Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს ეროვნული პავილიონი ვენეციის მე-18 საერთაშორისო არქიტექტურულ ბიენალეზე თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიხსნება

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს ეროვნული პავილიონი ვენეციის მე-18 საერთაშორისო არქიტექტურულ ბიენალეზე თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიხსნება
0
SHARES
0
VIEWS

თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით მე-18 საერთაშორისო არქიტექტურულ გამოფენაზე – La Biennale di Venezia, საქართველოს ეროვნული პავილიონი წარმოადგენს, დუშეთის რაიონში ხელოვნურად გარდაქმნილი დასახლების შესახებ, კვლევაზე დაფუძნებულ გამოფენას “იანვარი, თებერვალი, მარტი”.

პროექტი სიმბოლურად წყალსაცავებზე, მათ შექმნასა და იმ გავლენებზე ფოკუსირდება, რომლებსაც ისინი ეკოლოგიურ, ურბანულ და დემოგრაფიულ ცვლილებებზე სწრაფი პოლიტიკური ტრანსფორმაციებისა და კლიმატის ცვლილების პირობებში ახდენენ. პროექტი იკვლევს დროისა და ენერგიის დინების შორის არსებულ ურთიერთობას; ენერგიას, როგორც პირველყოფილ სასიცოცხლო ძალას და მოხმარების, განაწილებისა და შენახვის ადამიანურ მეთოდებს – ენერგოპოლიტიკას; მსგავსი პოლიტიკის დროებითობას ან მუდმივობას საერთო ისტორიული რეალობის ფარგლებში.

რამდენად დროებითია გარემოზე ჩვენი ნაკვალევი? შეგვიძლია გავაანალიზოთ წყალი, როგორც წესრიგის განმსაზღვრელი? რა სახის დინებებზე ვსაუბრობთ, როდესაც ენერგიის, მიგრაციის და დროის დინებებს, ანდა თავად ლანდშაფტების გადინებას ვახსენებთ? რა არის წესრიგის დარღვევის ან ახალი წესრიგის დამყარების საფასური? ადამიანის სივრცით-პოლიტიკური განვითარების რა დონემდე შეიძლება ის ცვლილების მომტანი იყოს ბუნებისა და საზოგადოებისთვის და პირიქით? რა ფიზიკური და კონცეპტუალური ფორმები ქრება ან რჩება მსგავსი გარდაქმნებისას? არის თუ არა ბუნებრივი ქმნილებები, მათი მეხსიერება, ისტორია და მათი წარსული ცხოვრების განმსაზღვრელი არტეფაქტები მუდმივი? რა დარჩება მსგავსი ადგილების განსაზღვრისგან და ყველაზე მეტად, გლობალური და ლოკალური კონტექსტის გათვალისწინებით, რა არის მათი მომავალი?

1985 წლისთვის, საქართველოში, დუშეთის რაიონში, ალევის, გუდამაყრისა და ქართლის ქედებს შორის ჰიდროელექტროსადგურის პირველი განყოფილება გაიხსნა. 11.5 კმ2 სიდიდის სადგური დღემდე მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის გამომუშავებისა და თბილისის წყლით მომარაგებისათვის. თუმცა, მისი მშენებლობის გამო, სოფელი ჟინვალი სრულად დაიტბორა, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას საცხოვრებლის შეცვლა აიძულა. დღეს, მდინარე არაგვის ადგილობრივი ეკოსისტემა აღარ არსებობს. წყალმა დაფარა ენეოლითური ხანის დასახლება და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნიმუშები. მათ შორის, XII საუკუნეში აშენებული ჯვარიპატიოსანის ეკლესია, რომელიც რამდენიმე თვე წყალქვეშაა და მხოლოდ წლის იმ მონაკვეთებში ჩნდება, როდესაც წყალი შრება. კლიმატური და სეზონური გავლენების გარდა, მთელი მიდამო იტბორება და შრება თბილისის წყლის მოხმარების მიხედვით. მოხმარების პიკი იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეებში დგება როდესაც დედაქალაქი ყველაზე მეტ წყალს მოიხმარს.

პავილიონი წარმოადგენს კვლევისას აღმოჩენილი ანტიკური ნარჩენებით შთაგონებულ ინსტალაციას, რომელიც ცდილობს აღადგინოს ამ მიდამოს სივრცითი მეხსიერება, მისი ერთ-ერთი პრიმიტიული არქეტიპის საშუალებით.

მდინარის ტალახიანი ნალექისგან შექმნილი მართკუთხა სამშენებლო ბლოკები თითქმის სრულად ფარავს საგამოფენო სივრცეს, რასაც მივყავართ ოთახის ცენტრში, რომელიც ჩაძირული ჯვარიპატიოსანის ბაზილიკის ინტერიერის ფორმას ქმნის და ამით ეკლესიის სურათს გვთავაზობს – სიცარიელე როგორც მასა. პავილიონის 4 ოთახი გააერთიანებს კვლევის დროს შემუშავებული პუბლიკაციის, ვიდეო და დოკუმენტური მასალის გამოფენას.

თბილისის არქიტექტურის ბიენალე დაარსდა 2017 წელს როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალების გამაერთიანებელი პლატფორმა. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ის აორგანიზებს გამოფენებს, ინსტალაციებს, ვორქშოფებს, სიმპოზიუმებს და აქტუალური კრიტიკული საკითხების გარშემო აქტივობებს. 2022 წელს, თბილისის არქიტექტურის ბიენალე მესამედ გაიმართა და ურბანულ და სოციალურ კონტექსტებში არსებული დროებითობის საკითხზე ფოკუსირდა.

პროექტის ავტორები: გიგი შუკაკიძე, ოთარ ნემსაძე, თინათინ გურგენიძე.

პროექტის გუნდი: გიორგი ვარდიაშვილი, ალექსი სოსელია, სტეფანო ტორნიერი, ლადო ყანდაშვილი, გიორგი ქართველიშვილი, ელენე ფასური, თამარ ჯანაშია.

ვიდეო: ტატო კოტეტიშვილი, ნოდარ ნოზაძე, გიგი ბუთხუზი, ანდრო ბარბაქაძე, არსენ კურდღელაშვილი, გიორგი ყოლბაია, მარიამ ელენე გომელაური.

პუბლიკაცია: ალექსანდრა აროშვილი, ლელა რეხვიაშვილი, ნიკოლოზ წიქარიძე, თეონა რეხვიაშვილი, თეონა ცინცაძე, ირაკლი მაჭარაშვილი, მამუკა გვილავა, თიკუნა ადეიშვილი.

ფოტოს ავტორები: გიგი შუკაკიძე, ტობიას შმიტი.

კომისარი: მაგდა გურული.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, TBC კონცეპტის, ALL-P Group, ALL-P Metal-ის, შემოქმედებითი ევროპის და PolyForm.Lab-ის მხარდაჭერით. S

გამოფენის თარიღები: 20 მაისი – 26 ნოემბერი, 2023

გამოფენის გახსნა: 19 მაისი, 17:00 – 22:00

Previous Post

„გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, შპს „ჯეოსთილმა“ მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები წარატებით განათავსა

Next Post

IRI: საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა ყველა დროის მაქსიმუმზეა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
IRI: საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა ყველა დროის მაქსიმუმზეა

IRI: საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა ყველა დროის მაქსიმუმზეა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result