Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თსუ-ს სტუდენტები ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობდნენ

by იზა გვარამაძე
May 20, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თსუ-ს სტუდენტები ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობდნენ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

ფილიპ ჯესაპის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესი მსოფლიოში უდიდესი იმიტირებული სასამართლო შეჯიბრებაა სამართლის სტუდენტებისთვის, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნის 800-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს. ყოველწლიურად, მონაწილე ქვეყნები ეროვნულ შეჯიბრებებს ატარებენ, რომელთა გამარჯვებულებიც ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში გამართულ საერთაშორისო რაუნდში ასპარეზობენ.

წელს, საქართველოს მასშტაბით, ეროვნული რაუნდის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა, რომელმაც ეროვნულ შეჯიბრებაზე ყველა ნომინაციაში გაიმარჯვა, როგორც საუკეთესო წერითი ნამუშევრების (მემორიალების), ასევე საუკეთესო სპიკერების მიმართულებით.

საქართველოს სახელით საერთაშორისო შეჯიბრებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: ელენე-ეკატერინე დვალიძემ, შალვა ხიზანიშვილმა, ელენე კაკულიამ, თამარ კალანდიამ და ნუცა ნადაშვილმა იასპარეზეს. გუნდს მენტორობას უწევდა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი – ვეკო დოდაშვილი.

წელს საერთაშორისო ტურში თსუ-ს გუნდმა ისეთ უნივერსიტეტებთან იასპარეზა, როგორებიცაა: კორნელის უნივერსიტეტი (აშშ), ჩარლზის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), მექსიკის და კენიის უნივერსიტეტები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წერილობითმა ნაშრომებმა კი საერთო რეიტინგის მიხედვით, საერთაშორისო ტურში მოასპარეზე 152 გუნდს შორის მე-40 ადგილი დაიკავა.

ფილიპ ჯესაპის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობისთვის გუნდი 7 თვის განმავლობაში ემზადებოდა. ისინი დაეუფლნენ სამართლებრივი ანალიზის, აკადემიური წერის, სასამართლოს წინაშე ზეპირი გამოსვლის უნარებს. პროცესი მოიცავდა კომპლექსური საერთაშორისო სამართლებრივი საკითხების და გამოწვევების მოკვლევას და ანალიზს, ისევე ზეპირსიტყვიერ პრეზენტაციას ინგლისურ ენაზე.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

S

Previous Post

Forbes Georgia Announces Flagship Banking Conference 2025

Next Post

რუსეთმა Amnesty International-ს ქვეყანაში ფუნქციონირება აუკრძალა

იზა გვარამაძე

Next Post
რუსეთმა Amnesty International-ს ქვეყანაში ფუნქციონირება აუკრძალა

რუსეთმა Amnesty International-ს ქვეყანაში ფუნქციონირება აუკრძალა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result