Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

„საქართველოს კაპიტალმა“ „რამადას“ ბრენდის სასტუმროები $28 მილიონად გაყიდა

by იზა გვარამაძე
March 31, 2023
in ბიზნესი, საქართველო, ყველა სიახლე
0
„საქართველოს კაპიტალმა“ „რამადას“ ბრენდის სასტუმროები $28 მილიონად გაყიდა
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ჰოლდინგმა, “საქართველოს კაპიტალმა”, სტუმარმასპინძლობის სფეროში მისი აქტივების ნაწილის რეალიზების შესახებ გააკეთა განცხადება.

“საქართველოს კაპიტალმა” თბილისში “რამადა ენკორის” ბრენდის ორი სასტუმრო და ერთი ვაკანტური მიწის ნაკვეთი $28 მილიონ დოლარად გაყიდა. საუბარია თბილისში ყაზბეგის გამზირზე მდებარე სასტუმროზე “რამადა ენკორი”, რომელიც 152 ნომერს აერთიანებს, ობიექტი 2018 წელს გაიხსნა. ხოლო მეორე სასტუმრო მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარეობს და 125 ნომერს აერთიანებს. სასტუმრო 2022 წელს გაიხსნა.

“საქართველოს კაპიტალი აცხადებს სტუმარმასპინძლობის სფეროში მისი აქტივების ნაწილის რეალიზების შესახებ. ორი ოპერირებაში მყოფი სასტუმრო თბილისში, რომლებიც ამჟამად “რამადა ენკორის” ბრენდის ქვეშ იმართება და ერთი მიწის ნაკვეთი. ამ გარიგებებიდან მისაღები მთლიანი შემოსავალი 28 მილიონ დოლარს შეადგენს და ის სტუმარმასპინძლობის სფეროში კომპანიის ვალდებულებების მოცულობას შეამცირებს – შესაბამისად, ამ ბიზნესის ჯამური ვალი შემცირდება 76%-ით, $37 მილიონი დოლარიდან $9 მილიონ დოლარამდე,”- ნათქვამია ჰოლდინგის განცხადებაში.

საქართველოს კაპიტალის CEO-მ, ირაკლი გილაურმა ტრანზაქციასთან დაკავშირებით განაცხადა: “მოხარული ვარ განვაცხადო წარმატებული გარიგების დასრულების შესახებ ჩვენი სტუმარმასპინძლობის სფეროში. ეს გარიგება აჩვენებს ჩვენს პროგრესს აქტივების რეალიზების სტრატეგიული მიზნის მიმართულებით, რომელიც მომდევნო წლებში მცირემასშტაბიანი კომპანიების პორტფელის გასხვისებაში გამოიხატება. ამავდროულად, მნიშვნელოვანი ფულადი ნაკადი, რომელიც გარიგებიდან იქნება მიღებული, სტუმარმასპინძლობის სფეროში არსებული ვალდებულებების შემცირებას მოხმარდება, რაც მთლიანად “საქართველოს კაპიტალის” მიერ ვალის დონის შემცირების სტრატეგიის ნაწილია.”

“საქართველოს კაპიტალი” ფლობს აქტივებს ფარმაციის (ჯიპისი ფარმადეპო); კლინიკების (ევექსის ჰოსპიტლები); დაზღვევის (ალდაგი); უძრავი ქონების (m2); განახლებადი ენერგიის; განათლების; ალკოჰოლური სასმელების წარმოების და დისტრიბუციის (თელიანი) და სხვა სფეროებში. გასულ წელს კომპანიამ მისი ერთ-ერთი უმსხვილესი აქტივი – GWP-ის საკონტროლო პაკეტი ესპანურ ჯგუფ “აქვალიაზე” გაყიდა. ჰოლდინგის საკუთრებაშია ასევე საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციათა 20.3%-იანი წილი.

“საქართველოს კაპიტალის” აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ჯგუფის საბაზრო კაპიტალიზაცია 358 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

Previous Post

გახდი თიბისის მომხმარებელი მარტივად, დარეგისტრირდი ციფრულ ბანკში

Next Post

გასულ წელს BYD-ის მოგება 450%-ით გაიზარდა

იზა გვარამაძე

Next Post
გასულ წელს BYD-ის მოგება 450%-ით გაიზარდა

გასულ წელს BYD-ის მოგება 450%-ით გაიზარდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result