Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოსწავლეები და სტუდენტები ინტერაქტიულ წიგნებს შექმნიან

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი
0
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოსწავლეები და სტუდენტები ინტერაქტიულ წიგნებს შექმნიან
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და „თბილისი  – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი – „ინტერაქტიული წიგნები“ მიმდინარეობს.

„ინტერაქტიული წიგნები“ მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის შექმნილი პროექტია, რომელიც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია „ჯეოლაბის“ მიერ ხორციელდება. პროექტი 5 თვიან სალექციო კურსებს მოიცავს, სადაც მონაწილეები თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, მათ შორის, მულტიპლატფორმულ ძრავა Unity-ში მუშაობას შეისწავლიან. პროექტის შემდგომ ეტაპზე კი შეძენილი ცოდნით პროფესიონალ ილუსტრატორებთან, პროგრამისტებთან და საბავშვო ავტორებთან ერთად 10-ზე მეტ ინტერაქტიულ წიგნს შექმნიან, რომელიც ყველასათვის იქნება ხელმისაწვდომი.

„ინტერაქტიული წიგნების“ პროექტში ქვეყნის მასშტაბით 65 ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას, მათ შორის  უფროსკლასელები და სტუდენტები სხვადასხვა რეგიონებიდან. ამასთან, პროექტში ჩართულია 6 ქართველი ილუსტრატორი და 12 თანამედროვე საბავშვო მწერალი.

აღსანიშნავია, რომ მონაწილეებს შორის 5 მოსწავლე იმ სკოლებიდანაა, სადაც გასულ წელს საქართველოს ბანკის ინიციატივითა და ქართული წიგნის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები – იდეათეკები მოეწყო.

„ინტერაქტიული წიგნები“ სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის შექმნილი პროექტია, რომელიც იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობას, ახალგაზრდებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით მიიღონ ცოდნა და გახდნენ ქართული ინტერაქტიული წიგნების  შექმნის მონაწილეები. ამასთან, პროექტი მათ საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენის და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა აღნიშნულ პროექტში სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მოწყობილი იდეათეკებიდან მოსწავლეების ჩართულობა. ჩვენი მიზანია, ამ და სხვა პროექტების მხარდაჭერით მაქსიმალურად გავზარდოთ ახალგაზრდებში როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ ხარისხიან განათლებაზე წვდომა“, – განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

ინფორმაციისთვის,  UNESCO-ს პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, თბილისის მერიის ინიციატივითა და “საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას. „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ერთ-ერთია იმ მრავალი პროექტიდან, რომელსაც  საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს. ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://csr.ge/ka

Previous Post

რიანა მილიარდერი გახდა

Next Post

ღია ბანკინგი – ფინანსური ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრის შესაძლებლობა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ღია ბანკინგი – ფინანსური ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრის შესაძლებლობა

ღია ბანკინგი - ფინანსური ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრის შესაძლებლობა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result