დაცლა. ყველა ესტაკადა მილსადენების სისტემის მეშვეობით დაკავშირებულია სხვადასხვა სარეზერვუარო პარკთან, რაც უზრუნველყოფს ტერმინალის საექსპლუატაციო მოქნილობას. ერთ-ერთი ესტაკადა აღჭურვილია გათბობის მრავალსაფეხურიანი სისტემით მძიმე და ბლანტი ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისათვის. ტერმინალის ყოველი სარკინიგზო ესტაკადა აღჭურვილია ელექტრონული რეგისტრაციის სისტემით, რომელიც პროდუქტის დაცლის მონაცემებს აფიქსირებს.

ყულევის პორტი – შპს „შავი ზღვის ტერმინალი”

ყულევის ტერმინალის მშენებლობა 2000 წელს დაიწყო, მაგრამ ორი წლის შემდეგ დაფინანსების შეწყვეტის გამო შეჩერდა. მშენებლობას საქართველოს რკინიგზა და ავსტრიული კომპანია „არომაგ ოილი” აწარმოებდნენ.

2004 წლის სექტემბერში პროექტის გაგრძელების მიზნით შეიქმნა საერთაშორისო კონსორციუმი, რომელშიც ტერმინალის მშენებლობის ინიციატორები და ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები შედიოდნენ.

2007 წლის იანვარში ტერმინალი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია Socar-მა შეიძინა.
საბოლოოდ, ყულევის ნავთობტერმინალი 2008 წლის 16 მაისს გაიხსნა.

„სოკარმა” დღეისათვის საქართველოს ეკონომიკაში 400 მილიონამდე დოლარის ინვესტირება განახორციელა.

ტერმინალმა თავის თავზე აიღო გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს რკინიგზაზე მთელი რიგი სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების განვითარებას გულისხმობდა. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 3 მლნ დოლარი გამოიყო. განვითარებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად შეამცირებს ხარჯებს თბომავლის საწვავზე, დააჩქარებს ტვირთის მიწოდებასა და ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის გაზრდას.

ტერმინალის გამტარუნარიანობა – წელიწადში 10 მლნ ტონამდე -ნავთობპროდუქტის გადატვირთვის საშუალებას იძლევა, აქედან: 3 მლნ ტონა ნავთობის, 3 მლნ ტონა დიზელისა და 4 მილიონი ტონა მაზუთის. სარეზერვუარო პარკის მთლიანი მოცულობა 320 ათასი კუბური მეტრია, 380 ათას ტონამდე გაზრდის პოტენციალით. ნავთობპროდუქტების ჩამოსასხმელად ტერმინალში გათვალისწინებულია ორი ნავსაბელი, რომლებიც 100 ათას ტონამდე ტვირთამწეობის ტანკერებს ემსახურება. ჩამოსხმის მწარმოებლურობა საათში 1000-დან 8000-მდე კუბურ მეტრს შეადგენს. ობიექტს ემსახურება წინასაპორტო სარკინიგზო სადგური, რომელიც ტვირთის გადასხმის მოლოდინში მყოფ 180 ვაგონ-ცისტერნას ერთდროულად იტევს. სარკინიგზო ესტაკადებზე ერთდროულად 168 ვაგონ-ცისტერნის გადმოტვირთვაა შესაძლებელი.

2010 წლის ივლისიდან ყულევის პორტმა ყაზახური ნავთობის გადაზიდვა დაიწყო. ამ პროექტის რეალიზაციისათვის, რომელიც დიდტონაჟიანი ტანკერების (100 000 ტონაზე მეტი ტვირთამწეობის) მომსახურების აუცილებლობასთან იყო დაკავშირებული – ფსკერის დაღრმავების სამუშაოები განახორციელა. ტერმინალის ტექნიკური აღჭურვილობა ტანკერების რეკორდულად მცირე დროში (რეგიონის სხვა ტერმინალებთან შედარებით 2-ჯერ ნაკლები) დატვირთვის საშუალებას იძლევა.

2012 წლის ივლისში კი, ნავთობტერმინალში არსებული პროპილენის გადასატვირთი ახალი კომპლექსის მეშვეობით, ყულევის ტერმინალით ქიმიური პროდუქციის გადატვირთვაც გახდა შესაძლებელი.

ფოთის პორტი

ფოთის პორტი დამაკავშირებელი რგოლია ტვირთების გადაზიდვისას თურქეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და ევროპიდან – შუა აზიის ქვეყნებსა და ავღანეთში.

2008 წ. ფოთის პორტის აქციების 51% და პორტის მართვის უფლება 49-წლიანი ვადით არაბულმა კომპანია RAK Investment Authority-მ (RAKIA, UAE) შეიძინა. მოგვიანებით კომპანიამ პორტის აქციების დარჩენილი წილიც იყიდა და აქციების 100%-იანი პაკეტის მფლობელი გახდა. აღნიშნული გარიგების ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება საქართველოს მხრიდან -ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნასა და განვითარებას, ასევე ახალი აეროპორტის მშენებლობას ითვალისწინებდა. არაბი ინვესტორების მიერ გაცხადებული გრანდიოზული გეგმების მიუხედავად, 2011 წლის აპრილში RAKIA-მ ფოთის პორტის აქციების 80% დანიურ გიგანტს AP Moller-Maersk Group-ის შვილობილ APM Terminals-ს მიჰყიდა და პორტის მართვიდან გავიდა.

ფოთის პორტი გადაზიდვებს სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს:

– გადაზიდვები აზერბაიჯანსა და რუსეთში სასაზღვრო ზოლიდან – სამური/იალამა
– გადაზიდვები თურქმენეთში, ავღანეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში- ბორნით – ბაქო-თურქმენბაში
– გადაზიდვები ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში – ბორნით – ბაქო-აქტაუ
– მუდმივი შეფერხებები ბორანზე ბაქო-თურქმენბაში, ბაქო-აქტაუ, ისევე როგორც სასაზღვრო ზონებში ავღანეთთან (სერხეტაბატ – ტურგუნდის მიმართულებით და გალაბა – ხაირატონის მიმართულებით) საგრძნობლად ზრდის სატრანზიტო დროს ფოთის პორტიდან.

 

 

Previous Post

საქართველოს სატრანზიტო დერეფანი

Next Post

ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან

მაგდა დოლიძე

Next Post
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან

ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result