Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

საქართველოს ბანკისა და Wolt-ის პარტნიორობის ფარგლებში ბიზნესმომხმარებლები Wolt Drive-ის განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ

by იზა გვარამაძე
September 12, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს ბანკისა და Wolt-ის პარტნიორობის ფარგლებში ბიზნესმომხმარებლები Wolt Drive-ის განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კერძო ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი Wolt-თან პარტნიორობის ფარგლებში, იმ ბიზნესმომხმარებლებს, რომლებსაც მიტანის სერვისის საჭიროება აქვთ, Wolt Drive-ის სერვისით სარგებლობის განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

Wolt Drive საქართველოს ბანკისა და Wolt-ის პარტნიორობით შექმნილი B2B სერვისია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ონლაინ სავაჭრო ობიექტს მომხმარებლისთვის შეკვეთის მიტანა 30 წუთში შეუძლია. Wolt-ის ამ სერვისის გამოყენება შესაძლებელია როგორც API-ს, ასევე ელ-კომერციის პლატფორმის სრული ინტეგრაციით.

საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება პირველი სამი თვის განმავლობაში Wolt Drive-ის მეშვეობით გაგზავნილი პირველი 30 შეკვეთის უფასო მიტანას, შემდეგი ერთი თვის განმავლობაში კი 15%-იან ფასდაკლებას გულისხმობს.

გარდა ამისა, საქართველოს ბანკი ბიზნესმომხმარებლებს Wolt Drive API ინტეგრაციის თანადაფინანსებასაც სთავაზობს, რომელიც კვირის განმავლობაში შესრულებული შეკვეთების ოდენობის მიხედვით განსხვავდება. თანამშრომლობის მეორე კვარტლიდან კი ბიზნესმომხმარებლები შეკვეთების რაოდენობის შესაბამისად, მიტანის საფასურზე სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლებენ.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ბიზნესმომხმარებლებს, რომლებსაც მიტანის სერვისის საჭიროება აქვთ და შევთავაზოთ Wolt Drive-ის განსაკუთრებული პირობები. საქართველოს ბანკი წლებია მხარს უჭერს ბიზნესის გაძლიერებას, სწორედ ამ მიზნით, ჩვენი ინიციატივით და პარტნიორობით, არაერთი პროექტი განხორციელდა. ეს ყოველივე ჩვენი პარტნიორი ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და არსებული პოტენციალის ათვისების ხელშეწყობას ითვალისწინებს. Wolt Drive-ის მეშვეობით ნებისმიერი სავაჭრო ობიექტი მომხმარებლისთვის შეკვეთის ადგილზე მიტანას 30 წუთში შეძლებს, მათ შორის ის მცირე მეწარმეებიც, რომლებსაც საკუთარი ონლაინ პლატფორმა არ აქვთ და გაყიდვებს ინსტაგრამის ან ფეისბუქის საშუალებით ახორციელებენ.“ – განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკო სისტემის სამსახურის უფროსმა.

Wolt-ის გენერალური მენეჯერი სერგი მარღანია კი აღნიშნავს: „დღეს ელექტრონული კომერციის ბიზნესის წარმატება დიდწილადაა დამოკიდებული სწრაფ და მოხერხებულ მიტანის სერვისზე. თუმცა, საკუთარი მიწოდების სერვისის შექმნა არა მხოლოდ მაღალ დანახარჯებს, არამედ დამატებით რთულ ტექნოლოგიურ განვითარებასაც საჭიროებს. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა Wolt Drive, რომელსაც ლოკალურად უკვე მრავალი კომპანია იყენებს. Wolt Drive საშუალებას აძლევს ბიზნესს კონცენტრირდეს საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე, რადგან შეკვეთის მიტანასთან დაკავშირებულ ყველა ლოგისტიკური საკითხის მოგვარებას Wolt-ი საკუთარ თავზე იღებს.“

გარდა მიტანის უსწრაფესი სერვისისა, მნიშვნელოვანია, რომ Wolt Drive იძლევა შეკვეთის რეალურ დროში თვალყურის დევნების საშუალებას, როგორც მომხმარებლის, ისე სავაჭრო ობიექტისთვის. Wolt Drive ასევე იძლევა ინტეგრაციის შესაძლებლობას ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა WooCommerce და Shopify. Wolt Drive საქართველოს ცხრა ქალაქშია ხელმისაწვდომი, ესენია: თბილისი, რუსთავი, თელავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ქობულეთი, ბათუმი და ფოთი.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა დატოვოთ განაცხადი, მეტი ინფორმაციისთვის კი – ეწვიეთ ბმულს.

S

Previous Post

დაიწყე ინვესტირება საქართველოს ბანკის მობილბანკით ყოველგვარი საკომისიოს გარეშე

Next Post

როგორი იყო ელექტროენერგიის წყაროების განაწილება მსოფლიოში 2022 წელს?

იზა გვარამაძე

Next Post
როგორი იყო ელექტროენერგიის წყაროების განაწილება მსოფლიოში 2022 წელს?

როგორი იყო ელექტროენერგიის წყაროების განაწილება მსოფლიოში 2022 წელს?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result