Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის საუკეთესო ფინტექ პოლიტიკის ნომინაციაში გაიმარჯვა

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, საქართველო, ფინანსები, ქართულად, ყველა სიახლე
0
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის საუკეთესო ფინტექ პოლიტიკის ნომინაციაში გაიმარჯვა
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემა Central Banking-ის ამჯერად მეორე, Fintech & RegTech კონკურსშიც გაიმარჯვა და წლის საუკეთესო ფინტექ პოლიტიკის ჯილდო მოიპოვა, რომელიც ყოველწლიურად თანამედროვე ტექნოლოგიურ ინოვაციებზე ორიენტირებულ ცენტრალურ ბანკებს გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ წელს ეს ეროვნული ბანკისთვის Central Banking Awards-ის რიგით უკვე მესამე ჯილდოა, ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალური ბანკისა და საუკეთესო რისკმენეჯერის ჯილდოების შემდგომ.

გადაწყვეტილების მიღებისას ჟიურის წევრებმა გაითვალისწინეს  საქართველოს ეროვნული ბანკის  ახალი მიდგომები, ინიციატივები და ტექნოლოგიისა და დიგიტალიზაციის სფეროში მიღწეული შედეგები.

ახალი ტექნოლოგიების ხელშესაწყობად და ფინტექის ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა: ფინტექის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, როგორებიცაა, ღია ბანკინგის სტანდარტიზაცია, მყისიერი გადახდები, ციფრული ლარი, ხოლო ფინტექ კომპანიებისთვის  ფიქსირებული ხარჯების შემცირების მიზნით – ციფრული ბანკი. აღსანიშნავია, რომ ვითარდება ახალი ღია მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც  ფინტექ ინოვატორებს საზედამხედველო ჩარჩოს განვითარებაში მონაწილეობის მიღების საშუალებას აძლევს. ღია მარეგულირებელი ჩარჩო რამდენიმე ინსტრუმენტს იყენებს:

ფინანსური ინოვაციების ოფისი – ოფისის მიზანია ფინანსური ინოვაციების მქონე პირებსა და საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ჩარჩოს შექმნა, ფინანსურ სექტორში პასუხისმგებლიანი ინოვაციების ხელშეწყობა და  ფინტექ ორგანიზაციების დახმარება რეგულაციების საზედამხედველო მიდგომის გაცნობიერებაში. თანამედროვე საზედამხედველო ჩარჩო საკმაოდ კომპლექსურია და ნავიგაციისთვის რთულია, განსაკუთრებით, ახალი ფინანსური სტარტაპებისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია ფინტექ იდეების მქონე ინოვატორების წახალისება და ამ იდეების მდგრად ფინანსურ მოდელად გარდაქმნის ხელშეწყობა.

რეგულირების ლაბორატორია – საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს რეალურ რეჟიმში, ზედამხედველის კონტროლირებად გარემოში გამოცადონ ინოვაციური სერვისები და პროდუქტები. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სისტემური რისკების ტესტირებას.

ციფრული ბანკის ლიცენზირება – ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს: ინოვაციური ბიზნეს მოდელების განვითარებას; ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას; დიდი მონაცემების უკეთ გამოყენებას; მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას; ღრუბლოვანი სერვისების ეფექტიან გამოყენებას; ტექნოლოგიურ კომპანიებთან ინტეგრაციის გამარტივებას და საბითუმო ბაზარზე საბანკო საქმის როგორც სერვისის მოდელის განვითარებას; ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლას და კონკურენციის გაზრდას საფინანსო სექტორში.

ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების მოდელის მართვის ჩარჩო – შესაბამისი საზედამხედველო ჩარჩოს განვითარება დღის წესრიგში მონაცემთა მეცნიერების ახალი მეთოდების და დიდი მონაცემების სწრაფმა გავრცელებამ  დააყენა. საქართველოს ეროვნული ბანკმა ამ მიზნით, რეგულირების ლაბორატორიის ელემენტების გამოყენებით, მოდელის რისკის მართვის თანამედროვე ჩარჩო შექმნა. შესაბამისად, ფინანსურ სექტორში მონაცემთა მეცნიერების მეთოდების მდგრად განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემო შექმნა.

დღეს, ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოთარ გორგოძემ Central Banking-ის საზაფხულო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას მან ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების რეგულირებაზე გაამახვილა ყურადღება და მან ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს მათი რეგულირების ჩარჩო. “სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიურ გარემოში, სადაც მუდმივად იზრდება მონაცემები, მეტად გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება, მარეგულირებელთა მთავარი გამოწვევა  პრაქტიკულობის შენარჩუნებაა. ეს ნიშნავს უცნობი რისკების ნაცნობ რისკებად გარდაქმნას. ღია საზედამხედველო მიდგომა სწორედ რისკზე დაფუძნებული მიდგომაა”, – განაცხადა ოთარ გორგოძემ.

Central Banking Publications-ი 1990 წელს ლონდონში დაარსდა. Central Banking-ი წარმოადგენს ფინანსურ მედია პორტალსა და გამომცემლობას. იგი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. Central Banking-ს ფართო აუდიტორია ჰყავს, რომელიც ძირითადად, მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს და ფინანსურ მარეგულირებლებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს და ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენლებს მოიცავს.

დაჯილდოების ცერემონია, Central Banking-ის “საზაფხულო შეხვედრების” ღონისძიების ფარგლებში, ონლაინ ფორმატში, ივნისში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა,  როგორც სამ ნომინაციაში გამარჯვებულმა მიიღო.

Previous Post

სალიზინგო კომპანიების შემოსავლები საქართველოში

Next Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კიდევ 3 მულტიფუნქციური იდეათეკა გაიხსნა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კიდევ 3 მულტიფუნქციური იდეათეკა გაიხსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კიდევ 3 მულტიფუნქციური იდეათეკა გაიხსნა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result