Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

საქართველოს ბანკი მომხმარებელს სრულად ციფრულ, პრაქტიკულ გადაწყვეტილებას – ონლაინ განვადებას სთავაზობს

by თინათინ ინაური
April 26, 2021
in პარტნიორის კონტენტი, ქართულად
0
საქართველოს ბანკი მომხმარებელს სრულად ციფრულ, პრაქტიკულ გადაწყვეტილებას – ონლაინ  განვადებას სთავაზობს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკი სმარტ ფუნქციონალზე დაყრდნობით განახლებულ, მარტივ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებას – ონლაინ  განვადებას ნერგავს. პროდუქტის მიზანია, მზარდი ონლაინ გაყიდვების ფონზე მხარი დაუჭიროს ბიზნესს გაძლიერებისთვის და მას ახალი შესაძლებლობა შეუქმნას. ამავდროულად, მომხმარებელს უფრო მოქნილი, კომფორტული და მთლიანად ციფრული გამოცდილება შესთავაზოს.

ამიერიდან საბუთებისა თუ გრძელი განაცხადების წარდგენა აღარ არის საჭირო. საკმარისია, მარტივი პროცედურის გავლა. კერძოდ, ონლაინ მაღაზიაში სასურველი ნივთის შერჩევის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს განვადების მისთვის მისაღები ვადა და ყოველთვიური შენატანის ოდენობა. განვადების მოთხოვნისთვის კი მომხმარებელმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზევე ჩაშენებულ საქართველოს ბანკის ონლაინ განვადების პლატფორმაზე (მისივე იუზერითა და პაროლით). განაცხადზე პასუხს კი მომენტალურად მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ რიგ შემთხვევებში, პასუხის მიღების შემდგომ ეტაპზეც კი, შესაძლებელია არჩეული პირობების შეცვლა და მყიდველის სურვილის მიხედვით მორგება. ასევე, მომხმარებელს განვადებისას აქვს შესაძლებლობა, ნივთის ღირებულების ნაწილი თანხა საკუთარი ფულით, ნაწილი კი განვადებით გადაიხადოს.  აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს, გარკვეული მიზეზით განვადების გაუქმების სურვილის შემთხვევაში, აქვს შესაძლებლობა, ყოველგვარი დამატებითი საბუთების წარმოდგენის გარეშე, მარტივად  მოითხოვოს განვადების გაუქმება და ეს პროცედურა მობილბანკიდან (განვადების გაფორმებიდან რამდენიმე დღის ვადაში) განახორციელოს. ასევე, მობილბანკიდანვე აკონტროლოს განვადებების ისტორია და  გრაფიკი.

რაც შეეხება მერჩანტებს, აღნიშნული პროდუქტის საკუთარ პლატფორმაზე ინტეგრირება მაქსიმალურად გამარტივებულია. გარდა ამისა, ონლაინ განვადების ფარგლებში ბანკი ბიზნესს მიზნობრივ მომხმარებელთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შეთავაზებული პროდუქტის  ონლაინ გაყიდვების ზრდას და ბიზნესის გაძლიერებას.

„ონლაინ განვადების პროდუქტი მსოფლიოში წამყვანი და წარმატებული განვადებების გამოცდილებაზე დაფუძნებით შეიქმნა. შესაბამისად, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ როგორც მომხმარებლის, ასევე მერჩანტების საჭიროებები და ინტერესები და მაქსიმალურად მოვარგეთ მათ.  აღნიშნული განვადების ფარგლებში, მომხმარებელი სასურველი პროდუქტის ყიდვას სწრაფად, მარტივად, კომფორტულად, სახლიდან გაუსვლელად, ბანკთან და მაღაზიასთან კონტაქტის გარეშე და მისთვის ხელსაყრელი პირობებით შეძლებს.  მერჩანტები კი  პირველ რიგში  პროდუქტის საკუთარ პლატფორმებზე ინტეგრირებას, და ამავდროულად, პოტენციურ მყიდველთან დაკავშირებას შეძლებენ.  ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ბიზნესისთვის ახალი გადაწყვეტილებების შეთავაზებას“,- განაცხადა ნინო ხორგუანმა, საქართველოს ბანკი საცალო სეგმენტის მართვის დეპარტამენტის დირექტორმა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: www.bankofgeorgia.ge

Previous Post

ბილ გეიტსის რჩეული ცხრა TED Talks-ი

Next Post

I კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება გაძვირდა

თინათინ ინაური

Next Post
I კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება გაძვირდა

I კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება გაძვირდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result