Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკა ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გაიხსნა

by იზა გვარამაძე
October 4, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკა ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გაიხსნა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ბანკის რიგით 24-ე ბიბლიოთეკა ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გაიხსნა, რაც სკოლის 1700-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების სივრცეში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან.

ქუთაისის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა აღჭურვილია 3000-მდე წიგნით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით. ასევე, ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტით, რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ზოგადი განათლება და აღმოაჩინონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკები მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 11 რეგიონის 24 სკოლაში ფუნქციონირებს.

„საქართველოს ბანკში მიზნად დავისახეთ, ხარისხიანი განათლება მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. სწორედ ამიტომ, 2019 წლიდან, პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტს ვახორციელებთ და ვქმნით მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეს 16 000-ზე მეტი მოსწავლისა და ახალგაზრდისთვის, რათა ხელი შევუწყოთ მათი მომავლის პროფესიებით დაინტერესებას, კითხვის პოპულარიზაციას და ახალი აღმოჩენებისკენ სწრაფვას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ბიბლიოთეკა კიდევ უფრო მეტი სკოლის მოსწავლისთვის გახდება შემეცნების და თავისუფალი დროის პროდუქტიულად გატარების სივრცე. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის ისტორია 1830 წლიდან იწყება. ის XIX და XX საუკუნეში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის ინტელექტუალურ და შემოქმედებით ცენტრს წარმოადგენდა. სწორედ ამ სკოლაში სწავლობდნენ გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის: აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი, გიორგი წერეთელი… ასევე, ქართველი პოეტები: ტიციან ტაბიძე, კოლაუ ნადირაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, შალვა აფხაიძე და სხვა.

ინფორმაციისთვის, ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკა პარტნიორებთან – სულაკაურის გამომცემლობასთან, აკაკი სონგულიასთან, ალიანს ჯგუფის დამფუძნებელთან და ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესთან“ თანამშრომლობით გაიხსნა.

ბიბლიოთეკების პროექტს სიცოცხლის ხის ფონდი ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მიმართულებით მუშაობს, როგორიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.

საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge

S

Previous Post

დოქტორ სტივენ მ. სტენლი, პალეონტოლოგი და მწერალი, საკუთარი წვლილისთვის აღიარებულია Marquis Who’s Who-ს მიერ

Next Post

რომელი კომპანიები ლიდერობენ სმარტფონების ბაზარზე?

იზა გვარამაძე

Next Post
რომელი კომპანიები ლიდერობენ სმარტფონების ბაზარზე?

რომელი კომპანიები ლიდერობენ სმარტფონების ბაზარზე?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result