Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home რეიტინგი

საქართველოს 100 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია – რეიტინგი

by Forbes.ge
March 20, 2025
in რეიტინგი
0
საქართველოს 100 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია – რეიტინგი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Forbes Georgia წარმოგიდგენთ საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კერძო კომპანიების რეიტინგს, რომელიც ამ კომპანიების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული 2022 წლის ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზეა შედგენილი. 

კომპანიები დაჯგუფებულია შემოსავლების მიხედვით. რეიტინგში დომინირებენ ქვეყნის უმსხვილესი კომპანიები ენერგეტიკის, ნავთობის იმპორტის, საცალო ვაჭრობის, ჯანდაცვის, კომუნიკაციებისა და სხვა სექტორებიდან. 

სიაში არ არის შესული საქართველოს მთავრობის კუთვნილი კომპანიები და ფინანსური სექტორი (ბანკები), რომელთა ანგარიშს Forbes Georgia განცალკევებული სახით ამზადებს.

2022 წლის მონაცემებით, საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანიის საერთო შემოსავალი 36.3 მილიარდი ლარია. 2021  წელთან შედარებით მაჩვენებელი 5.2 მილიარდი ლარითაა გაზრდილი.

დადასტურებულია GRANT THORNTON-ის მიერ

1. სოკარ ენერჯი ჯორჯია

შემოსავალი: ₾ 2,350 მლნ.

სოკარ ენერჯი ჯორჯია წელსაც საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიაა – ასეთ მაღალ შემოსავალს მისი შვილობილი კომპანიების, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისა და სოკარ ჯორჯია გაზის გაყიდვები განაპირობებს.

მფლობელი: აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა.

2. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი

შემოსავალი: ₾ 1,204 მლნ.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ქვეყნის უმსხვილესი ჯანდაცვის ჰოლდინგია, რომელიც ევექსის ჰოსპიტლებს, ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებს აერთიანებს.

მფლობელი: საქართველოს კაპიტალი.

3. ტოიოტა კავკასია

შემოსავალი: ₾ 1,130 მლნ.

ტოიოტა კავკასიის ძირითადი ბიზნესსაქმიანობა Toyota Tsusho Corporation-სა და Toyota Motor Europe-სგან ტოიოტასა და ლუქსის ბრენდების ავტომანქანების, სათადარიგო ნაწილების შესყიდვა და კავკასიაში ავტორიზებული დილერებისთვის საბითუმოდ მიყიდვაა.

მფლობელი: Toyota Tsusho Corporation

4. ნიკორა

შემოსავალი: ₾ 1,013 მლნ.

ნიკორა კვების პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. ის ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიასთან ერთად სუპერმარკეტების მზარდ ქსელს – ნიკორასა და ლიბრეს აერთიანებს და ბაზარზე 500-ზე მეტი სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი.

მფლობელი: ვასილ სუხიაშვილი – 23%, Greenmoon LTD – 13.3%, დავით დუმბაძე – 10.5%, ოლეგ გუბანოვი – 10%, თალიკო ცირეკიძე – 9%, სს ნიკორა – 6.5%, მაკა სალუქვაძე – 6%, გურამ ცერცვაძე – 5%, ირაკლი ნიკოლაიშვილი – 2.8%, ეკატერინა გუბანოვა – 2%, კსენია გუბანოვა – 2%, ოლგა გუბანოვა – 2%, ტარადინ დემენტი – 2%, თამარ ჯერენიშვილი – 2%, ნიკა სუხიაშვილი – 1.1%, სოფო სუხიაშვილი – 1.1%, ანტონ ნიკოლაიშვილი – 0.9%, რუსუდან ჯერენაშვილი – 0.9%.

5. რომპეტროლ საქართველო

შემოსავალი: ₾ 979 მლნ.

რომპეტროლი წარმოადგენს ჯგუფ KMG International-ის მთავარ ბრენდს, რომელიც ყაზახეთის ეროვნულ ნავთობკომპანია KazMunayGaz-ის მფლობელობაშია. „რომპეტროლის“ მთავარი საქმიანობა ნავთობის მოპოვება და გადამუშავებაა.

მფლობელი: სუვერენული კეთილდღეობის ფონდი Samruk-Kazyna (ყაზახეთის მთავრობის საკუთრება).

6. თეგეტა მოტორსი (ჯგუფი)

შემოსავალი: ₾ 950 მლნ.

თეგეტა მოტორსი საქართველოში ავტომობილების ერთ-ერთ უმსხვილეს დილერსა და ავტონაწილების ბაზრის მთავარ მოთამაშეს წარმოადგენს.

მფლობელი: თემურ კოხოძე.

7. ორი ნაბიჯი

შემოსავალი: ₾ 879 მლნ.

ორი ნაბიჯი საქართველოს საცალო ვაჭრობის ბაზრის ერთ-ერთ ლიდერია. 2022 წლის ბოლოს თბილისსა და სხვა რეგიონებში კომპანია 400 მაღაზიას ფლობდა.

მფლობელი: გოჩა ცქიტიშვილი – 33.34%, გიორგი ჩხეიძე – 33.33%, კახი ბექაური – 33.33%.

8. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური)

შემოსავალი: ₾ 775 მლნ.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას ძირითადი საქმიანობა საქართველოში ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელის ფუნქციონირება და მართვაა. 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით კომპანია 6 ჰიპერმარკეტს, 18 სუპერმარკეტსა და 71 პატარა ფორმატის სუპერმარკეტს ფლობს.

მფლობელი: შპს Majid Al Futtaim Capital.

9. პსპ ფარმა

შემოსავალი: ₾ 745 მლნ.

პსპ ჯგუფი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტ აფთიაქს ფლობს, ჯგუფი ასევე მართავს ჰოსპიტლებს თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში.

მფლობელი: 95% – კახაბერ ოქრიაშვილი, 5% – თენგიზ ჯამელაშვილი.

10. ავერსი ფარმა

შემოსავალი: ₾ 738 მლნ.

ავერსი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტ აფთიაქს ფლობს, ჯგუფი ასევე მართავს ჰოსპიტლების ქსელს თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში.

მფლობელი:  67% – პაატა კურტანიძე, 33% – ნიკოლოზ კურტანიძე.

საქართველოს 100 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

 

# კომპანია შემოსავალი
(მლნ ₾)
მოგება
(მლნ ₾)
აქტივები

(მლნ ₾)

ცვლილება რეიტინგში საქმიანობა
1 სოკარ ენერჯი ჯორჯია 2,350 177 1,435 ■ ნავთობპროდუქტები
2 საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი 1,204 58 1,440 ■ ჯანდაცვა, ფარმაცია
3 ტოიოტა კავკასია 1,130 113 380 ⬆︎13 ავტომობილებით ვაჭრობა
4 სს ნიკორა 1,013 70 539 ■ საცალო ვაჭრობა
5 რომპეტროლ საქართველო 979 -15 165 ⬆︎1 ნავთობპროდუქტები
6 თეგეტა მოტორსი 950 41 802 ⬇︎3 ავტომობილებით ვაჭრობა
7 ორი ნაბიჯი 879 54 285 ⬆︎5 საცალო ვაჭრობა
8 მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) 775 38 208 ⬆︎6 საცალო ვაჭრობა
9 პსპ ფარმა 745 51 637 ⬇︎4 ჯანდაცვა, ფარმაცია
10 ავერსი ფარმა 738 61 644 ⬇︎1 ჯანდაცვა, ფარმაცია
11 სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი (სილქნეტი) 723 182 1,699 ⬆︎4 კავშირგაბმულობა
12 ატლას ჰოლდინგს (აჭარაბეთი) 706 118 588 ⬇︎2 აზარტული თამაშები
13 ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია 681 53 286 ⬆︎4 ნავთობპროდუქტები
14 თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია 676 93 229 ⬆︎17 ენერგეტიკა
15 სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი 668 54 402 ⬇︎8 სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა
16 მაგთიკომი 631 105 370 ⬆︎2 კავშირგაბმულობა
17 ჯიდიაი 611 11 52 ⬇︎6 თამბაქოს ნაწარმი
18 ფილიპ მორის საქართველო 583 9 142 ⬇︎5 თამბაქოს ნაწარმი
19 რითეილ ჯგუფი (მაგნიტი) 539 2 197 ⬆︎1 საცალო ვაჭრობა
20 ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია 514 129 579 ⬆︎4 სამშენებლო პროდუქცია
21 Spar Georgia 498 19 276 ⬆︎4 საცალო ვაჭრობა
22 ენერგო-პრო ჯორჯია 497 228 910 ⬆︎1 ენერგეტიკა
23 RMG Copper 469 -74 752 ⬇︎1 მეტალურგია
24 დეიდრიმ უნივერსალ საქართველო (ბეთლაივი) 464 9 10 ⬆︎17 აზარტული თამაშები
25 ლუკოილ-ჯორჯია 444 3 53 ⬇︎6 ნავთობპროდუქტები
26 თბილისი ენერჯი 439 96 263 ■ ენერგეტიკა
27 მარსი (კრისტალბეთი) 417 186 83 ⬇︎6 აზარტული თამაშები
28 ზუმერი ჯორჯია 416 15 50 ⬆︎16 ტექნიკით ვაჭრობა
29 კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია 396 53 328 ⬆︎9 სასმელების წარმოება
30 პორტალ პეტროლეუმ ჯორჯია 369 8 52 ⬆︎3 ნავთობპროდუქტები
31 ავიაკომპანია ჯეო სქაი 360 11 159 ⬆︎8 სატრანსპორტო მომსახურება
32 ანაგი 356 3 361 ⬆︎8 მშენებლობა
33 ჯეოსთილი 354 44 232 ⬇︎5 მეტალურგია
34 ალტა 353 17 143 ⬇︎5 ტექნიკით ვაჭრობა
35 ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი 346 -2 302 ⬆︎11 მშენებლობა
36 ჯი-ეიჩ-ელ (ჯიბე) 344 6 78 ⬇︎2 საცალო ვაჭრობა
37 ელიზი ჯგუფი 343 21 184 ⬇︎5 თამბაქოს ნაწარმი
38 აჭარა ტექსტილე 334 16 96 ⬇︎3 ტანსაცმლის წარმოება
39 RMG Gold 330 59 566 ⬇︎2 მეტალურგია
40 პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია 324 4 57 ⬆︎31 ნავთობპროდუქტები
41 რუსთავის ფოლადი 322 21 314 ⬇︎11 მეტალურგია
42 ელიტ ელექტრონიქსი 282 21 121 ■ ტექნიკით ვაჭრობა
43 ჯი-თი გრუპ 275 66 241 ⬇︎16 ავტომობილებით ვაჭრობა
44 ბი ემ სი გორგია 272 22 191 ⬆︎1 სამშენებლო პროდუქცია
45 ჯი არ სი 266 12 105 ⬇︎9 სამშენებლო პროდუქცია
46 ქეი ვოშ 254 -1 25 ⬆︎46 ნავთობპროდუქტები
47 დეილი 244 10 102 ⬆︎28 საცალო ვაჭრობა
48 დიპლომატ ჯორჯია 237 10 90 ⬇︎1 დისტრიბუცია
49 ტავ ურბან საქართველო 234 117 255 ⬆︎19 სატრანსპორტო მომსახურება
50 ჯეი თი აი კავკასუს 226 43 89 ⬇︎7 თამბაქოს ნაწარმი
51 ფულ ჰაუსი (კროკობეთი) 226 60 31 ⬆︎15 აზარტული თამაშები
52 კოკა-კოლა დისტრიბუცია 224 4 17 ⬆︎13 დისტრიბუცია
53 იუ-ჯი-თი ჯგუფი 220 22 103 ⬇︎5 ტექნიკით ვაჭრობა
54 აგროჰაბი 217 23 93 ⬆︎19 საცალო ვაჭრობა
55 ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი (თელიანი ველი, გლობალ ბიერ ჯორჯია) 213 30 270 ⬆︎8 ალკოჰოლური სასმელები
56 შარმ ტრეიდინგი 211 29 155 ⬇︎1 დისტრიბუცია
57 თელასი 211 80 413 ⬇︎3 ენერგეტიკა
58 ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი კომპანიის ფილიალი საქართველოში 207 -16 212 ⬇︎9 მშენებლობა
59 ელსივაიკიკი 203 31 137 ⬆︎23 ტანსაცმლით ვაჭრობა
60 კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური 203 94 671 ⬇︎9 სატრანსპორტო მომსახურება
61 თ & რ დისტრიბუშენ 203 14 40 ⬆︎11 დისტრიბუცია
62 სმარტ კაპიტალ გრუპი 202 19 162 ⬇︎10 ენერგეტიკა, მენეჯმენტი
63 ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი 202 60 361 ⬆︎13 ენერგეტიკა
64 Mcdonald’s საქართველო 201 41 186 ⬆︎17 სწრაფი კვება
65 ჯორჯიან პეტროლიუმი 201 8 32 ⬆︎56 ნავთობპროდუქტები
66 ლომისი (ლუდსახარში ნატახტარი) 200 37 126 ⬇︎5 ალკოჰოლური სასმელები
67 ჯი-ემ-პი 191 37 217 ⬇︎14 ფარმაცია
68 ფოთის მარცვლეულის ტერმინალი 189 3 48 ⬆︎20 ტრანსპორტირება, ვაჭრობა
69 ტოიოტა ცენტრი თბილისი 188 39 38 ⬆︎27 ავტომობილებით ვაჭრობა
70 ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია 187 21 76 ⬆︎7 დისტრიბუცია
71 ციტადელი 187 9 70 ⬇︎14 სამშენებლო პროდუქცია
72 ვიმ-ბილ-დან საქართველო (სოფლის ნობათი და Pepsico) 183 14 77 ⬆︎2 რძის პროდუქტები, დისტრიბუცია
73 საქართველოს უძრავი ქონება (m2) 182 -78 481 ⬆︎42 მშენებლობა
74 გეოდისტრიბუცია 180 12 13 ⬇︎12 დისტრიბუცია
75 მეგაკო 179 15 74 ⬇︎8 დისტრიბუცია
76 იბეროილი 179 6 20 ⬇︎16 ნავთობპროდუქტები
77 მეიჯერელ საქართველო 178 30 124 ⬇︎18 საკონსულტაციო მომსახურება
78 ევოლუშენ ჯორჯია 173 12 122 ■ აზარტული თამაშები
79 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 171 106 672 ⬇︎10 წყალმომარაგება, ენერგეტიკა
80 ფოლადის სახლი 168 –0.1 59 პირველად რეიტინგში სამშენებლო პროდუქცია
81 გუდვილი 165 7 46 ⬇︎2 საცალო ვაჭრობა
82 ჯიპიაი ჰოლდინგი 162 6 162 ⬆︎1 დაზღვევა
83 სუფთა სახლი 162 9 107 ⬇︎3 საცალო ვაჭრობა
84 ნოვა 161 3 132 ⬇︎20 სამშენებლო პროდუქცია
85 ლიდერ-ბეთ სლოტი 157 44 25 ⬆︎12 აზარტული თამაშები
86 იბერია ბიზნეს ჯგუფი 157 -1 61 ■ ავტომობილებით ვაჭრობა
87 New Road 155 22 66 ⬆︎47 მშენებლობა
88 ჩემპიონები 111 (ევროპაბეთი) 152 34 48 ⬇︎3 აზარტული თამაშები
89 თიბისი დაზღვევა 148 17 155 ⬆︎9 დაზღვევა
90 მოდუსი 145 21 145 ⬇︎6 დისტრიბუცია
91 ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია 145 90 520 ■ ენერგეტიკა
92 ჭიათურმანგანუმ ჯორჯია 143 48 113 ⬇︎42 მეტალურგია
93 სელფი მობაილ (ბილაინი) 141 59 161 ⬇︎4 კავშირგაბმულობა
94 პეის ჯორჯია 141 34 282 ⬆︎1 სატრანსპორტო მომსახურება
95 ჯგუფი სადაზღვევო კომპანია ალდაგი 138 16 214 ⬇︎5 დაზღვევა
96 Mercedes-Benz Georgia 136 17 85 ⬆︎5 ავტომობილებით ვაჭრობა
97 დაფნა 132 24 69 ⬇︎10 დისტრიბუცია
98 ბათუმის ნავთობტერმინალი 120 95 353 ⬆︎1 სატრანსპორტო მომსახურება
99 საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ 117 16 106 ⬆︎49 საკონსულტაციო მომსახურება
100 ზღაპარი 112 -0.2 25 ⬆︎8 საცალო ვაჭრობა

 

მეთოდოლოგია

100 ყველაზე შემოსავლიანი კომპანიის რეიტინგი მომზადებულია კომპანიების მიერ reportal.ge-ზე საჯაროდ გამოქვეყნებული ანგარიშგებების საფუძველზე. სია შედგენილია პირველი კატეგორიისა და პირველი ჯგუფის კომპანიების მონაცემებით.  

სიაში ვერ მოხვდნენ ცალკეული კომპანიები, რომლებიც, სავარაუდოდ, ყველაზე შემოსავლიანი კომპანიების რეიტინგში უნდა იყვნენ, მაგრამ საკუთარი ფინანსები – 2022 წლის აუდიტორული ანგარიშგებები – რეიტინგის შედგენის პერიოდში საჯაროდ გამოქვეყნებული არა აქვთ.

რეიტინგში შეყვანილი არაერთი კომპანია შვილობილ ორგანიზაციებსაც ფლობს. ამ შემთხვევებში, რეიტინგის შესადგენად, გამოყენებულია ჯგუფის კონსოლიდირებული ანგარიშგება, რომელშიც ყველა შვილობილი კომპანიის ფინანსებია გაერთიანებული. მაგალითად, სოკარ ენერჯი ჯორჯია საკუთარ თავში აერთიანებს მის შვილობილ კომპანიებს – სოკარ პეტროლეუმს, სოკარ ჯორჯია გაზსა და სხვა ორგანიზაციებს. სხვა კომპანიებისთვისაც, რომლებიც ჯგუფს წარმოადგენენ, შეფასებისთვის აღებულია მშობელი კომპანიის კონსოლიდირებული ანგარიშგება. 

კომპანიის შემოსავლად ჩათვლილია კომპანიის ანგარიშგებაში ასახული მოცემული წლის ან გადაანგარიშებული ამონაგები/შემოსავალი ან ამონაგები მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან. 

იმ კომპანიების შემთხვევაში, რომელთა ანგარიშგებაშიც მონაცემები აშშ დოლარშია მოცემული, რეიტინგში მაჩვენებლები მითითებულია ლარის ეკვივალენტში შესაბამისი წლის საშუალო გაცვლითი კურსით.

რეიტინგის მომზადებისას ავიღეთ კომპანიების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული მონაცემები, მიუხედავად იმისა, თუ როგორი დასკვნა აქვთ გაცემული აუდიტორებს და ადასტურებენ თუ არა აუდიტორები კომპანიის ფინანსური ანგარიშგების სამართლიან წარდგენას სრულად, რაიმე პირობით ან, თუნდაც, შესაძლოა უარსაც აცხადებდნენ დასკვნაში საკუთარი მოსაზრების გამოხატვაზე.

* თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით რეიტინგში შევიდა შემდეგი ცვლილებები:

  • ზღაპარი: მოგების მაჩვენებელი -175 მლნ შეიცვალა -0.2 მლნ-ით.
  • ფოლადის სახლი: მოგების მაჩვენებელი -52 მლნ შეიცვალა -0.1 მლნ-ით.
Tags: topსაქართველოს 100 ყველაზე შემოსავლიანი კომპანიის რეიტინგი
Previous Post

ოჩამჩირეში რუსეთის ახალი საზღვაო ბაზა საქართველოს უსაფრთხოებას ემუქრება — WSJ

Next Post

Decision Science Pioneer Aryyama Kumar Jana Drives AI Innovations Shaping Billion-Dollar Retail Markets

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Decision Science Pioneer Aryyama Kumar Jana Drives AI Innovations Shaping Billion-Dollar Retail Markets

Decision Science Pioneer Aryyama Kumar Jana Drives AI Innovations Shaping Billion-Dollar Retail Markets

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result