Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამაზე რეგისტრაცია 10 თებერვალს დასრულდება

by იზა გვარამაძე
February 10, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამაზე რეგისტრაცია 10 თებერვალს დასრულდება  ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შეთავაზებისა და მათი კარიერული განვითარების ხელშეწყობისათვის, საქართველოს ბანკი უკვე მერვე წელია „ლიდერატორის“ პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლის პარალელურად, დააგროვონ სამუშაო გამოცდილება. ამასთან, როტაციის პრინციპით, ერთი წლის განმავლობაში საკუთარი თავი ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში გამოცადონ და გაიგონ, თუ რომელი მიმართულებაა მათ ინტერესებთან ყველაზე ახლოს. ეს კი სტუდენტებს მომავალი პროფესიის შერჩევას უმარტივებს. ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 10 თებერვალს დასრულდება. შესაბამისად, დღის ბოლომდე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ესტუმრონ ონლაინ პორტალს და შეავსონ განაცხადი. 2025 წლისთვის მიღება გამოცხადებულია შემდეგ პროგრამებზე: Java დეველოპმენტი; ბიზნესის განვითარება; კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი; მომხმარებელთა გამოცდილების და ლოიალურობის პროგრამების მართვა; მონაცემთა ინჟინერია; მცირე და საშუალო ბიზნესის ბანკინგი; პორტფელური რისკების ანალიტიკა და რეპორტინგი; პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე; საოპერაციო რისკები და აუდიტი; ტალანტების მოზიდვა და განვითარება; ფინანსური აუდიტი და შიდა კონტროლი; ფინანსური რისკების და ხაზინის მართვა. თითოეული პროგრამა 30-მდე მიმართულებას მოიცავს და  ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, დააგროვონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. 2017 წლიდან „ლიდერატორში“ მონაწილეობა მიიღო უკვე 445-მა სტუდენტმა, მათმა 78%-მა კი კარიერა საქართველოს ბანკში განაგრძო. „საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტია. მისი დახმარებით, ვზრუნავთ კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი საუკეთესო ტალანტების მოზიდვასა და შემდგომ განვითარებაზე. რაც მთავარია, სამუშაო გრაფიკი სრულად არის მორგებული სტუდენტების სასწავლო ცხრილზე და აძლევს  მათ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ მაღალი აკადემიური მოსწრება. პარალელურად, დააგროვონ სამუშაო გამოცდილება სფეროს პროფესიონალებთან მუშაობის შედეგად. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კი მონაწილეებს საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა აქვთ“, – აღნიშნავს ელენე ოქრომჭედლიშვილი, ადამიანური კაპიტალის, თანამშრომელთა კმაყოფილების, ბიზნეს პროცესების ეფექტურობისა და ლინის ტრანსფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელი. პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ  ეწვიოთ ვებგვერდს: leaderator.bog.ge
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შეთავაზებისა და მათი კარიერული განვითარების ხელშეწყობისათვის, საქართველოს ბანკი უკვე მერვე წელია „ლიდერატორის“ პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლის პარალელურად, დააგროვონ სამუშაო გამოცდილება. ამასთან, როტაციის პრინციპით, ერთი წლის განმავლობაში საკუთარი თავი ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში გამოცადონ და გაიგონ, თუ რომელი მიმართულებაა მათ ინტერესებთან ყველაზე ახლოს. ეს კი სტუდენტებს მომავალი პროფესიის შერჩევას უმარტივებს.

ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 10 თებერვალს დასრულდება. შესაბამისად, დღის ბოლომდე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ესტუმრონ ონლაინ პორტალს და შეავსონ განაცხადი.

2025 წლისთვის მიღება გამოცხადებულია შემდეგ პროგრამებზე: Java დეველოპმენტი; ბიზნესის განვითარება; კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი; მომხმარებელთა გამოცდილების და ლოიალურობის პროგრამების მართვა; მონაცემთა ინჟინერია; მცირე და საშუალო ბიზნესის ბანკინგი; პორტფელური რისკების ანალიტიკა და რეპორტინგი; პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე; საოპერაციო რისკები და აუდიტი; ტალანტების მოზიდვა და განვითარება; ფინანსური აუდიტი და შიდა კონტროლი; ფინანსური რისკების და ხაზინის მართვა. თითოეული პროგრამა 30-მდე მიმართულებას მოიცავს და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, დააგროვონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

2017 წლიდან „ლიდერატორში“ მონაწილეობა მიიღო უკვე 445-მა სტუდენტმა, მათმა 78%-მა კი კარიერა საქართველოს ბანკში განაგრძო.

„საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტია. მისი დახმარებით, ვზრუნავთ კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი საუკეთესო ტალანტების მოზიდვასა და შემდგომ განვითარებაზე. რაც მთავარია, სამუშაო გრაფიკი სრულად არის მორგებული სტუდენტების სასწავლო ცხრილზე და აძლევს მათ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ მაღალი აკადემიური მოსწრება. პარალელურად, დააგროვონ სამუშაო გამოცდილება სფეროს პროფესიონალებთან მუშაობის შედეგად. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კი მონაწილეებს საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა აქვთ“, – აღნიშნავს ელენე ოქრომჭედლიშვილი, ადამიანური კაპიტალის, თანამშრომელთა კმაყოფილების, ბიზნეს პროცესების ეფექტურობისა და ლინის ტრანსფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელი.

პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: leaderator.bog.ge

S

Previous Post

„STEM-ის დღე: ქალები მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში“ ForSet-ის ინიციატივით გაიმართება – საქართველოს ბანკი ახალგაზრდების მხარდასაჭერად

Next Post

IV კვარტალში ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავალი 35%-ით შემცირდა

იზა გვარამაძე

Next Post
I კვარტალში ტელე-რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 0.5%-ით გაიზარდა – კომუნიკაციების კომისია

IV კვარტალში ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავალი 35%-ით შემცირდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result