Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

საქართველოს ბანკმა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით მეწარმე ქალთა მესამე ნაკადის გადამზადება დაიწყო

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს ბანკმა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით მეწარმე ქალთა მესამე ნაკადის გადამზადება დაიწყო
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მესამე ნაკადის გადამზადება დაიწყო.

პროექტის მესამე ნაკადი ინოვაციური იდეებით სავსე 25 მეწარმე ქალს უმასპინძლებს. პროგრამა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს აერთიანებს. მის ფარგლებში 200 მეწარმე ქალი შეძლებს გაიუმჯობესოს ციფრული უნარები, უკეთ გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში.

პროგრამა მეწარმე ქალებისთვის 360°-იან მხარდაჭერის მოდელს მოიაზრებს. ეს უნიკალური მოდელი ახლად შექმნილი საწარმოს მხარდაჭერის სრულ ციკლს ითვალისწინებს და ოთხ ძირითად სფეროს მოიცავს – თეორიულ განათლებას, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას, დაფინანსებაზე წვდომასა და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკმა UNDP-სთან ერთად 3 ბიზნესკურსი შეიმუშავა, რომელთა გავლაც მონაწილეებს ონლაინ შეუძლიათ. ეს კურსებია: საბაზისო ციფრული რესურსები; ეფექტიანი კომუნიკაცია და მეწარმეობის საწყისები.

“მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, წინასწარი კვლევების საფუძველზე, მათი საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესის როგორც დამწყებ, ასევე უკვე წარმატებულ მეწარმე ქალებს აერთიანებს და მათ ბიზნესის გაძლიერებისა და მდგრადი განვითარების შესაძლებლობას აძლევს. გარდა ბიზნესუნარებისა, პროგრამა მონაწილეებს ფსიქოლოგებისა და ქოუჩების ჩართულობით პიროვნული უნარების განვითარებაშიც ეხმარება. დარწმუნებული ვართ, პროგრამა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მეწარმე ქალების გაძლიერებაში და მათი ბიზნესის სამომავლო წარმატებაში”, – განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის პროექტების მენეჯერმა, თეა ხოშტარიამ.

„ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ქალთა გაძლიერება ეკონომიკის გაჯანსაღების, ადამიანების კეთილდღეობის ზრდისა და თანასწორობის განმტკიცების გზაა. იმედი მაქვს, რომ „მეწარმე ქალთა პროგრამა“ წარმატებული ბიზნეს-პროექტების ტალღას შექმნის, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნის საქმეში“, – აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა.

„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“ საქართველოს ბანკის, შვედეთის და UNDP-ის ფინანსური ხელშეწყობით შეიქმნა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

Previous Post

The Representative Office of FedEx in Georgia Will Construct a Cutting-edge Logistics Center

Next Post

საუდის არაბეთს 2026 წლისთვის 150 ათასზე მეტი ელექტრომობილის ექსპორტზე გატანა სურს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
საუდის არაბეთს 2026 წლისთვის 150 ათასზე მეტი ელექტრომობილის ექსპორტზე გატანა სურს

საუდის არაბეთს 2026 წლისთვის 150 ათასზე მეტი ელექტრომობილის ექსპორტზე გატანა სურს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result