Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ამერიქან მონოლითი“ ტერმინალს აფართოებს

by იზა გვარამაძე
February 16, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ამერიქან მონოლითი“ ტერმინალს აფართოებს
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკი, ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, კომპანია „ამერიქან მონოლითი“ ფოთში სამაცივრე საწყობს და საკონტეინერო ტერმინალს აფართოებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია და ის სრულად საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციაა, რომელიც EBRD-ის, DCFTA პროგრამის ფარგლებში გაიცა.

ამჟამად, კომპანიის ტერიტორიის მთლიანი ფართობი 22,533 კვ.მ-ს შეადგენს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კი იგეგმება დამატებით 9,745 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესყიდვა და არსებულ ტერიტორიასთან გაერთიანება, სადაც იგეგმება როგორც მაცივარ – საწყობების მოწყობა, ასევე, საკონტეინერო ტერმინალის გაფართოება და რკინიგზის ხაზის 70 მეტრით დაგრძელება, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს გაზრდილ ტვირთნაკადს ბევრად მოქნილად მოემსახუროს, ხოლო, პარტნიორ კომპანიებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს პროცესებს და საშუალებას მისცემს მაქსიმალურად აითვისონ და დააკმაყოფილონ ბაზარზე არსებული მოთხოვნა.

„ამერიქან მონოლითი“ 2010 წელს დაარსდა და მას ევრაზიული კავშირის საბაჟო ლიცენზია გააჩნია, რომელიც ექსკლუზიურ უფლებას აძლევს კომპანიას, მიიღოს და გადაამუშაოს ევრაზიული კავშირის ქვეყნებისთვის (ყაზახეთი,ყირგიზეთი,ტაჯიკეთი) განკუთვნილი ტვირთები. მას ასევე აქვს სარკინიგზო ჩიხი, საიდანაც ხორციელდება პროდუქტების რკინიგზის ვაგონებში (კონტეინერებში) ჩატვირთვა და დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება. ბოლო პერიოდში, ტვირთბრუნვის მზარდმა დინამიკამ და შესანახ ინფრასტრუქტურაზე გაზრდილმა მოთხოვნამ, დღის წესრიგში დააყენა გაფართოების საკითხი. ჩვენ კი მივმართეთ ჩვენს პარტნიორს – საქართველოს ბანკს, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა აღნიშნული პროექტის განხორციელება. ახალი, დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი კომპანიის მუშაობის ეფექტიანობას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, ხარისხს, დამატებით ხალხის დასაქმებას, ასევე, ხელს შეუწყობს სატრანზიტო პოტენციალის ზრდასა და გაუმჯობესებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ თანამედროვე დანადგარების, (რომლებიც გათვლილია ახალი, ბევრად უვნებელი-R 407 A ტიპის გამაციებელ ფრეონზე) სენდვიჩ-პანელების და მზის პანელების დამონტაჟებას, რითაც საჭირო ელექტრო მოხმარების დაახლოებით 15-20%-ის დაზოგვას შევძლებთ“, – განაცხადა ამერიქან მონოლითის დირექტორმა, მიხეილ სულაძემ.

„საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესების განვითარებას აქტიურ რეჟიმში უჭერს მხარს, რადგან მიგვაჩნია, რომ რეგიონების ეკონომიკური გაძლიერება ქვეყნის განვითარების საწინდარია. ფოთში, „ამერიქან მონოლითის“ უკვე არსებული ტერმინალის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიას შესაძლებლობას აძლევს სამომავლოდ გაცილებით მეტ ტვირთნაკადს მოემსახუროს და მაქსიმალურად დააკმაყოფილოს ბაზარზე დღეს არსებული ჭარბი მოთხოვნა. საქართველო ევროპასა და აზიას შორის ერთგვარ სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს და სწორედ სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, რათა ჯეროვნად იქნეს ათვისებული არსებული სატრანზიტო პოტენციალი. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერასა და გაძლიერებას.“ – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა. S

Previous Post

უპრეცედენტო პრივატიზაცია ყაზახეთში – Air Astana-მ IPO წარმატებით განახორციელა

Next Post

H&P: საუკეთესო ქვეყნები საოჯახო სიმდიდრის შესაქმნელად

იზა გვარამაძე

Next Post
H&P: საუკეთესო ქვეყნები საოჯახო სიმდიდრის შესაქმნელად

H&P: საუკეთესო ქვეყნები საოჯახო სიმდიდრის შესაქმნელად

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result