Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

საქართველოს ბანკის გათამაშებაში ინდ. მეწარმეებმა 1 000 000-მდე ბილეთი დააგროვეს – პირველი ეტაპის გამარჯვებული 6 ნოემბერს გამოვლინდება

by იზა გვარამაძე
November 5, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს ბანკის გათამაშებაში ინდ. მეწარმეებმა 1 000 000-მდე ბილეთი დააგროვეს – პირველი ეტაპის გამარჯვებული 6 ნოემბერს გამოვლინდება
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ბანკის გათამაშებაში ინდ. მეწარმეებმა ციფრული ტრანზაქციების შესრულებით უკვე მილიონამდე ბილეთი დააგროვეს. გათამაშება 1 ოქტომბერს დაიწყო და სამ ეტაპად, 13 იანვრამდე ხორციელდება. პირველი ეტაპი 31 ოქტომბერს დასრულდა და მისი გამარჯვებულების ვინაობა 6 ნოემბერს გახდება ცნობილი. ინდ. მეწარმეებს, რომლებიც ამ დროის განმავლობაში ციფრულ ბილეთებს აგროვებდნენ, ექნებათ შესაძლებლობა, სხვადასხვა ფულადი პრიზიდან ერთ-ერთი მიიღონ.

6 ნოემბერს გამოვლინდება როგორც პირველი ეტაპის მთავარი პრიზის, ასევე სხვადასხვა ფულადი პრიზების მფლობელთა ვინაობა. პირველ ეტაპზე თამაშდება:

  • 10 000 ლარი – მთავარი პრიზი
  • 500 ლარი (6-ჯერ)
  • 200 ლარი (50-ჯერ)
  • 100 ლარი (335-ჯერ)
  • 50 ლარი (850-ჯერ)

შესაბამისად, მთავარი პრიზის მფლობელი ერთი ადამიანი გახდება, ხოლო სხვა ფულად პრიზებს ასეულობით ინდ. მეწარმე მიიღებს.

გათამაშებაში ბილეთების დაგროვება საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში – ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში შესრულებული აქტივობებითაა შესაძლებელი. ბილეთები გროვდება ისეთი ყოველდღიური ტრანზაქციების განხორციელებით, როგორებიცაა გადარიცხვები, კომუნალური გადასახადების დაფარვა, ვალუტის კონვერტაცია და სხვა.

„მოხარული ვართ, რომ მცირე მეწარმეებს ვაძლევთ შესაძლებლობას, გააციფრულონ საკუთარი საქმიანობა, დაზოგონ დრო და რესურსები ჩვენი ბიზნეს მობილბანკისა და ინტერნეტბანკის დახმარებით. ამასთან, მიიღონ ფულადი პრიზები. საქართველოს ბანკი ორიენტირებულია მეწარმეობის ხელშეწყობაზე, მცირე ბიზნესში ჩართული ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების გაზიარებაზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე ტექნოლოგიების დახმარებით. ამიტომაც, ჩვენ მომავალშიც განვახორციელებთ არაერთ ინიციატივას, რომელიც ინდ. მეწარმეების საჭიროებებს უპასუხებს“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, გამარჯვებულები საქართველოს ბანკისგან მიიღებენ შეტყობინებას და ციფრულ არხში – ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში შესვლისას ვირტუალურ სასაჩუქრე ყუთს ნახავენ, რომლის გახსნის შედეგად გაიგებენ, თუ რა ოდენობის თანხა მოიგეს.

საგულისხმოა, რომ თუ პირველ ეტაპზე ვერ გაიმარჯვეთ, მომდევნო ეტაპებზეც გაქვთ შესაძლებლობა, დააგროვოთ ბილეთები. ამასთან სამივე ეტაპზე დაგროვებული ბილეთები ფინალური პრიზის – 50 000, 30 000 ან 20 000 ლარის მოსაგებად გამოიყენოთ.

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ინდ. მეწარმეს, რომელსაც საქართველოს ბანკში ბიზნეს ანგარიში აქვს გახსნილი.

მაგრამ, თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, შეგიძლიათ გახსენათ ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწეროთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდეთ ბიზნეს ინტერნეტბანკში.

ჩაერთეთ გათამაშებაში, გაციფრულდით და გახსოვდეთ, რაც უფრო მეტ ბილეთს დააგროვებთ, გამარჯვების შანსიც მით უფრო გაიზრდება. S

Previous Post

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით

Next Post

როგორ მოიზიდა ახალი მომხმარებლები Vortex Fitness-მა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით?

იზა გვარამაძე

Next Post
როგორ მოიზიდა ახალი მომხმარებლები Vortex Fitness-მა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით?

როგორ მოიზიდა ახალი მომხმარებლები Vortex Fitness-მა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result